იობი 2:1—13
2 ერთ დღეს, როდესაც ღვთის ძეები+ იეჰოვას წინაშე წარდგნენ,+ სატანაც მივიდა და დადგა იეჰოვას წინაშე.+
2 იეჰოვამ სატანას ჰკითხა: „სად იყავი?“ სატანამ იეჰოვას მიუგო: „ვიხეტიალე და შემოვიარე დედამიწა“.+
3 იეჰოვამ სატანას უთხრა: „შეამჩნიე ჩემი მსახური იობი? დედამიწაზე არავინაა მისი მსგავსი; მართალი, უმწიკვლო*+ და ღვთისმოშიში კაცია და ბოროტებისგან შორს უჭირავს თავი. ის კვლავაც უმწიკვლოა*,+ შენ კი მიბიძგებ,+ რომ უმიზეზოდ დავღუპო იგი“.
4 სატანამ იეჰოვას მიუგო: „ტყავი ტყავის სანაცვლოდ — სიცოცხლის სანაცვლოდ ყველაფერს გაიღებს კაცი.
5 აბა, გაიწოდე ხელი, შეახე მის ძვალსა და ხორცს და ნახე, თუ პირში არ დაგიწყოს გმობა!“+
6 იეჰოვამ სატანას უთხრა: „კარგი, შენს ხელში იყოს იგი, ოღონდ მის სიცოცხლეს არ შეეხო!“
7 წავიდა სატანა იეჰოვასგან და თავიდან ფეხებამდე დააწყლულა იობი.+
8 აიღო იობმა თიხის ჭურჭლის ნატეხი მოსაქავებლად და ნაცარში ჩაჯდა.+
9 ბოლოს ცოლმა უთხრა: „ისევ ერთგულობ* ღმერთს?! დაგმე ღმერთი და მოკვდი!“
10 მან მიუგო: „რა უგუნური ქალივით ლაპარაკობ! მარტო კარგი უნდა მივიღოთ ღვთისგან და ცუდი — არა?!“+ ყველაფრის მიუხედავად სიტყვითაც კი არ შეუცოდავს იობს.+
11 გაიგო იობის სამმა მეგობარმა, თუ რა უბედურება დაატყდა მას. წამოვიდნენ თავ-თავიანთი მხარეებიდან თემანელი ელიფაზი,+ შუახელი+ ბილდადი+ და ნაამათელი ცოფარი;+ ისინი შეთანხმებულები იყვნენ, რომ შეხვდებოდნენ ერთმანეთს, წავიდოდნენ იობთან, თანაუგრძნობდნენ და ანუგეშებდნენ მას.
12 შორიდან რომ დაინახეს, ვეღარ იცნეს იგი, მოთქმა დაიწყეს და სამოსელი შემოიხიეს; მტვერს ჰაერში აფრქვევდნენ და თავზე იყრიდნენ.+
13 შვიდი დღე და ღამე მასთან ერთად ისხდნენ მიწაზე და სიტყვაც კი არ უთქვამთ მისთვის; ხედავდნენ, რომ დიდ ტკივილს განიცდიდა.+
სქოლიოები
^ იხ. „უმწიკვლობა“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).
^ იხ. „უმწიკვლობა“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).
^ იხ. „უმწიკვლობა“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).