იობი 22:1—30
22 თემანელმა+ ელიფაზმა მიუგო:
2 «რაში სჭირდება ღმერთს კაცი,
ანდა რაში სჭირდება მისი ჭკუა?!+
3 განა ყოვლისშემძლისთვის სულერთი არაა, მართალი ხარ თუ არა?!ანდა რა გამორჩენა აქვს, უდანაშაულო* თუ ხარ?!+
4 განა ღვთისმოშიშების გამო ისჯებიდა ამიტომ მიჰყავხარ ღმერთს სასამართლოზე?!
5 განა ეს იმიტომ არ გემართება, რომ მეტისმეტად ბოროტი ხარდა ბოლო არ უჩანს შენს ცოდვებს?!+
6 შენს მოძმეებს ყველაფერში გირაოს ართმევ,ღარიბებს ტანსაცმელს ხდი და შიშვლებს ტოვებ.+
7 დაღლილს წყალს არ ასმევდა მშიერს პურს არ აძლევ.+
8 ძლიერი კაცისაა ეს ქვეყანა+და პატივდებული მკვიდრობს მასზე,
9 შენ კი ქვრივებს ხელცარიელს ისტუმრებდა ობლებს ჩაგრავ.
10 ამიტომაც ხარ გარშემორტყმული კაკანათებით+და შიში გიპყრობს.
11 ამიტომაც იმყოფები სიბნელეში და ვერაფერს ხედავ,დიდი ნიაღვარი გფარავს.
12 ღმერთი მაღლაა ზეცაში,
ნახე, რამსიმაღლეზეა ვარსკვლავები,
13 შენ კი ამბობ: „ღმერთმა რა იცის?!
ის სქელი შავი ღრუბლის მიღმაადა როგორ შეძლებს გასამართლებას?!
14 ღრუბლებს მიღმაა და ვერაფერს ხედავს,ის ხომ ცის კამარაზე მიმოდის“.
15 ისევ ძველი გზით ივლი,რომელზეც ბოროტები დადიან,
16 რომელნიც ნაადრევად დაიხოცნენდა რომელთა საძირკველიც წყალმა წაიღო,+
17 რომლებიც ჭეშმარიტ ღმერთს ეუბნებოდნენ, მოგვშორდიო,
ამბობდნენ, რას გახდება ჩვენთან ყოვლისშემძლეო?!
18 მაგრამ ის მაინც დოვლათით უვსებდა მათ სახლებს
(ასეთი მზაკვრული ფიქრებისგან მე შორს ვარ).
19 მართლები დაინახავენ მათ დაცემას და გაიხარებენ,უდანაშაულოთ გაეცინებათ მათზე და იტყვიან,
20 დაიხოცნენ ჩვენი მოწინააღმდეგენიდა ვინც ცოცხალი დარჩა, ცეცხლი შთანთქავსო.
21 დაუახლოვდი ღმერთს და გექნება მასთან მშვიდობა;არ მოგაკლდება სიკეთე.
22 დაიცავი მისი ბაგიდან გამოსული კანონიდა გულში ჩაიბეჭდე მისი სიტყვები.+
23 თუ დაუბრუნდები ყოვლისშემძლეს, აშენდები.+თუ ამოძირკვავ უმართლობას შენს კარავში,
24 თუ ოქროს მიწაზე დაყრიდა ოფირის ოქროს+ ლოდებით სავსე ხევში ჩაყრი,
25 მაშინ ყოვლისშემძლე იქცევა შენს ოქროდდა შენს ხალას ვერცხლად.
26 მაშინ ყოვლისშემძლეში პოვებ ნეტარებასდა ღვთისკენ იზამ პირს.
27 შეევედრები და ის მოგისმენს;შეასრულებ შენს აღთქმებს.
28 რის გაკეთებასაც დააპირებ, ყველაფერში ხელი მოგემართება,და სინათლე მოეფინება შენს გზასავალს.
29 თუ ქედმაღლურად ილაპარაკებ, დამცირდები;ის თავმდაბალს იხსნის.
30 იგი უდანაშაულოს გადაარჩენს;თუ ხელი სუფთა გექნება, ნამდვილად დაგიხსნის».
სქოლიოები
^ იხ. „უმწიკვლობა“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).