იობი 3:1—26

  • იობი თავისი გაჩენის დღეს წყევლის (1—26).

    • აინტერესებს, რატომ იტანჯება (20, 21).

3  ამის შემდეგ ალაპარაკდა იობი და დასწყევლა თავისი გაჩენის დღე.+  იობმა თქვა:   „ის დღე დაიქცეს, როცა დავიბადე,+და ის ღამე, როცა თქვეს, ვაჟკაცი ჩაისახაო!   დაბნელდეს ის დღე;აღარ გაიხსენოს ის ღმერთმა და აღარ ეღირსოს იმ დღეს ნათელი.   წყვდიადმა მოიცვას ის და შავი ღრუბელი გადაეკრას. საზარელმა სიბნელემ შთანთქას იმ დღის სინათლე.   უკუნეთმა შეიპყროს ის ღამე,+არ გაიხაროს წელიწადის დღეებს შორისდა აღარ შევიდეს თვეთა რიცხვში.   გაბერწდეს ის ღამედა აღარ გაისმას მხიარული შეძახილი.   დასწყევლონ ის დღის მაწყევრებმა,რომელთაც ლევიათანის* გაღვიძების ძალა შესწევთ.+   აღარ გამოანათონ მისი ბინდის ვარსკვლავებმა;ამაოდ ელოდოს ის დღის სინათლესდა აღარ იხილოს განთიადის ნათელი, 10  ვინაიდან არ წაართვა დედაჩემს შვილიერების უნარი+და არ ამარიდა გასაჭირი. 11  რატომ საშვილოსნოშივე არ მოვკვდი?! რატომ გაჩენისთანავე არ გავთავდი?!+ 12  რატომ მიმიღო დედაჩემის კალთამდა რატომ მაწოვა მან ძუძუ?! 13  ახლა მშვიდად ვიწვებოდი,+ვიძინებდი და არაფერი შემაწუხებდა;+ 14  დედამიწის მეფეებისა და მათი მრჩევლებისგვერდით ვიქნებოდი,რომელთა აშენებულიც ნანგრევებადაა ქცეული, 15  ან ოქროს მფლობელ მთავრებთან,ვერცხლით სახლის ამავსებლებთან. 16  რატომ არ მოეშალა დედაჩემს მუცელიდა არ დავემსგავსე იმ ჩვილებს,დღის სინათლე რომ არ უხილავთ?! 17  იქ ბოროტებმაც შეწყვიტეს მრისხანებადა ძალაგამოცლილნი განისვენებენ;+ 18  იქ პატიმრები უშფოთველად არიანდა არ ესმით მისი ხმა, ვინც მუშაობას აიძულებთ; 19  იქ დიდიც და პატარაც თანასწორია,+და მონა ბატონისგან თავისუფალია. 20  რატომ აძლევს ის ტანჯულს სინათლესდა სულგამწარებულს — სიცოცხლეს?+ 21  რატომ არ კვდებიან ისინი, ვინც სიკვდილს ნატრობენ,+ ვინც დამალული განძივით ეძებენ მას? 22  და, როცა პოულობენ სამარხს,დიდად ხარობენ და ბედნიერნი არიან. 23  რატომ აძლევს ღმერთი სინათლეს გზააბნეულ კაცს,რომელსაც უკვე ზღუდე შემოავლო?+ 24  საზრდოდ ოხვრა მომეცა+და ჩემი კვნესა+ წყალივით იღვრება. 25  ის დამატყდა თავს, რისიც მეშინოდა,ის შემემთხვა, რაც მზარავდა. 26  ისედაც არა მაქვს სიმშვიდე, შვება და მოსვენება,ახლა გასაჭირზე კიდევ გასაჭირი მემატება“.

სქოლიოები

არსებობს მოსაზრება, რომ „ლევიათანში“ იგულისხმება ნიანგი ან სხვა დიდი და ძლიერი წყლის ბინადარი.