იობი 32:1—22
32 აღარ გაუცია იმ სამ კაცს პასუხი იობისთვის, რადგან იგი დარწმუნებული იყო საკუთარ სიმართლეში.+
2 ძალიან გაბრაზდა ელიჰუ, ბუზელი+ ბარაქელის ვაჟი, რომელიც რამის საგვარეულოდან იყო. იობზე იმიტომ გაბრაზდა, რომ ის საკუთარ თავს ღმერთზე მართლად თვლიდა,+
3 მის სამ მეგობარზე კი იმიტომ, რომ ვერ გასცეს იობს სათანადო პასუხი და ღმერთი ბოროტი გამოიყვანეს.+
4 ელიჰუ აცდიდა მათ, რომ იობისთვის ეპასუხათ, ვინაიდან ისინი მასზე უფროსები იყვნენ.+
5 როცა დაინახა ელიჰუმ, რომ იმ სამ კაცს სათქმელი აღარაფერი ჰქონდა, განრისხდა.
6 შემდეგ ელიჰუმ, ბუზელი ბარაქელის ვაჟმა, მათ უთხრა:
„მე თქვენზე უმცროსი ვარ,თქვენ კი — ჩემზე უფროსები;+
ამიტომაც ვიკავებდი თავს+და ვერ ვბედავდი იმის თქმას, რაც ვიცი.
7 ვთქვი, ასაკმა ილაპარაკოსდა წელთა სიმრავლემ გააცხადოს-მეთქი სიბრძნე.
8 კაცთათვის მიცემული სულიდა ყოვლისშემძლის სუნთქვა იძლევა გონიერებას.+
9 მხოლოდ ასაკი როდი იძლევა სიბრძნესდა მხოლოდ მოხუცებს როდი ესმით, რა არის სწორი.+
10 ამიტომ ვამბობ: მომისმინეთ,და მეც გეტყვით იმას, რაც ვიცი!
11 მე გაცდიდით ლაპარაკს,ყურს ვუგდებდი თქვენს მსჯელობას,+
როცა სათქმელს აყალიბებდით.+
12 ყურადღებით გისმენდით,მაგრამ ვერცერთმა ვერ დაუმტკიცეთ იობს, რაში შეცდა,
და მის მტკიცებულებებს ვერაფერი დაუპირისპირეთ.
13 ამიტომ ნუ ამბობთ, სიბრძნეს მივაკვლიეთ,მას ღმერთი სდებს მსჯავრს და არა ადამიანიო.
14 იობი მე არ დამპირისპირებია,ამიტომ მე იმ მტკიცებულებებს არ მოვუყვან,თქვენ რომ მოუყვანეთ.
15 გაწბილდნენ, აღარაფერს პასუხობენ;სათქმელი აღარაფერი აქვთ.
16 ვუცდი, მაგრამ აღარაფერს ამბობენ,დგანან და პასუხს ვერ იძლევიან.
17 მეც ვიტყვი ჩემსას,მეც ვიტყვი, რაც ვიცი.
18 სათქმელი ბევრი მაქვს;სული* მომაწვა.
19 შინაგანად ისე ვარ, როგორც ღვინო თავმოუხდელ ჭურჭელში,როგორც ახალი ტიკი, რომელიც სადაცაა გასკდება.+
20 ვილაპარაკებ, რომ შვება ვიგრძნო,
გავხსნი ბაგეს და ვიტყვი ჩემს სათქმელს.
21 მიკერძოებული არ ვიქნები+და პირფერობას არ დავიწყებ.
22 არ შემიძლია პირფერობა,რომ შემძლებოდა, ჩემი შემქმნელი უმალვე მომსპობდა“.
სქოლიოები
^ ებრ. „რუახ“. იხ. „სული“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).