იობი 33:1—33

  • ელიჰუ იობს იმის გამო შეაგონებს, რომ თავი მართალი გამოჰყავს (1—33).

    • „ვიპოვე გამოსასყიდი!“ (24).

    • „დაუბრუნდეს ახალგაზრდული ძლიერება“ (25).

33  «ახლა შენ გთხოვ, იობ, მოისმინო ჩემი სიტყვები და ყური დაუგდო ჩემს ნათქვამს.   გავხსნი ჩემს ბაგესდა ჩემი ენა ილაპარაკებს.   რასაც ვიტყვი, წრფელი გულით ვიტყვი;+ალალად ვიტყვი იმას, რაც ვიცი.   თვით ღვთის სულმა შემქმნა+და ყოვლისშემძლის სუნთქვამ მომცა სიცოცხლე.+   თუ შეგიძლია, გამეცი პასუხი,მოიყვანე შენი მტკიცებულებები და დაიცავი თავი.   ღვთისთვის ერთნი ვართ, მეც და შენც;მეც თიხისგან ვარ გამოძერწილი.+   ჩემი არ შეგეშინდეს,არაფრით არ დაგამძიმებ.   გავიგე, რაც თქვი,გისმენდი, რომ ამბობდი:   „სუფთა ვარ, უდანაშაულო,+წრფელი და ბრალდაუდებელი,+ 10  მაგრამ ღმერთმა მაინც იპოვა საბაბი, რომ დამპირისპირებოდა;მტრად მიმიჩნევს.+ 11  ფეხებს ხუნდებში მაყოფინებსდა ყველა ჩემს გზაზე მისაფრდება“.+ 12  ამას რომ ამბობ, არა ხარ მართალი; ამიტომ შეგეპასუხები: ღმერთი მოკვდავ კაცზე ბევრად აღმატებულია.+ 13  რატომ ედავები მას?+ იმიტომ ხომ არა, რომ ყველაფერზე პასუხს არ გცემს?!+ 14  ღმერთი ერთხელ ამბობს, შემდეგ იმეორებს,მაგრამ ყურს არავინ უგდებს. 15  ამას აკეთებს სიზმარსა და ღამის ხილვაში,+როცა ხალხს ღრმად სძინავს, როცა თავიანთ საწოლებში სძინავთ; 16  უხსნის მათ ყურს+და თავის სიტყვას შთააგონებს, 17  რომ ჩამოაშოროს ადამიანი ბოროტებას+და დაიცვას კაცი სიამაყისგან.+ 18  არ უშვებს მის სულს* საფლავში,+მის სიცოცხლეს მახვილისგან იცავს. 19  მას საწოლში ავადმყოფობაც შეაგონებსდა ძვლების ტკივილიც; 20  პური შეიზიზღადა საყვარელ საჭმელზეც უარს ამბობს.+ 21  ხორცი გაელიადა ძვლები გამოუჩნდა. 22  მისი სული საფლავს უახლოვდება,მისი სიცოცხლე კი — სხვათა სიცოცხლის ხელმყოფთ. 23  თუ ეყოლება მაცნე*,ათასიდან ერთი მაინც, რომ უშუამავლოსდა უთხრას, როგორ მოიქცეს, 24  მაშინ ღმერთი კეთილად განეწყობა მისადმი და იტყვის:„ნუ ჩავა საფლავში,+ ვიპოვე გამოსასყიდი!+ 25  განუახლდეს ხორცი ახალგაზრდობის დროინდელზე მეტად+და დაუბრუნდეს ახალგაზრდული ძლიერება“.+ 26  შეევედრება ღმერთს+ და ისიც მიიღებს,იხილავს ღვთის სახეს და იყიჟინებს; ის გაუჩენს სამართალს მოკვდავ კაცს. 27  ხალხს ეტყვის:„შევცოდე+ და სიმართლე გავამრუდე,მაგრამ არ მიმიღია, რასაც ვიმსახურებდი*. 28  მან გამოისყიდა ჩემი სული და აღარ ჩავალ საფლავში,+ვიხილავ სინათლეს“. 29  ასე მოქმედებს ღმერთი ადამიანისთვისორჯერ, სამჯერაც კი, 30  რათა საფლავიდან ამოიყვანოს იგიდა სიცოცხლის სინათლე მოაფინოს.+ 31  ყური დამიგდე, იობ! მომისმინე! ჩუმად იყავი, მე ვილაპარაკებ. 32  თუ რამე გაქვს სათქმელი, მითხარი. ილაპარაკე, რადგან შენი გამართლება მწადია. 33  თუ არაფერი გაქვს სათქმელი, მე მომისმინე.ნუ ილაპარაკებ, და მე გეტყვი, რა არის სიბრძნე».

სქოლიოები

ებრ. „ნეფეშ“. იხ. „სული“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).
სხვაგვარად — „ანგელოზი“.
ან შესაძლოა: „სარგებელი არ მიმიღია“.