იობი 8:1—22

  • ბილდადი საუბარს იწყებს (1—22).

    • ამბობს, რომ იობის ვაჟებმა შესცოდეს (4).

    • წმინდა და მართალი რომ ყოფილიყავი, ღმერთი გადმოგხედავდა (6).

    • იობი უღვთო გამოჰყავს (13).

8  შუახელმა+ ბილდადმა+ მიუგო:  „ასე როდემდე უნდა ლაპარაკობდე?!+ შენი სიტყვები ქარია და მეტი არაფერი.   განა გაამრუდებს ღმერთი სამართალს?!განა გაამრუდებს ყოვლისშემძლე სიმართლეს?!   შენმა ვაჟებმა შესცოდეს მას,ამიტომაც დაისაჯნენ თავიანთი ურჩობის გამო.   ღმერთი რომ გეძებნა,+ყოვლისშემძლისთვის წყალობა რომ გეთხოვა   და წმინდა და მართალი ყოფილიყავი,+გადმოგხედავდადა უწინდელ დიდებას დაგიბრუნებდა.   აღარაფერი შეგრჩა,არადა, დიდებული მომავალი გელოდა!+   აბა, გამოიკითხე უწინდელ თაობებშიდა დაუკვირდი, რასაც მათმა მამებმა მიაკვლიეს.+   ჩვენ გუშინ გავჩნდით და არაფერი ვიცით,ჩვენი დღეები ჩრდილივითაა დედამიწაზე. 10  განა არ დაგარიგებენ?!განა არ გეტყვიან იმას, რაც იციან?! 11  თუ გაიზრდება პაპირუსი უჭაობოდ?! თუ გაიზრდება ლერწამი უწყლოდ?! 12  ნორჩიც რომ იყოს და მოუწყვეტელი,ყველა მცენარეზე ადრე გახმება. 13  ასე დაემართებათ ღვთის დამვიწყებლებს,იმედი გაუცრუვდებათ უღვთოებს, 14  ვინც იმედს ამაოებაზე ამყარებს,და ვისი იმედიც ობობას ქსელივით სუსტია; 15  დაეყრდნობა მას, მაგრამ ის ვერ გაუძლებს.მოეჭიდება, მაგრამ ის ვერ დაიჭერს. 16  იგი მზის გულზე მორწყულ მცენარესავითაა,მისი რტოები ბაღში იზრდება.+ 17  ქვების გროვაში ჩახლართვია ფესვებიდა ცდილობს, ქვებს შორის დაიდოს ბინა. 18  როცა თავისი ადგილიდან ამოიძირკვება,ის ადგილი უარყოფს მას და ეტყვის, არასოდეს მინახავხარო.+ 19  აი, ასე გაქრება იგი+და მის ადგილზე სხვები აღმოცენდებიან. 20  არ უარყოფს ღმერთი მართალ* ადამიანსდა ბოროტმოქმედს არ დაეხმარება. 21  გულს სიხარულით აგივსებს იგიდა მხიარული ყიჟინით შესძახებ. 22  შენი მოძულენი სირცხვილით შეიმოსებიანდა ბოროტთა კარავი დაეცემა“.

სქოლიოები