იოელი 1:1—20
1 აი იეჰოვას სიტყვა, რომელიც იოელს*, ფეთუელის ვაჟს, ეუწყა:
2 „ისმინეთ, უხუცესებო,და ყური დაუგდეთ, ამ მიწის მკვიდრნო!
თუ მომხდარა ასეთი რამ თქვენს დროსან თქვენი მამა-პაპის დროს?!+
3 უამბეთ ამის შესახებ თქვენს ვაჟებს,თქვენმა ვაჟებმა უამბონ თავიანთ ვაჟებს,მათმა ვაჟებმა კი — მომდევნო თაობას.
4 რაც შთამნთქმელი კალიების შემოსევას გადაურჩა, გუნდ-გუნდად შემოსეულმა კალიებმა გადაჭამეს;+რაც მათ შემოსევას გადაურჩა, უფრთო კალიებმა შეჭამეს,
და რაც უფრთო კალიებს გადაურჩა,გაუმაძღარმა კალიებმა* გააჩანაგეს.+
5 გაიღვიძეთ, ლოთებო,+ და იტირეთ,
იგლოვეთ, ღვინის მსმელებო,რადგან პირიდან გამოგტაცეს ახალი ღვინო!+
6 ძლიერი და ურიცხვი ხალხი მოვიდა ჩემს მიწაზე;+
მათი კბილები ლომის კბილებივითაა,+ყბები კი — ლომის ყბებივით.
7 მათ გააჩანაგეს ჩემი ვაზი და ძირკვად აქციეს ჩემი ლეღვის ხე;ქერქი შემოაცალეს და გადაყარეს,გაუშიშვლეს ტოტები.
8 იგლოვე ჯვალოთი მოსილი ქალწულივით,სიყრმის საქმროს რომ გლოვობს.
9 აღარ არის იეჰოვას ტაძარში არც მარცვლეული+ და არც დასაღვრელი შესაწირავი;+გლოვობენ მღვდლები, იეჰოვას მსახურები.
10 გაჩანაგდა ყანები, გლოვობს მიწა,+რადგან განადგურდა მარცვლეული, დაიშრიტა ახალი ღვინო და გამოილია ზეთი.+
11 გაწბილებულან მიწათმოქმედები და გოდებენ მევენახეებიხორბლისა და ქერის გამო,რომ განადგურდა მოსავალი,
12 გახმა ვაზი, და დაჭკნა ლეღვი,გახმა ბროწეული, ფინიკის პალმა და ვაშლი,მინდვრის ყველა ხე;+სიხარული სირცხვილად ექცა ხალხს.
13 ჯვალოთი შეიმოსეთ და იგლოვეთ, მღვდლებო!იგლოვეთ, სამსხვერპლოს მსახურებო!+
მოდით, ჯვალოს სამოსში გაათიეთ ღამე, ჩემი ღვთის მსახურებო,რადგან თქვენი ღვთის ტაძარში აღარავის მოაქვს მარცვლეული+ და დასაღვრელი შესაწირავი.+
14 მარხვა გამოაცხადეთ, ხალხს მოუხმეთ,+
შეკრიბეთ უხუცესები და მიწის ყველა მკვიდრითქვენი ღვთის, იეჰოვას,+ ტაძარში და შველა შესთხოვეთ იეჰოვას!
15 ვაი, მოდის ის დღე!
ახლოსაა იეჰოვას დღე,+მოვა ეს გამანადგურებელი დღე ყოვლისშემძლისგან!
16 განა ჩვენ თვალწინ არ მოისპო საკვებიდა ჩვენ თვალწინ არ გაქრა სიხარული და ლხინი ჩვენი ღვთის ტაძრიდან?!
17 მათ ბარებქვეშ ჩამპალა მარცვალი*;
დაცარიელებულა საწყობები;
დანგრეულა უმარცვლეულოდ დარჩენილი ბეღლები.
18 საწყლად ბღავის პირუტყვი,
დახეტიალებს უსაძოვროდ დარჩენილი ნახირი;
ვერც ცხვრის ფარები ასცდნენ სასჯელს“.
19 „იეჰოვა, შენ მოგიხმობ,+რადგან ცეცხლმა გადაბუგა უდაბნოში საძოვრებიდა ცეცხლის ალმა შთანთქა მინდვრად ყველა ხე!
20 ცხოველებიც შენ შემოგყურებენ,რადგან დაშრა წყლის არხები
და ცეცხლმა შთანთქა უდაბნოში საძოვრები“.
სქოლიოები
^ ნიშნავს: „იეჰოვაა ღმერთი“.
^ ამ მუხლში ებრაულ ტექსტში კალიების აღმნიშვნელი ოთხი სხვადასხვა სიტყვაა გამოყენებული.
^ ან შესაძლოა: „ლეღვის ჩირები“.