იოელი 2:1—32

  • იეჰოვას დღე და მისი დიდი ლაშქარი (1—11).

  • „დაუბრუნდით თქვენს ღმერთს, იეჰოვას“ (12—17).

    • „გულები დაიგლიჯეთ“ (13).

  • იეჰოვას პასუხი თავის ხალხს (18—32).

    • „გადმოვღვრი ჩემს სულს“ (28).

    • საოცრებები ცასა და მიწაზე (30).

    • „ყოველი, ვინც იეჰოვას სახელს უხმობს, გადარჩება“ (32).

2  „ჩაჰბერეთ საყვირს სიონში+ და საომარი ყიჟინა დაეცით ჩემს წმინდა მთაზე!აკანკალდეს დედამიწის ყველა მკვიდრი, რადგან მოდის და ახლოსაა იეჰოვას დღე!+   ბნელი და პირქუში დღეა,+ღრუბლიანი და მოქუფრული,+მთებზე ჩამოწოლილი დილის ბინდივითაა. აი ხალხი, მრავალრიცხოვანი და ძლიერი,+რომლის მსგავსიც არასდროს ყოფილადა არც მის შემდეგ იქნება მომავალ თაობებში.   მათ წინ ცეცხლი შთანთქავს ყველაფერს,უკან კი — ალი;+ მათ წინ ედემის ბაღივითაა+ მიწა,უკან კი — უკაცრიელი უდაბნო;ვერაფერი გადაურჩებათ.   შესახედაობით ცხენებს ჰგვანან,ბედაურებივით მირბიან.+   მიხტიან მთების მწვერვალებზე და ისეთ ხმას გამოსცემენ, თითქოს ეტლები მიგრიალებენო,+თითქოს ცეცხლმოკიდებული ნამჯა ტკაცუნობსო; საბრძოლოდ დარაზმული ხალხივით არიან.+   ხალხები მათ გამო დაიტანჯებიან და შიშისგან გაფითრდებიან.   მებრძოლებივით იერიშზე გადადიან,მეომრებივით გალავანზე ძვრებიან;თითოეული თავისი გზით მიდის,გეზს არ იცვლიან;   ერთმანეთს არ ეჯახებიან,თითოეული თავისი გზით მიდის. შუბმაც რომ განგმიროს ზოგიერთი,სხვები მაინც მწყობრით აგრძელებენ სვლას.   ქალაქში იჭრებიან, გალავანზე გადარბიან, სახლებზე ადიან, ქურდებივით სარკმლიდან მიძვრებიან; 10  მიწა იძვრის და ცა ტორტმანებს მათ წინაშე. დაბნელდა მზე და მთვარე,+აღარ კაშკაშებენ ვარსკვლავები. 11  დასჭექს იეჰოვა თავისი ლაშქრის წინაშე,+ რადგან მრავალრიცხოვანია მისი ბანაკი.+ ძლიერია ის, ვინც ასრულებს თავის სიტყვას,დიდია იეჰოვას დღე და შიშის მომგვრელი,+ ვინ გაუძლებს მას?!“+ 12  «არც ახლაა გვიან, — ამბობს იეჰოვა, — დამიბრუნდით მთელი გულით,+მარხვით,+ ტირილითა და მოთქმით; 13  გულები დაიგლიჯეთ+ და არა ტანსაცმელი,+დაუბრუნდით თქვენს ღმერთს, იეჰოვას,რადგან ის თანამგრძნობი და გულმოწყალეა, სულგრძელია*+ და ურყევია მისი სიყვარული*,+და აღარ დაგატეხთ უბედურებას. 14  ვინ იცის, იქნებ მოგხედოთ,+გადაიფიქროს და გაკურთხოთ,რათა შესწიროთ თქვენს ღმერთს, იეჰოვას, მარცვლეული შესაწირავი და დასაღვრელი შესაწირავი! 15  ჩაჰბერეთ საყვირს სიონში, მარხვა გამოაცხადეთ და ხალხს მოუხმეთ!+ 16  შეკრიბეთ ხალხი, განწმინდეთ ისინი,+ შეკრიბეთ მოხუცები, ბავშვები და ჩვილები!+ გამოვიდეს ნეფე თავისი შიდა ოთახიდან,პატარძალი — საქორწილო ოთახიდან. 17  იტირონ მღვდლებმა, იეჰოვას მსახურებმა,წინკარსა და სამსხვერპლოს შორის,+ და თქვან: „შეიბრალე, იეჰოვა, შენი ხალხი,აბუჩად ნუ ააგდებინებ შენს მემკიდრეობას,სხვა ერებს ნუ გააბატონებ მათზე. რატომ უნდა თქვან ხალხებმა, სად არისო მათი ღმერთი?!“+ 18  მაშინ გამოექომაგება იეჰოვა თავის ქვეყანასდა შეიბრალებს თავის ხალხს.+ 19  იეჰოვა თავის ხალხს მიუგებს:„აი, გიგზავნით მარცვლეულს, ახალ ღვინოსა და ზეთს,და დანაყრდებით;+ მეტად აღარ მივცემ ხალხებს თქვენი შეურაცხყოფის უფლებას.+ 20  მოგაშორებთ ჩრდილოელსდა განვდევნი მას უწყლო და უკაცრიელ მიწაზე,პირი აღმოსავლეთის ზღვისკენ* ექნება და ზურგი — დასავლეთის ზღვისკენ*.სუნი აუვა მას და აყროლდება;+დიად საქმეებს მოვიმოქმედებ“. 21  ნუ გეშინია, მიწავ! იხარე და იმხიარულე, რადგან დიად საქმეებს მოიმოქმედებს იეჰოვა. 22  ნუ გეშინიათ, მინდვრის ცხოველებო,რადგან ამწვანდება უდაბნოში საძოვრები!+ნაყოფს გამოიღებენ ხეები,+უხვად მოისხამს ლეღვი და ვაზი.+ 23  თქვენც, სიონის ძეებო, იხარეთ და იმხიარულეთ იეჰოვათი, თქვენი ღმერთით,+რადგან წვიმას არ დაგიკავებთ შემოდგომობითდა უწინდელივით უხვად გაწვიმებთშემოდგომასა და გაზაფხულზე!+ 24  კალოები აივსება გაცეხვილი მარცვლეულითდა საწურებიდან ღვარად იდინებს ახალი ღვინო და ზეთი.+ 25  აგინაზღაურებთ იმ წლების დოვლათს,რაც ჩემმა დიდმა ჯარმა, გუნდ-გუნდად შემოსეულმა უფრთო, გაუმაძღარმადა შთამნთქმელმა კალიებმა გაგიჩანაგათ.+ 26  დაპურდებით+და განადიდებთ იეჰოვას, თქვენი ღვთის სახელს;+მან საოცრებები მოიმოქმედა თქვენთვის.აღარასდროს შერცხვება ჩემი ხალხი.+ 27  მიხვდებით, რომ ისრაელებს შორის ვარ,+რომ მე, იეჰოვა, ვარ თქვენი ღმერთი+ და სხვა არავინ. აღარასდროს შერცხვება ჩემი ხალხი. 28  ამის შემდეგ გადმოვღვრი ჩემს სულს+ ყველანაირ ადამიანზე;თქვენი ვაჟები და ასულები აწინასწარმეტყველდებიან,თქვენი მოხუცები სიზმრებს იხილავენდა თქვენი ჭაბუკები — ხილვებს.+ 29  მაშინ ჩემს მონებსა და მხევლებზეცგადმოვღვრი ჩემს სულს. 30  ნიშნებს მოვავლენ ცასა თუ მიწაზე,სისხლს, ცეცხლსა და კვამლის ბოლქვებს.+ 31  მზე დაბნელდება და მთვარეს სისხლისფერი დაედება+იეჰოვას დიდი და შიშის მომგვრელი დღის მოსვლამდე.+ 32  ყველა, ვინც იეჰოვას სახელს უხმობს, გადარჩება,+რადგან, როგორც იეჰოვამ თქვა, სიონის მთაზე და იერუსალიმში იქნებიან გადარჩენილები,+ისინი, ვისაც იეჰოვა უხმობს».

სქოლიოები

სხვაგვარად — „ადვილად არ რისხდება“.
ებრ. „ხესედ“. იხ. „ურყევი სიყვარული“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).
იგულისხმება მკვდარი ზღვა.
იგულისხმება ხმელთაშუა ზღვა.