იონა 4:1—11

  • იონა ბრაზდება და სიკვდილს ნატრობს (1—3).

  • იეჰოვა იონას გულმოწყალებას ასწავლის (4—11).

    • „მერე, უნდა გაბრაზებულიყავი?!“ (4).

    • აყიროს მაგალითზე ნასწავლი გაკვეთილი (6—10).

4  არ მოეწონა ეს იონას და ძალიან გაბრაზდა.  ლოცვით მიმართა იეჰოვას: „იეჰოვა, ამას არ ვამბობდი, როცა ჯერ კიდევ ჩემს ქვეყანაში ვიყავი?! ამიტომაც გავიქეცი თარშიშში;+ ვიცოდი, რომ თანამგრძნობი, გულმოწყალე და სულგრძელი* ღმერთი ხარ და ურყევია შენი სიყვარული*;+ არ გსურს უბედურების მოხდენა.  ახლა კი, გთხოვ, იეჰოვა, ნუღარ მაცოცხლებ, რადგან სიცოცხლეს სიკვდილი მირჩევნია“.+  იეჰოვამ ჰკითხა: „მერე, უნდა გაბრაზებულიყავი?!“  გამოვიდა იონა ქალაქიდან და ქალაქის აღმოსავლეთით დაჯდა. გაიკეთა საჩრდილობელი და მის ჩრდილქვეშ ჩამოჯდა, რათა დაენახა, რა დაემართებოდა ქალაქს.+  აღმოაცენა იეჰოვა ღმერთმა აყირო* საჩრდილობლად, რომ გადაფარებოდა იონას და შეემსუბუქებინა მისი მდგომარეობა. ძალიან გაუხარდა იონას აყიროს ამოსვლა.  მეორე დღეს, გამთენიისას, ღმერთმა ჭია გაუჩინა აყიროს. გამოჭამა ჭიამ აყირო და ისიც გახმა.  როგორც კი მზემ გამოანათა, ღმერთმა აღმოსავლეთის ცხელი ქარი ამოაგდო. მზემ ისე დააჭირა, რომ იონას ლამის გული წაუვიდა. კვლავაც სიკვდილს ნატრობდა და ამბობდა, სიცოცხლეს სიკვდილი მირჩევნიაო.+  ღმერთმა იონას ჰკითხა: „აყიროს გამო უნდა გაბრაზებულიყავი?!“+ მან მიუგო: „ჰო, თანაც ისე ვარ გაბრაზებული, რომ სიკვდილს ვნატრობ“. 10  იეჰოვამ კი უთხრა: „შენ აყირო დაგენანა, რომელიც არც დაგირგავს, არც გაგიზრდია და რომელიც ერთ ღამეში გაიზარდა და ერთ ღამეშივე გახმა, 11  და მე ნინევე, ამხელა ქალაქი,+ არ უნდა დამნანებოდა, სადაც 120 000-ზე მეტი კაცი ცხოვრობს, რომელთაც ავი და კარგი* ვერ გაურჩევიათ, და სადაც უამრავი ცხოველია?!“+

სქოლიოები

სხვაგვარად — „ადვილად არ რისხდები“.
ებრ. „ხესედ“. იხ. „ურყევი სიყვარული“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).
ან შესაძლოა: „აბუსალათინი“.
სიტყვასიტყვით — „მარჯვენა მარცხენისგან“.