კანონი 1:1—46

  • ხორებიდან წასვლა (1—8).

  • თავკაცებისა და მსაჯულების დანიშვნა (9—18).

  • ურჩობა კადეშ-ბარნეაში (19—46).

    • ისრაელები უარს ამბობენ აღთქმულ ქვეყანაში შესვლაზე (26—33).

    • წარუმატებელი ბრძოლა ქანაანის დასაპყრობად (41—46).

1  ეს სიტყვები უთხრა მოსემ მთელ ისრაელს იორდანის მხარეში, უდაბნოში, სუფის წინ გადაჭიმულ უკაცრიელ ველზე, ფარანს, თოფელს, ლაბანს, ხაცეროთსა და დიზაჰაბს შორის.  ხორების მთიდან კადეშ-ბარნეამდე+ სეირის მთის გავლით 11 დღის სავალია.  მე-40 წლის+ მე-11 თვის პირველ დღეს მოსემ ისრაელებს გადასცა ყველაფერი, რაც იეჰოვას მისთვის ჰქონდა ნაბრძანები.  ეს მას შემდეგ მოხდა, რაც მან ხეშბონში მცხოვრები ამორეველთა მეფე სიხონი+ და აშთაროთში, ედრეიში,+ მცხოვრები ბაშანის მეფე ოგი+ დაამარცხა.  მოსემ ეს კანონი+ ისრაელებს იორდანის მხარეში, მოაბის მიწაზე განუმარტა:  «იეჰოვამ, ჩვენმა ღმერთმა, ხორებში გვითხრა: „უკვე დიდი ხანია, რაც ამ მთიან მხარეში ცხოვრობთ.+  წადით ამორეველთა+ მთიან მხარეში, მის მახლობლად მდებარე არაბაში,+ მთიან მხარეში, შეფელაში, ნეგებში და ზღვის სანაპიროზე+ — ქანაანელთა ქვეყანაში; ადით ლიბანამდე*+ და დიდ მდინარემდე, ევფრატამდე.+  აი, თვალწინ გადაგიშალეთ ეს მიწა. წადით და დაეპატრონეთ მიწას, რომლის მიცემაც იეჰოვამ თქვენს მამა-პაპას, აბრაამს, ისაკს,+ იაკობს+ და მათ შთამომავლებს აღუთქვა“.+  მაშინ გითხარით: „მე მარტო ვერ გაგიძღვებით.+ 10  იეჰოვამ, თქვენმა ღმერთმა, გაგამრავლათ და დღეს ცის ვარსკვლავებივით ურიცხვნი ხართ.+ 11  კიდევ ათასჯერ გაგამრავლოთ+ და გაკურთხოთ იეჰოვამ, თქვენი მამა-პაპის ღმერთმა, როგორც დაგპირდათ.+ 12  მარტომ როგორ ვზიდო თქვენი ტვირთი და როგორ მოვაგვარო თქვენი უთანხმოებანი?!+ 13  ამოირჩიეთ თქვენ-თქვენი ტომებიდან ბრძენი, გონიერი და გამოცდილი კაცები და თავკაცებად დავნიშნავ“.+ 14  ამაზე თქვენ მომიგეთ, კარგი, შენი სიტყვისამებრ იყოსო. 15  მეც დაგინიშნეთ ბრძენი და გამოცდილი კაცები ტომების თავკაცებად — ათასისთავებად, ასისთავებად, ორმოცდაათისთავებად, ათისთავებად — და ტომების მთავრებად.+ 16  თქვენს მსაჯულებს ვუთხარი: „სამართლიანად განსაჯეთ+ თქვენი მოძმეების სადავო საქმეები როგორც ებრაელებს შორის, ისე ებრაელსა და თქვენ გვერდით მცხოვრებ უცხოელს შორის.+ 17  საქმე მიუკერძოებლად განიხილეთ.+ მდაბიოსაც მოუსმინეთ და დიდებულსაც.+ ნურავისი შეგეშინდებათ,+ რადგან ღვთის სახელით ასამართლებთ.+ ის საქმე, რომელიც მეტისმეტად რთული იქნება თქვენთვის, მე წარმიდგინეთ და მე განვიხილავ“.+ 18  მაშინ გითხარით ყველაფერი, რაც უნდა გაგეკეთებინათ. 19  შემდეგ დავიძარით ხორებიდან და გზად ამორეველთა+ მთიანი მხარისკენ დიდი და შიშის მომგვრელი უდაბნო+ გავიარეთ, როგორც იეჰოვამ, ჩვენმა ღმერთმა, გვიბრძანა. ბოლოს კადეშ-ბარნეაში+ ჩავედით. 20  მაშინ გითხარით: „აი, მივადექით ამორეველთა მთიან მხარეს, რომელსაც იეჰოვა, ჩვენი ღმერთი, გვაძლევს. 21  იეჰოვამ, თქვენმა ღმერთმა, ეს მიწა თქვენ მოგცათ. წადით და დაეპატრონეთ მას, როგორც იეჰოვამ, თქვენი მამა-პაპის ღმერთმა, გითხრათ;+ ნუ შეგეშინდებათ, ნუ შეძრწუნდებით“. 22  თქვენ კი მოხვედით და მითხარით, გავგზავნოთ კაცები მიწის დასაზვერად, რომ მოგვიტანონ ამბავი, რა გზით ავიდეთ და გზად რომელი ქალაქები შეგვხვდებაო.+ 23  მეც დაგთანხმდით და ამოვარჩიე თქვენგან 12 კაცი, ტომიდან თითო კაცი.+ 24  ისინიც გაემართნენ მთიანი მხარისკენ,+ მივიდნენ ეშქოლის ხევამდე და იქაურობა დაზვერეს. 25  წამოიღეს იმ მიწის ნაყოფი და მოგვიტანეს; ამბავიც მოგვიტანეს და გვითხრეს, კარგია ის მიწა, რომელსაც იეჰოვა, ჩვენი ღმერთი, გვაძლევსო.+ 26  მაგრამ თქვენ არ ისურვეთ იქ ასვლა და არ დაემორჩილეთ თქვენი ღვთის, იეჰოვას, ბრძანებას.+ 27  დრტვინავდით თქვენს კარვებში და ამბობდით: „მოგვიძულა იეჰოვამ და ამიტომაც გამოგვიყვანა ეგვიპტიდან; უნდა, რომ ამორეველების ხელით გაგვანადგუროს. 28  სად მივდივართ?! ჩვენმა მოძმეებმა მხნეობა დაგვაკარგვინეს,+ როცა გვითხრეს, ის ხალხი ჩვენზე მაღალი და ძლიერიაო, მათი გამაგრებული ქალაქები კი ცამდე აწვდილიაო;+ იქ ანაკიმის+ შთამომავლებიც ვნახეთო“. 29  მე გითხარით: „ნუ შეძრწუნდებით, ნუ შეგეშინდებათ მათი.+ 30  იეჰოვა, თქვენი ღმერთი, წაგიძღვებათ. ის ისევე იბრძოლებს თქვენთვის,+ როგორც ეგვიპტეში იბრძოდა, რასაც საკუთარი თვალით ხედავდით.+ 31  თქვენ იმასაც ხედავდით, რომ იეჰოვა, თქვენი ღმერთი, უდაბნოში ისე გატარებდათ, როგორც მამა შვილს, და ბოლოს აქ მოგიყვანათ“. 32  მაგრამ თქვენ მაინც არ ერწმუნეთ იეჰოვას, თქვენს ღმერთს,+ 33  რომელიც წინ მიგიძღოდათ იმ ადგილის საჩვენებლად, სადაც უნდა დაბანაკებულიყავით; დღისით ღრუბლის სვეტით მიგიძღოდათ, ღამით კი — ცეცხლის სვეტით.+ 34  გაიგონა იეჰოვამ თქვენი სამდურავი, განრისხდა და დაიფიცა:+ 35  „ამ ბოროტი თაობიდან ვერავინ იხილავს მადლიან მიწას, რომლის მიცემაც თქვენს მამა-პაპას აღვუთქვი,+ 36  გარდა ქალებ იეფუნეს ძისა. იმ მიწას ის დაიმკვიდრებს. მას და მის შთამომავლებს მივცემ იმ მიწას, რომელზეც ფეხი დაადგა, რადგან ბოლომდე უერთგულა იეჰოვას+ 37  (თქვენ გამო მეც განმირისხდა იეჰოვა და მითხრა: „ვერც შენ შეხვალ იმ ქვეყანაში.+ 38  იქ იესო ნავეს ძე, შენი მსახური,+ შევა. გაამხნევე* იგი,+ რადგან ის დაამკვიდრებინებს ისრაელს იმ მიწას“).+ 39  იმ მიწაზე თქვენი შვილები დასახლდებიან, რომლებზეც ამბობდით, ტყვედ ჩავარდებიანო.+ იმ მიწას თქვენს ვაჟებს მივცემ, რომელთაც ჯერ ავი და კარგი ვერ გაურჩევიათ; ისინი დაეპატრონებიან მას.+ 40  ახლა კი გაბრუნდით და წითელი ზღვის გზით უდაბნოსკენ გაემართეთ“.+ 41  ამაზე მითხარით: „შევცოდეთ იეჰოვას. წავალთ და ვიბრძოლებთ, როგორც იეჰოვამ, ჩვენმა ღმერთმა, გვიბრძანა!“ თქვენ აღიჭურვეთ საომარი იარაღით, მთაზე ასვლა იოლი საქმე გეგონათ.+ 42  მაგრამ იეჰოვამ მითხრა: „გადაეცი მათ, რომ არ ავიდნენ საბრძოლველად, თორემ დამარცხდებიან მტერთან, რადგან არა ვარ მათ შორის“.+ 43  მეც გადმოგეცით, მაგრამ თქვენ არ მომისმინეთ და არ დაემორჩილეთ იეჰოვას ბრძანებას. გაკადნიერდით და მაინც წახვედით მთისკენ. 44  ჩამოვიდნენ იმ მთაზე მცხოვრები ამორეველები, ფუტკრებივით დაგედევნენ, სეირში მიმოგფანტეს და ხორმამდე გდიეს. 45  შემდეგ მოხვედით, შესტიროდით იეჰოვას, მაგრამ არ გისმინათ იეჰოვამ, ყურიც არ გათხოვათ. 46  ამიტომაც მოგიწიათ კადეშში დიდხანს ყოფნა».

სქოლიოები

სავარაუდოდ, იგულისხმება ლიბანის მთაგრეხილი.
ან შესაძლოა: „ღმერთმა გაამხნევა“.