კანონი 12:1—32

  • ღვთის მიერ ამორჩეულ ადგილზე თაყვანისცემა (1—14).

  • ხორცის ჭამა შეეძლოთ, სისხლისა — არა (15—28).

  • მახედ ნუ გექცევათ სხვა ღმერთები (29—32).

12  „ეს არის წესები და სამართალი, რასაც მთელი სიცოცხლე გულდასმით უნდა იცავდეთ იმ მიწაზე, რომელსაც იეჰოვა, თქვენი მამა-პაპის ღმერთი, დაგამკვიდრებინებთ.  გაანადგურეთ მაღალ მთებზე, გორებზე და ფოთოლხშირი ხეების ქვეშ ყველა ის ადგილი, სადაც თავიანთ ღმერთებს თაყვანს სცემენ ის ხალხები, რომელთაც თქვენ განდევნით.+  დაანგრიეთ მათი სამსხვერპლოები, დალეწეთ მათი სათაყვანო სვეტები+ და ცეცხლში დაწვით მათი სათაყვანო ბოძები, დაამტვრიეთ მათი ღმერთების ქანდაკებები+ და მოსპეთ მათი სახსენებელი.+  ისე არ სცეთ თაყვანი იეჰოვას, თქვენს ღმერთს, როგორც ისინი სცემენ თაყვანს თავიანთ ღმერთებს.+  იმ ადგილზე ეცით თაყვანი თქვენს ღმერთს, იეჰოვას, რომელსაც იგი თქვენი ტომებიდან ამოირჩევს დასამკვიდრებლად და თავისი სახელის განსადიდებლად.+  იქ მიიტანეთ დასაწვავი მსხვერპლი,+ შესაწირავი, მეათედი,+ ძღვენი,+ აღთქმული შესაწირავი, ნებაყოფლობითი შესაწირავი+ და მიიყვანეთ თქვენი ცხვარ-ძროხის პირველმოგებული.+  თქვენ და თქვენმა სახლეულობებმა იქ ჭამეთ თქვენი ღვთის, იეჰოვას წინაშე+ და გაიხარეთ თქვენი ნაშრომით,+ რადგან გაკურთხათ იეჰოვამ, თქვენმა ღმერთმა.  ნუ მოიქცევით ისე, როგორც ახლა ვიქცევით; ვისაც რა მოგწონთ, იმას აკეთებთ,  რადგან ჯერ არ დაგიმკვიდრებიათ ის ადგილი,+ რომელსაც იეჰოვა, თქვენი ღმერთი, გაძლევთ. 10  იორდანეს რომ გადაკვეთთ+ და დასახლდებით იმ მიწაზე, რომელსაც იეჰოვა, თქვენი ღმერთი, გაძლევთ, მოგასვენებთ იგი ირგვლივ მცხოვრები მტრებისგან და უსაფრთხოდ იცხოვრებთ.+ 11  იმ ადგილზე, რომელსაც იეჰოვა თავისი სახელის განსადიდებლად ამოირჩევს,+ მიიტანეთ ყველაფერი, რასაც გიბრძანებთ: დასაწვავი მსხვერპლი, შესაწირავი, მეათედი,+ ძღვენი და იეჰოვასთვის აღთქმული შესაწირავი. 12  იხარეთ იეჰოვას, თქვენი ღვთის წინაშე,+ თქვენ, თქვენმა ვაჟებმა, ასულებმა, მონებმა, მხევლებმა და თქვენს ქალაქებში მცხოვრებმა ლევიანებმა, რადგან არ მიეცათ მათ თქვენთან წილი და სამკვიდრო.+ 13  ფრთხილად იყავით, რომ არ შესწიროთ დასაწვავი მსხვერპლი ყველგან, სადაც მოისურვებთ.+ 14  დასაწვავი მსხვერპლი მხოლოდ იმ ადგილზე შესწირეთ, რომელსაც იეჰოვა თქვენი ტომებიდან ამოირჩევს. იქ შეასრულეთ ყველაფერი, რასაც გიბრძანებთ.+ 15  როცა ხორცი მოგინდებათ, დაკალით საკლავი და თქვენს ქალაქებში ჭამეთ ხორცი,+ რითაც იეჰოვამ, თქვენმა ღმერთმა გაკურთხათ. მისი ჭამა განწმენდილსაც შეუძლია და გაუწმინდურებულსაც; ისე ჭამეთ, როგორც ქურციკსა და ირემს ჭამთ. 16  ოღონდ სისხლი არ ჭამოთ,+ წყალივით დაღვარეთ მიწაზე.+ 17  თქვენს ქალაქებში არ ჭამოთ მარცვლეულის მეათედი, არც ახალი ღვინის მეათედი დალიოთ და არც ზეთის მეათედი მოიხმაროთ, არ ჭამოთ თქვენი ცხვარ-ძროხის პირველმოგებული,+ აღთქმული შესაწირავი, ნებაყოფლობითი შესაწირავი და ძღვენი. 18  ეს ყველაფერი თქვენ, თქვენმა ვაჟებმა, ასულებმა, მონებმა, მხევლებმა და თქვენს ქალაქებში მცხოვრებმა ლევიანებმა იეჰოვას, თქვენი ღვთის წინაშე ჭამეთ იმ ადგილზე, რომელსაც იეჰოვა, თქვენი ღმერთი, ამოირჩევს.+ გაიხარეთ თქვენი ნაშრომით იეჰოვას, თქვენი ღვთის წინაშე. 19  არ დაივიწყოთ ლევიანები,+ რამდენ ხანსაც არ უნდა ცხოვრობდეთ თქვენს მიწაზე. 20  როცა თქვენი ღმერთი იეჰოვა განავრცობს თქვენს სამკვიდროს,+ როგორც დაგპირდათ,+ და ხორცის ჭამას მოისურვებთ და იტყვით, ხორცს შევჭამთო, შეგიძლიათ მაშინ ჭამოთ ხორცი, როცა მოისურვებთ.+ 21  თუ შორს იქნება ის ადგილი, რომელსაც თქვენი ღმერთი იეჰოვა თავისი სახელის განსადიდებლად ამოირჩევს,+ იეჰოვას მოცემული ცხვარ-ძროხიდან შესაწირავი იქ დაკალით, სადაც მოისურვებთ, როგორც გიბრძანეთ, და ჭამეთ თქვენს ქალაქებში. 22  ისე ჭამეთ, როგორც ქურციკსა და ირემს ჭამთ.+ ხორცის ჭამა განწმენდილსაც შეუძლია და გაუწმინდურებულსაც. 23  მტკიცედ გქონდეთ გადაწყვეტილი, რომ სისხლი არ ჭამოთ,+ რადგან სისხლი სიცოცხლეა+ და ის ხორცთან ერთად არ უნდა ჭამოთ; 24  არ ჭამოთ, წყალივით დაღვარეთ მიწაზე.+ 25  თუ არ შეჭამთ, სწორად მოიქცევით იეჰოვას თვალში და ხელი მოგემართებათ თქვენც და თქვენს შვილებსაც. 26  მხოლოდ თქვენი წმინდა და აღთქმული შესაწირავები წაიღეთ და მიდით იმ ადგილზე, რომელსაც იეჰოვა ამოირჩევს. 27  დასაწვავი მსხვერპლი, ხორცი და სისხლი, იეჰოვას, თქვენი ღვთის, სამსხვერპლოზე შესწირეთ;+ თქვენი მსხვერპლის სისხლი იეჰოვას, თქვენი ღვთის, სამსხვერპლოს ძირში დაღვარეთ,+ ხორცი კი ჭამეთ. 28  კარგად და სწორად მოიქცევით იეჰოვას თვალში, თუ დაიცავთ ყველაფერს, რასაც გიბრძანებთ, და მოგემართებათ ხელი თქვენ და თქვენს შვილებს. 29  როცა თქვენი ღმერთი იეჰოვა მოსპობს იმ ხალხებს, რომელთა განსადევნადაც მიდიხართ,+ და დასახლდებით მათ მიწაზე, 30  იფრთხილეთ, რომ მათი განადგურების შემდეგ მახეში არ გაებათ. ნუ გამოიკითხავთ, როგორ სცემდნენ ის ხალხები თავიანთ ღმერთებს თაყვანს, რომ არ თქვათ, ჩვენც იმავეს გავაკეთებთო.+ 31  ისე არ სცეთ თაყვანი იეჰოვას, თქვენს ღმერთს, როგორც ისინი სცემენ თაყვანს თავიანთ ღმერთებს, ვინაიდან ისინი თავიანთი ღმერთების წინაშე იეჰოვასთვის საძულველ საქმეებს სჩადიან; საკუთარ ვაჟებსა და ასულებსაც კი წვავენ ცეცხლში თავიანთი ღმერთებისთვის შესაწირავად.+ 32  გულდასმით შეასრულეთ ყველაფერი, რასაც გიბრძანებთ;+ არც არაფერი დაუმატოთ და არც არაფერი მოაკლოთ“.+

სქოლიოები