კანონი 13:1—18

  • როგორ უნდა მოჰქცეოდნენ განდგომილებს (1—18).

13  «თუ თქვენ შორის გამოჩნდება წინასწარმეტყველი ან ის, ვინც სიზმრებით წინასწარმეტყველებს, და გაუწყებთ ნიშნის ან სასწაულის შესახებ,  და მისი ნათქვამი შესრულდება, და გეტყვით, თაყვანი ვცეთ ღმერთებს, რომლებსაც არ იცნობთ, და ვემსახუროთო,  არ დაუჯეროთ არც წინასწარმეტყველს და არც სიზმრის ამხსნელს,+ ვინაიდან გცდით თქვენი ღმერთი იეჰოვა,+ რათა გაიგოს, გიყვართ თუ არა იეჰოვა, თქვენი ღმერთი, მთელი სულითა და გულით.+  იეჰოვას, თქვენს ღმერთს, ეცით თაყვანი, მისი გეშინოდეთ და მისი მცნებები დაიცავით, მას დაემორჩილეთ, მას ემსახურეთ და მას უერთგულეთ.+  ის წინასწარმეტყველი ან სიზმრის ამხსნელი უნდა მოკვდეს,+ რადგან მოგიწოდებდათ, არ დამორჩილებოდით იეჰოვას, თქვენს ღმერთს, რომელმაც გამოგიყვანათ ეგვიპტიდან, სადაც მონები იყავით, და გამოგისყიდათ. ის ცდილობდა, გადაეყვანეთ იმ გზიდან, რომელზე სიარულიც იეჰოვამ, თქვენმა ღმერთმა, გიბრძანათ. ამოძირკვეთ ბოროტება.+  თუ შენი ძმა, დედაშენის ვაჟი, ან შენი ვაჟი, ასული ან შენი საყვარელი ცოლი, ან ახლო მეგობარი ფარულად ეცდება შენს შეცდენას და გეტყვის, ვემსახუროთო სხვა ღმერთებს,+ რომლებსაც არც შენ იცნობ და არც შენი მამა-პაპა იცნობდა,  იმ ხალხთა ღმერთებს, რომლებიც თქვენ გარშემო ცხოვრობენ, გინდ ახლოს იყვნენ, გინდ შორს, გინდ მიწის ერთ ბოლოში, გინდ მეორეში,  არ აჰყვე მას და არ მოუსმინო,+ არ შეიცოდო, არ შეიბრალო და ხელი არ დააფარო;  უნდა მოკლა.+ პირველმა შენ უნდა აღმართო ხელი მის მოსაკლავად და მერე დანარჩენმა ხალხმა.+ 10  ჩაქოლე,+ რადგან შეეცადა შენს ჩამოშორებას შენი ღვთისგან, იეჰოვასგან, რომელმაც გამოგიყვანა ეგვიპტიდან, სადაც მონა იყავი. 11  გაიგებს მთელი ისრაელი, შეეშინდებათ და აღარ ჩაიდენენ ასეთ უკეთურობას.+ 12  თუ გაიგებთ, რომ რომელიმე ქალაქში, სადაც იეჰოვა, თქვენი ღმერთი, დაგასახლებთ, იტყვიან: 13  „გამოჩნდნენ უვარგისი კაცები, რომლებიც ცდილობენ, გზიდან გადაიყვანონ თავიანთი ქალაქის მცხოვრებლები, და ეუბნებიან, წავიდეთ, ვემსახუროთ სხვა ღმერთებსო, ღმერთებს, რომლებსაც თქვენ არ იცნობთ“, 14  გამოიძიეთ, საგულდაგულოდ გამოიკვლიეთ და გამოიკითხეთ;+ თუ აღმოჩნდება, რომ მართლა მოხდა ეს სისაძაგლე თქვენ შორის, 15  მახვილით დახოცეთ იმ ქალაქის მკვიდრნი;+ მიწასთან გაასწორეთ ქალაქი, და ყველაფერი, რაც იქ არის, პირუტყვიც კი, მახვილით გაანადგურეთ.+ 16  მთელი ნადავლი შუა მოედანზე შეაგროვეთ. გადაწვით ქალაქი და დამწვარი ნადავლი იეჰოვასთვის, თქვენი ღვთისთვის, მთლიანად დასაწვავი მსხვერპლივით იქნება. ქვების გროვად იქცეს ის ქალაქი და აღარასოდეს აშენდეს. 17  გასანადგურებელი არაფერი წამოიღოთ,+ რათა დაცხრეს იეჰოვას რისხვა და წყალობა გიყოთ, შეგიბრალოთ და გაგამრავლოთ, როგორც თქვენს მამა-პაპას ფიცით აღუთქვა.+ 18  დაემორჩილეთ იეჰოვას, თქვენს ღმერთს, და დაიცავით მისი მცნებები, რომლებსაც დღეს გიბრძანებთ, რათა გააკეთოთ ის, რაც სწორია იეჰოვას, თქვენი ღვთის, თვალში».+

სქოლიოები