კანონი 22:1—30

  • როგორ უნდა მოჰქცეოდნენ მოძმის პირუტყვს (1—4).

  • ქალს და კაცს ერთმანეთის სამოსი არ უნდა ჩაეცვათ (5).

  • როგორ უნდა მოპყრობოდნენ ფრინველებს (6, 7).

  • ბანისთვის ზღუდის შემოვლების აუცილებლობა (8).

  • სხვადასხვა რამის შერევის აკრძალვა (9—11).

  • ტანსაცმლის ფოჩები (12).

  • კანონები, რომლითაც მრუშობის ჩადენის შემთხვევაში ხელმძღვანელობდნენ (13—30).

22  «თუ შენი მოძმის გზააბნეულ ხარს ან ცხვარს დაინახავ, გვერდს ნუ აუვლი,+ შენს მოძმეს მიუყვანე.  თუ შენი მოძმე შორს ცხოვრობს ან არ იცნობ მას, პირუტყვი სახლში წაიყვანე და შენთან გყავდეს, და როცა მოძმე მოგაკითხავს, დაუბრუნე.+  ასევე მოიქეცი, თუ იპოვი შენი მოძმის ვირს, მოსასხამს ან ნებისმიერ რამეს, რაც მას დაეკარგება; გვერდს ნუ აუვლი.  თუ შენი მოძმის წაქცეულ ხარს ან ვირს დაინახავ, გვერდი არ აუარო, მიეშველე შენს მოძმეს პირუტყვის წამოყენებაში.+  ქალმა არ ჩაიცვას კაცის ტანსაცმელი და კაცმა ქალის ტანსაცმელი, რადგან ვინც ასე იქცევა, სძულს იეჰოვას, შენს ღმერთს.  თუ გზად ჩიტის ბუდეს დაინახავ ხეზე ან მიწაზე, რომელშიც დედა თავის ბარტყებს ან კვერცხებს აზის, არ წაიყვანო დედა ბარტყებიანად.+  ბარტყები შეგიძლია წაიყვანო, მაგრამ დედა გაუშვი, რათა ხელი მოგემართოს და დღეგრძელი იყო.  როცა სახლს აიშენებ, ბანს ზღუდე შემოავლე,+ რომ არავინ გადმოვარდეს და შენს ოჯახს სისხლი არ მოეკითხოს.  არ დათესო შენს ვენახში არანაირი თესლი,+ თორემ მთელი მოსავალი, თესლიდან მიღებული მოსავალიცა და ვენახიდან მიღებული მოსავალიც, წმინდა ადგილს გადაეცემა. 10  ერთ უღელში ნუ შეაბამ ხარსა და ვირს და ისე ნუ მოხნავ.+ 11  არ ჩაიცვა სხვადასხვა ძაფისგან, მატყლისა და სელის ძაფისგან, ნაქსოვი ტანსაცმელი.+ 12  შენს მოსასხამს ოთხივე კუთხეში ფოჩები გაუკეთე.+ 13  თუ კაცი ცოლს მოიყვანს, დაწვება მასთან და მერე შეიძულებს, 14  სამარცხვინო საქციელის ჩადენაში დასდებს ბრალს, სახელს გაუტეხს და იტყვის, ეს ქალი ცოლად მოვიყვანე, დავწექი მასთან და ქალწული არ ყოფილაო, 15  წარუდგინოს ქალის დედ-მამამ ქალაქის უხუცესებს კარიბჭესთან ქალის ქალწულობის მტკიცებულება 16  და ქალის მამამ უხუცესებს უთხრას: „ჩემი ასული ამ კაცს ცოლად მივათხოვე, მან კი შეიძულა 17  და სამარცხვინო საქციელის ჩადენაში სდებს ბრალს; მეუბნება, შენი ასული ქალწული არ ყოფილაო. აი ჩემი ასულის ქალწულობის მტკიცებულება“. შემდეგ გაშალონ სამოსელი ქალაქის უხუცესების თვალწინ. 18  წაიყვანონ უხუცესებმა+ ის კაცი და დასაჯონ.+ 19  დააკისრონ მას 100 შეკელი* ვერცხლის გადახდა ქალის მამისთვის, რადგან სახელი გაუტეხა ისრაელის ქალწულს;+ ის კვლავაც მისი ცოლი იქნება; ის კაცი ვერასოდეს გაეყრება მას. 20  მაგრამ, თუ ბრალდება დადასტურდება და ქალი ქალწული არ აღმოჩნდება, 21  მიიყვანონ მამამისის სახლის შესასვლელთან და იქ ჩაქოლონ იმ ქალაქის კაცებმა, ვინაიდან იმეძავა+ მამამისის სახლში და სამარცხვინო საქციელი ჩაიდინა ისრაელში.+ ამოძირკვეთ ბოროტება.+ 22  თუ კაცს სხვის ცოლთან წაასწრებენ, ორივენი უნდა მოკვდნენ, კაციც, რომელიც ქალთან იწვა, და ქალიც.+ ამოძირკვეთ ბოროტება ისრაელში. 23  თუ კაცი სხვაზე დანიშნულ ქალწულს შეხვდება ქალაქში და დაწვება მასთან, 24  გაიყვანეთ ორივენი იმ ქალაქის კარიბჭესთან და იქ ჩაქოლეთ; ქალი იმიტომ უნდა მოკვდეს, რომ არ იყვირა ქალაქში, კაცი კი იმიტომ, რომ თავისი მოძმის ცოლი შეურაცხყო.+ ამოძირკვეთ ბოროტება. 25  მაგრამ, თუ კაცი სხვაზე დანიშნულ ქალს შეხვდება მინდორში და გააუპატიურებს, კაცი, რომელმაც ქალი გააუპატიურა, უნდა მოკვდეს; 26  ქალს არაფერი დაუშავოთ; მას სასიკვდილო ცოდვა არ ჩაუდენია. ეს იგივეა, კაცი რომ თავს დაესხას მოძმეს და მოკლას.+ 27  ის კაცი ქალს მინდორში შეხვდა; დანიშნული ქალი კი ყვიროდა, მაგრამ მშველელი არავინ იყო. 28  თუ კაცი შეხვდება ქალწულს, რომელიც დანიშნული არ იქნება, გააუპატიურებს და ეს გამჟღავნდება,+ 29  კაცმა, რომელიც ქალთან დაწვა, ქალის მამას 50 შეკელი ვერცხლი მისცეს და ის ქალი მისი ცოლი გახდეს,+ რადგან დაამცირა იგი. ის კაცი ვერასოდეს გაეყრება მას. 30  არავინ მოიყვანოს მამამისის ცოლი, რათა არ შეურაცხყოს მამამისი».+

სქოლიოები

შეკელი უდრიდა 11,4 გრ-ს. იხ. დანართი ბ14.