კანონი 26:1—19

  • პირველმოწეულის შეწირვა (1—11).

  • მეორე მეათედი (12—15).

  • ისრაელი — იეჰოვას გამორჩეული საკუთრება (16—19).

26  «როცა შეხვალ იმ მიწაზე, რომელსაც იეჰოვა, შენი ღმერთი, დაგამკვიდრებინებს და იქ დასახლდები,  აიღე ნაწილი პირველმოწეული ნაყოფისა, რომელსაც იეჰოვას, შენი ღვთის მიერ მოცემულ მიწაზე მოიწევ, ჩადე კალათაში და მიიტანე იმ ადგილას, რომელსაც იეჰოვა, შენი ღმერთი, თავისი სახელის განსადიდებლად ამოირჩევს.+  მიდი მღვდელთან, რომელიც იმ დროს იქნება, და უთხარი: „დღეს ვუცხადებ იეჰოვას, შენს ღმერთს, რომ დავიმკვიდრე მიწა, რომელიც იეჰოვამ ჩვენს მამა-პაპას ფიცით აღუთქვა“.+  გამოგართმევს მღვდელი კალათას და იეჰოვას, შენი ღვთის, სამსხვერპლოს წინ დადებს,  შენ კი თქვი იეჰოვას, შენი ღვთის წინაშე: „ჩემი წინაპარი მომთაბარე* არამელი+ იყო; ეგვიპტეში მცირერიცხოვან სახლეულობასთან ერთად ჩავიდა+ და იქაურობას შეეხიზნა, მაგრამ დიდ, ძლიერ და მრავალრიცხოვან ერად იქცა.+  ცუდად გვექცეოდნენ ეგვიპტელები, გვჩაგრავდნენ და მონურად გვამუშავებდნენ.+  შევღაღადეთ იეჰოვას, ჩვენი მამა-პაპის ღმერთს, და იეჰოვამაც მოგვისმინა; დაინახა ჩვენი გასაჭირი, ჩაგვრა და ტანჯვა.+  ბოლოს გამოგვიყვანა იეჰოვამ ეგვიპტიდან ძლიერი ხელითა და გაწვდილი მკლავით,+ შიშის მომგვრელი საქმეებითა და სასწაულებით.+  მოგვიყვანა ამ ადგილას და მოგვცა ეს მიწა, სადაც რძე და თაფლი მოედინება.+ 10  აი, მოვიტანე იმ მიწის პირველმოწეული ნაყოფი, რომელიც იეჰოვამ მომცა“.+ დადე ის იეჰოვას, შენი ღვთის წინაშე და თაყვანი ეცი იეჰოვას, შენს ღმერთს. 11  გაიხარე იმ ყოველივე კარგით, რაც იეჰოვამ, შენმა ღმერთმა, მოგცათ შენ და შენს სახლეულობას, შენ, ლევიანებსა და თქვენ შორის მცხოვრებ უცხოელებს.+ 12  მესამე წელს, მეათედის გადახდის წელს,+ შენი მოსავლიდან მეათედს რომ გადადებ, მიეცი ის ლევიანებს, თქვენ შორის მცხოვრებ უცხოელებსა და ქვრივ-ობლებს, რომ დაპურდნენ თქვენ-თქვენს ქალაქებში.+ 13  შემდეგ იეჰოვას, შენი ღვთის წინაშე თქვი: „აი, მოვიტანე სახლიდან წმინდა წილი და მივეცი ლევიანებს, ჩვენ შორის მცხოვრებ უცხოელებსა და ქვრივ-ობლებს+ შენი ბრძანებისამებრ. არ დამირღვევია და არ დამვიწყებია შენი მცნებები. 14  გლოვისას იქიდან არაფერი მიჭამია, არც გაუწმინდურებულს დამიკარებია მისთვის ხელი და არც მკვდრისთვის გამომიყენებია. დავემორჩილე იეჰოვას, ჩემს ღმერთს. ყველაფერი ისე გავაკეთე, როგორც შენ გქონდა ნაბრძანები. 15  ახლა გადმოიხედე შენი წმინდა სამყოფლიდან, ზეციდან, და აკურთხე შენი ხალხი, ისრაელი, და მიწა, რომელიც მოგვეცი,+ როგორც ჩვენს მამა-პაპას დაუფიცე,+ მიწა, სადაც რძე და თაფლი მოედინება“.+ 16  გიბრძანებს დღეს იეჰოვა, შენი ღმერთი, რომ დაიცვა და შეასრულო ეს წესები და სამართალი მთელი სულითა და გულით.+ 17  დღეს იეჰოვამ გაგიცხადათ, რომ, თუ ივლით მისი გზით, დაიცავთ მის წესებს,+ მცნებებსა+ და სამართალს+ და მას დაუჯერებთ, თქვენი ღმერთი იქნება იგი. 18  თქვენ კი განუცხადეთ იეჰოვას, რომ გახდებით მისი ხალხი, გამორჩეული საკუთრება,+ როგორც დაგპირდათ კიდეც, და დაიცავთ მის მცნებებს; 19  თავის შექმნილ ყველა ხალხზე მაღლა დაგაყენებთ,+ განგადიდებთ და სახელს გაგითქვამთ, რადგან წმინდა ხალხი იქნებით იეჰოვას, თქვენი ღვთის წინაშე,+ როგორც დაგპირდათ».

სქოლიოები

ან შესაძლოა: „მომაკვდავი“.