კანონი 27:1—26

  • მითითება ლოდებზე კანონის დაწერის შესახებ (1—10).

  • ებალის მთა და გერიზიმის მთა (11—14).

  • წყევლის გამეორება (15—26).

27  შემდეგ მოსემ და ისრაელის უხუცესებმა ხალხს უბრძანეს: „დაიცავით ყველა მცნება, რომლებსაც დღეს გაძლევთ.  რა დღესაც იორდანეს გადაკვეთთ, რომ შეხვიდეთ იმ მიწაზე, რომელსაც იეჰოვა, თქვენი ღმერთი, გაძლევთ, ლოდები აღმართეთ და კირით შელესეთ.+  ზედ კანონის ყველა სიტყვა დააწერეთ, როცა მდინარეს გადაკვეთთ, რათა შეხვიდეთ მიწაზე, რომელსაც იეჰოვა, თქვენი ღმერთი გაძლევთ, მიწაზე, სადაც რძე და თაფლი მოედინება, როგორც იეჰოვა, თქვენი მამა-პაპის ღმერთი, დაგპირდათ.+  როცა გადაკვეთთ იორდანეს, აღმართეთ ეს ლოდები ებალის მთაზე+ და კირით შელესეთ, როგორც დღეს გიბრძანეთ.  იქ სამსხვერპლოც აუგეთ იეჰოვას, თქვენს ღმერთს, ქვის სამსხვერპლო; მის დასამზადებლად რკინის იარაღი არ გამოიყენოთ.+  იეჰოვას, თქვენი ღვთის, სამსხვერპლო, მთლიანი ქვებით ააგეთ და შესწირეთ ზედ დასაწვავი მსხვერპლი იეჰოვას, თქვენს ღმერთს.  შესწირეთ სამშვიდობო მსხვერპლი,+ იქვე ჭამეთ+ და იხარეთ იეჰოვას, თქვენი ღვთის წინაშე.+  გარკვევით დაწერეთ ლოდებზე ამ კანონის ყველა სიტყვა“.+  მოსემ და ლევიანმა მღვდლებმა მთელ ისრაელს მიმართეს: „დადუმდი და მოისმინე, ისრაელო! დღეს გახდით იეჰოვას, თქვენი ღვთის, ხალხი.+ 10  მოუსმინეთ იეჰოვას, თქვენს ღმერთს, და შეასრულეთ მისი მცნებები+ და წესები, რომლებსაც დღეს გიბრძანებთ“. 11  იმ დღეს მოსემ ხალხს უბრძანა: 12  «როცა იორდანეს გადაკვეთთ, გერიზიმის მთაზე+ კურთხევის წარმოსათქმელად დადგნენ: სიმონი, ლევი, იუდა, ისაქარი, იოსები და ბენიამინი; 13  ებალის მთაზე+ კი წყევლის წარმოსათქმელად დადგნენ: რეუბენი, გადი, აშერი, ზებულონი, დანი და ნაფთალი. 14  ლევიანებმა ისრაელებს ხმამაღლა მიმართონ:+ 15  „წყეული იყოს ის, ვინც გამოთლის ან ჩამოასხამს ქანდაკებას+ და ფარულად იქონიებს მას. ხელოსნის ამგვარი ნაკეთობა+ სისაძაგლეა იეჰოვასთვის;+ (მთელმა ხალხმა მიუგოს: „ამინ!“). 16  წყეული იყოს, ვინც დედ-მამას მოიძულებს+ (მთელმა ხალხმა მიუგოს: „ამინ!“). 17  წყეული იყოს, ვინც თავის მოძმეს მიჯნას გადაუწევს+ (მთელმა ხალხმა მიუგოს: „ამინ!“). 18  წყეული იყოს, ვინც უსინათლოს გზას აუბნევს+ (მთელმა ხალხმა მიუგოს: „ამინ!“). 19  წყეული იყოს, ვინც თქვენ შორის მცხოვრებ უცხოელებსა და ქვრივ-ობლებს+ სამართალს გაუმრუდებს+ (მთელმა ხალხმა მიუგოს: „ამინ!“). 20  წყეული იყოს, ვინც მამამისის ცოლთან დაწვება და მამამისს შეურაცხყოფს+ (მთელმა ხალხმა მიუგოს: „ამინ!“). 21  წყეული იყოს, ვინც ცხოველთან დაწვება+ (მთელმა ხალხმა მიუგოს: „ამინ!“). 22  წყეული იყოს, ვინც თავის დასთან, მამამისის ან დედამისის ასულთან დაწვება+ (მთელმა ხალხმა მიუგოს: „ამინ!“). 23  წყეული იყოს, ვინც სიდედრთან დაწვება+ (მთელმა ხალხმა მიუგოს: „ამინ!“). 24  წყეული იყოს, ვინც თავის მოძმეს ჩაუსაფრდება და მოკლავს+ (მთელმა ხალხმა მიუგოს: „ამინ!“). 25  წყეული იყოს, ვინც ფულს აიღებს უდანაშაულო კაცის მოსაკლავად+ (მთელმა ხალხმა მიუგოს: „ამინ!“). 26  წყეული იყოს, ვინც არ დაიცავს და არ შეასრულებს ამ კანონის სიტყვებს+ (მთელმა ხალხმა მიუგოს: „ამინ!“)“».

სქოლიოები