კანონი 3:1—29

  • ბაშანის მეფე ოგზე გამარჯვება (1—7).

  • მიწის დანაწილება იორდანის აღმოსავლეთით (8—20).

  • მოსე იესო ნავეს ძეს სიმამაცისკენ მოუწოდებს (21, 22).

  • მოსეს აღთქმულ ქვეყანაში შესვლის უფლება არ ეძლევა (23—29).

3  «შემდეგ ბაშანის გზით წავედით. გამოემართა ბაშანის მეფე ოგი თავის ხალხთან ერთად, რომ შეგვბრძოლებოდა ედრეისთან.+  იეჰოვამ მითხრა: „არ შეშინდე; ხელში ჩაგიგდებ მას, მის ხალხს და მის ქვეყანას; მასაც ის დამართე, რაც ხეშბონში მცხოვრებ ამორეველთა მეფე სიხონს“.  იეჰოვამ, ჩვენმა ღმერთმა, ხელში ჩაგვიგდო ბაშანის მეფე ოგიც და მისი ხალხიც; მანამ ვებრძოდით, სანამ ყველა არ ამოვწყვიტეთ.  დავიპყარით ყველა მისი ქალაქი. 60 ქალაქიდან ყველა ავიღეთ არგობის მთელ მხარეში, ოგის სამეფოში, ბაშანში.+  მათ შორის იყო როგორც დიდგალავნიანი, კარიბჭეებიანი და ურდულებიანი ქალაქები, ისე უამრავი უგალავნო ქალაქი.  ისინიც ისევე გავანადგურეთ,+ როგორც სიხონი, ხეშბონის მეფე; მიწასთან გავასწორეთ ყველა ქალაქი და ამოვწყვიტეთ კაცებიც, ქალებიცა და ბავშვებიც.+  წამოვასხით პირუტყვი და წამოვიღეთ ნადავლი.  ორივე ამორეველ მეფეს+ წავართვით მიწა იორდანის მხარეში, არნონის ხევიდან ხერმონის მთამდე+  (ამ მთას სიდონელები სირიონს ეძახდნენ, ამორეველები კი — სენირს). 10  ავიღეთ ზეგანზე მდებარე ყველა ქალაქი, მთელი გალაადი და ბაშანი; სალქაც ავიღეთ და ედრეიც,+ ოგის სამეფოს ქალაქები ბაშანში. 11  ოგი რეფაიმების შთამომავალთაგან ბაშანის უკანასკნელი მეფე იყო (მისი ცხედრის დასასვენებელი სარეცელი რკინისაა*; ის სიგრძით 9 წყრთაა* და სიგანით — 4 წყრთა, დადგენილი საზომით, და დღემდე ამონელთა რაბაშია). 12  მაშინ დავიპყარით მიწა აროერიდან+ მოყოლებული, რომელიც არნონის ხევთანაა, გალაადის მთიანი მხარის ნახევრის ჩათვლით, და ის თავისი ქალაქებით რეუბენელებსა და გადელებს+ მივეცი. 13  გალაადის დარჩენილი ნაწილი და მთელი ის ბაშანი, რომელზეც ოგი მეფობდა, მენაშეს+ ტომის ნახევარს მივეცი. ბაშანში არგობის მხარეს რეფაიმის მიწა ერქვა. 14  მენაშეს ვაჟმა, იაირმა,+ არგობის მხარე+ მთლიანად დაიკავა გეშურელთა და მააქათელთა+ საზღვრამდე; ბაშანის სოფლებს თავისი სახელი ხავოთ-იაირი*+ უწოდა და დღემდე ასე ჰქვია. 15  მაქირს გალაადი მივეცი.+ 16  რეუბენელებსა და გადელებს+ მიწა გალაადიდან არნონის ხევამდე მივეცი. ეს მიწა, რომლის საზღვარიც ხევის შუაწელზე გადიოდა, ვრცელდებოდა იაბოკის ხევამდე, ამონელთა საზღვრამდე. 17  მივეცი არაბაც და იორდანეც. მათი საზღვარი იყო ქინერეთიდან არაბის ზღვამდე, მარილოვან ზღვამდე*, ფისგის ფერდობებამდე, აღმოსავლეთით.+ 18  მაშინ გიბრძანეთ: „იეჰოვა, თქვენი ღმერთი, გაძლევთ ამ მიწას დასამკვიდრებლად. ყველა მამაცი კაცი აღიჭურვეთ და გაუძეხით თქვენს ძმებს, ისრაელებს.+ 19  თქვენი ცოლ-შვილი და ცხვარ-ძროხა (ვიცი, რომ უამრავი ცხვარ-ძროხა გყავთ) იმ ქალაქებში დარჩებიან, რომლებიც მოგეცით, 20  ვიდრე თქვენს ძმებსაც არ დაასვენებს იეჰოვა, როგორც თქვენ დაგასვენათ, და არ დაამკვიდრებინებს მიწას, რომელსაც იეჰოვა, თქვენი ღმერთი, მათ იორდანის გაღმა აძლევს. ამის შემდეგ დაბრუნდებით თითოეული თქვენს სამკვიდროში, რომელიც მოგეცით“.+ 21  მაშინ იესო+ ნავეს ძესაც ვუბრძანე: „შენი თვალით ნახე, რა დამართა იეჰოვამ, თქვენმა ღმერთმა, იმ ორ მეფეს. იეჰოვა იმავეს დამართებს ყველა სამეფოს, რომელსაც გაივლით.+ 22  ნუ შეგეშინდებათ მათი; იეჰოვა, თქვენი ღმერთი, იბრძოლებს თქვენთვის“.+ 23  მაშინ შევევედრე იეჰოვას: 24  „უზენაესო უფალო, იეჰოვა, შენ უჩვენე შენს მსახურს შენი სიდიადე და ძლიერი მკლავი.+ განა არსებობს ცაში ან დედამიწაზე ღმერთი, ასეთ ძლევამოსილ საქმეებს რომ იქმოდეს?!+ 25  გთხოვ, გადამიყვანე იორდანის გაღმა და მაჩვენე ის მადლიანი მიწა, მადლიანი მთიანი მხარე და ლიბანი“.+ 26  მაგრამ იეჰოვა კვლავაც განრისხებული იყო ჩემზე თქვენ გამო+ და არ მომისმინა. იეჰოვამ მითხრა: „კმარა, ამაზე აღარ დამელაპარაკო! 27  ადი ფისგის+ წვერზე და თვალი მოავლე დასავლეთს, ჩრდილოეთს, სამხრეთსა და აღმოსავლეთს; გადახედე იმ მიწას, რადგან ვერ გადახვალ იორდანის გაღმა.+ 28  დანიშნე იესო+ ნავეს ძე, გაამხნევე და განამტკიცე, რადგან ის წაუძღვება+ ამ ხალხს და ის დაამკვიდრებინებს იმ მიწას, რომელსაც გადახედავ“. 29  მთელი ამ ხნის განმავლობაში ბეთ-ფეორის+ წინ ველზე ვიყავით დაბანაკებულნი».

სქოლიოები

ან შესაძლოა: „შავი ბაზალტისაა“.
წყრთა უდრიდა 44,5 სმ-ს. იხ. დანართი ბ14.
ნიშნავს „იაირის კარვების სოფლებს“.
იგივე მკვდარი ზღვა.