კანონი 30:1—20

  • იეჰოვასთან დაბრუნება (1—10).

  • იეჰოვას მცნებების დაცვა რთული არაა (11—14).

  • არჩევანის გაკეთება სიცოცხლესა და სიკვდილს შორის (15—20).

30  „როცა აგიხდებათ ყველაფერი, რაც კურთხევასა და წყევლაზე+ გაუწყეთ, და იმ ხალხებს შორის იცხოვრებთ, სადაც იეჰოვა, თქვენი ღმერთი, გაგფანტავთ,+ გაგახსენდებათ ჩემი ნათქვამი,+  დაუბრუნდებით იეჰოვას, თქვენს ღმერთს,+ თქვენ და თქვენი ვაჟები და მთელი სულითა და გულით დაემორჩილებით მას, გააკეთებთ იმ ყველაფერს, რასაც დღეს გიბრძანებთ,+  მაშინ დაგაბრუნებთ იეჰოვა, თქვენი ღმერთი, ტყვეობიდან,+ შეგიწყალებთ+ და გამოგიყვანთ იმ ხალხებიდან, სადაც იეჰოვა, თქვენი ღმერთი, გაგფანტავთ, და კვლავ შეგკრებთ.+  დედამიწის კიდემდეც რომ იყოთ გაფანტულნი, იქიდანაც წამოგიყვანთ იეჰოვა, თქვენი ღმერთი, და შეგკრებთ.+  მიგიყვანთ იეჰოვა, თქვენი ღმერთი, იმ მიწაზე, რომელზეც თქვენი მამა-პაპა მკვიდრობდა, და დაეპატრონებით მას; სიკეთეს არ მოგაკლებთ და თქვენს მამა-პაპაზე მრავალრიცხოვანს გაგხდით.+  გულებს გაგისპეტაკებთ* იეჰოვა, თქვენი ღმერთი, თქვენ და თქვენს შთამომავლებს,+ რათა მთელი სულითა და გულით გიყვარდეთ იეჰოვა, თქვენი ღმერთი, და იცოცხლოთ.+  დაატეხს ყველა ამ წყევლას იეჰოვა, თქვენი ღმერთი, თქვენს მტერს, რომელიც მოგიძულებთ და გაგდევნით.+  დაუბრუნდებით იეჰოვას, დაემორჩილებით მას და დაიცავთ ყველა იმ მცნებას, რომლებსაც დღეს გიბრძანებთ.  უხვად გაკურთხებთ იეჰოვა, თქვენი ღმერთი, ნებისმიერ საქმეში,+ გაგიმრავლდებათ შვილები და პირუტყვი და ბარაქიანად მოიწევთ მოსავალს; იეჰოვა ისევე გაიხარებს თქვენთვის სიკეთის კეთებით, როგორც მაშინ, როცა თქვენს მამა-პაპას უკეთებდა სიკეთეს.+ 10  თქვენც დაემორჩილებით იეჰოვას, თქვენს ღმერთს და დაიცავთ ამ კანონის წიგნში ჩაწერილ მცნებებსა და წესებს და მთელი სულითა და გულით დაუბრუნდებით იეჰოვას, თქვენს ღმერთს.+ 11  მცნება, რომელსაც დღეს გიბრძანებთ, არც ძნელი დასაცავია და არც მიუწვდომელი;+ 12  არც ცაშია, რომ თქვათ, ვინ ავა ცაში და ვინ ჩამოგვიტანს, რომ მოვისმინოთ და დავიცვათო.+ 13  არც ზღვის გადაღმაა, რომ თქვათ: ვინ გადაკვეთს ზღვას და ვინ გადმოგვიტანს იქიდან, რომ მოვისმინოთ და დავიცვათო? 14  ძალიან ახლოსაა თქვენთან ამ კანონის სიტყვა, თქვენს ბაგეზე და თქვენს გულშია,+ რათა დაიცვათ ის.+ 15  აირჩიეთ, რა გინდათ, სიცოცხლე და სიკეთე თუ სიკვდილი და ბოროტება.+ 16  თუ დაიცავთ იეჰოვას, თქვენი ღვთის, მცნებებს, რომლებსაც დღეს გიბრძანებთ, გეყვარებათ იეჰოვა, თქვენი ღმერთი,+ ივლით მისი გზებით, დაიცავთ მის მცნებებს, წესებსა და სამართალს, მაშინ იცოცხლებთ,+ გამრავლდებით და გაკურთხებთ იეჰოვა, თქვენი ღმერთი, იმ მიწაზე, რომელსაც დაიმკვიდრებთ!+ 17  მაგრამ, თუ ჩამოშორდებით,+ არ დაემორჩილებით, ცდუნდებით და სხვა ღმერთების თაყვანისცემასა და მსახურებას დაიწყებთ,+ 18  იცოდეთ, რომ მოისპობით.+ ვერ იქნებით დღეგრძელნი იმ მიწაზე, რომელსაც იორდანის გაღმა დაიმკვიდრებთ. 19  ცასა და დედამიწას გიმოწმებთ დღეს: აირჩიეთ სიცოცხლე ან სიკვდილი, კურთხევა ან წყევლა.+ თქვენ და თქვენმა შთამომავლებმა რომ იცოცხლოთ,+ აირჩიეთ სიცოცხლე+ 20  და გიყვარდეთ იეჰოვა, თქვენი ღმერთი,+ დაემორჩილეთ მას და არასოდეს ჩამოშორდეთ,+ რადგან მან მოგცათ სიცოცხლე და მისით იცოცხლებთ დიდხანს იმ მიწაზე, რომლის მიცემაც იეჰოვამ თქვენს მამა-პაპას, აბრაამს, ისაკსა და იაკობს ფიცით აღუთქვა“.+

სქოლიოები

სიტყვასიტყვით — „წინადაგიცვეთთ“.