კანონი 8:1—20

  • იეჰოვა ისრაელს ახსენებს, თუ რით აკურთხა (1—9).

    • „კაცი მხოლოდ პურით არ ცოცხლობს“ (3).

  • „არ დაივიწყოთ იეჰოვა“ (10—20).

8  „გულდასმით დაიცავით ყველა ის მცნება, რომელსაც დღეს გაძლევთ, რათა იცოცხლოთ,+ გამრავლდეთ და დაიმკვიდროთ ის მიწა, რომლის მიცემაც იეჰოვამ თქვენს მამა-პაპას ფიცით აღუთქვა.+  გახსოვდეთ ის გრძელი გზა, რომელზეც იეჰოვამ, თქვენმა ღმერთმა, 40 წელი გატარათ უდაბნოში,+ რათა თქვენთვის თავმდაბლობა ესწავლებინა, გამოეცადეთ+ და გაეგო, რა გქონდათ გულში,+ დაიცავდით თუ არა მის მცნებებს.  ის თავმდაბლობას გასწავლიდათ იმით, რომ მშივრებს გატარებდათ+ და მერე მანანას გაჭმევდათ,+ რაც მანამდე არც თქვენ და არც თქვენს მამა-პაპას არ გქონდათ ნანახი, რათა გაეგებინებინა თქვენთვის, რომ კაცი მხოლოდ პურით კი არ ცოცხლობს, არამედ იეჰოვას პირიდან მომდინარე ყოველი სიტყვით.+  მთელი 40 წელი ტანსაცმელი არ გაგცვეთიათ და ფეხები არ დაგსიებიათ.+  კარგად უწყით, რომ როგორც მამა არიგებს თავის შვილს, ისე გარიგებდათ იეჰოვა, თქვენი ღმერთი.+  დაიცავით იეჰოვას, თქვენი ღვთის, მცნებები, მისი გზით იარეთ და გეშინოდეთ მისი.  შეგიყვანთ იეჰოვა, თქვენი ღმერთი, მადლიან, წყალუხვ მიწაზე,+ სადაც მთასა თუ ბარში ნაკადულები და წყაროები მოედინება,  მიწაზე, სადაც ხორბალი, ქერი, ვაზი, ლეღვი, ბროწეული,+ ზეთისხილის ზეთი და თაფლია,+  მიწაზე, სადაც არც საკვები მოგაკლდებათ და არც სხვა რამ, სადაც რკინანარევი ქვებია და მთებში სპილენძი მოიპოვება. 10  როცა შეჭამთ და გაძღებით, განადიდეთ იეჰოვა, თქვენი ღმერთი, იმ მადლიანი მიწის გამო, რომელიც მოგცათ.+ 11  იფრთხილეთ, რომ არ დაივიწყოთ იეჰოვა, თქვენი ღმერთი, და არ დაარღვიოთ მისი მცნებები, სამართალი და წესები, რომლებსაც დღეს გიბრძანებთ, 12  რათა, როცა შეჭამთ და გაძღებით, აიშენებთ სახლებს და იცხოვრებთ,+ 13  გაგიმრავლდებათ ცხვარ-ძროხა, ოქრო-ვერცხლი და ყველაფერი უხვად გექნებათ, 14  არ გადიდგულდეთ+ და არ დაივიწყოთ იეჰოვა, თქვენი ღმერთი, რომელმაც გამოგიყვანათ ეგვიპტიდან, სადაც მონები იყავით,+ 15  რომელმაც გამოგატარათ დიდი და შიშის მომგვრელი უდაბნო,+ ხრიოკი და უწყლო მიწა, შხამიან გველებსა და მორიელებს შორის, რომელმაც გადმოგიჩქეფათ წყალი კაჟივით მაგარი კლდიდან,+ 16  რომელიც გკვებავდათ უდაბნოში მანანით,+ რაც თქვენს მამა-პაპას არ ჰქონდა ნანახი, რათა თავმდაბლობა ესწავლებინა თქვენთვის+ და გამოეცადეთ თქვენსავე საკეთილდღეოდ.+ 17  თუ გულში იტყვით, ეს სიმდიდრე ჩვენი ძალითა და ჩვენი მარჯვენით მოვიპოვეთო,+ 18  არ დაგავიწყდეთ, რომ თქვენი ღმერთი იეჰოვა გაძლევთ ძალას სიმდიდრის მოსაპოვებლად,+ რათა დაიცვას თავისი შეთანხმება, რომელიც თქვენს მამა-პაპას ფიცით აღუთქვა, რაც ასეცაა.+ 19  გაფრთხილებთ, რომ, თუ დაივიწყებთ იეჰოვას, თქვენს ღმერთს, სხვა ღმერთებს სცემთ თაყვანს და პირქვე დაემხობით მათ წინაშე, მოისპობით.+ 20  თუ არ დაემორჩილებით იეჰოვას, თქვენს ღმერთს, იეჰოვა თქვენც ისევე მოგიღებთ ბოლოს, როგორც იმ ხალხებს, რომელთაც თქვენ თვალწინ ანადგურებს“.+

სქოლიოები