ლევიანები 10:1—20

  • იეჰოვას ცეცხლი ხოცავს ნადაბსა და აბიჰუს (1—7).

  • ჭამა-სმასთან დაკავშირებული წესები მღვდლებისთვის (8—20).

10  აარონის ვაჟებმა, ნადაბმა და აბიჰუმ,+ აიღეს თავიანთი საცეცხლურები, შიგ ცეცხლი ჩადეს, საკმეველი მოაყარეს+ და იეჰოვას წინაშე უკანონო ცეცხლი მიიტანეს,+ რაც მათთვის მას ნაბრძანები არ ჰქონდა.  მოავლინა იეჰოვამ ცეცხლი და შთანთქა ისინი;+ დაიხოცნენ იეჰოვას წინაშე.+  მოსემ აარონს უთხრა: «აი, რა თქვა იეჰოვამ: „ჩემთან ახლოს მყოფთა შორის წმინდა ვიქნები+ და ყველა ხალხს შორის — განდიდებული“». აარონი დუმდა.  მოუხმო მოსემ მიშაელსა და ელიცაფანს, აარონის ბიძის, უზიელის,+ ვაჟებს და უთხრა: „მოდით აქ და თქვენი ძმები წმინდა ადგილიდან ბანაკის გარეთ გაიტანეთ“.  ისინიც, მოსეს ნათქვამისამებრ, მივიდნენ და სამოსლიანად გაიტანეს ბანაკის გარეთ.  შემდეგ მოსემ აარონსა და მის ვაჟებს, ელეაზარსა და ითამარს, უთხრა: „ნუ ივლით მოუვლელი თმით, ნუ შემოიხევთ სამოსელს,+ რომ არ დაიხოცოთ და არ განურისხდეს ღმერთი მთელ ხალხს. თქვენი მოძმეები, ისრაელები, დაიტირებენ იეჰოვას ცეცხლით დახოცილებს.  არ მოსცილდეთ შეხვედრის კარვის შესასვლელს, რომ არ დაიხოცოთ, რადგან იეჰოვამ გცხოთ თავისი ზეთით“.+ ისინიც მოსეს სიტყვისამებრ მოიქცნენ.  იეჰოვამ აარონს უთხრა:  „როცა შეხვედრის კარავში მოდიხართ, არ დალიოთ ღვინო ან სხვა მათრობელი სასმელი არც შენ და არც შენმა ვაჟებმა,+ რათა არ დაიხოცოთ. ეს არის სამარადისო წესი თაობიდან თაობაში, 10  რომ განასხვაოთ წმინდა უწმინდურისგან, სუფთა უსუფთაოსგან+ 11  და ასწავლოთ ისრაელებს ყველა ის წესი, რომლებიც იეჰოვამ მათ მოსეს მეშვეობით აუწყა“.+ 12  მოსემ აარონსა და მის ცოცხლად დარჩენილ ვაჟებს, ელეაზარსა და ითამარს, უთხრა: „აიღეთ იეჰოვასთვის დასაწვავი შესაწირავიდან დანარჩენი მარცვლეული შესაწირავი, მისგან ხმიადები მოამზადეთ და სამსხვერპლოსთან ჭამეთ,+ რადგან ეს წმინდაა.+ 13  წმინდა ადგილას ჭამეთ,+ რადგან ეს არის შენი და შენი შვილების წილი იეჰოვასთვის ცეცხლში დასაწვავი შესაწირავიდან, რადგან ასე მაქვს ნაბრძანები. 14  შესარხევი შესაწირავის მკერდი და წმინდა წილიდან ბარკალიც+ სუფთა ადგილას ჭამეთ შენ, შენმა ვაჟებმა და შენმა ასულებმა,+ რადგან ეს არის შენი და შენი ვაჟების წილი ისრაელების სამშვიდობო მსხვერპლიდან. 15  ისრაელები ცეცხლში დასაწვავი მსხვერპლის ქონთან ერთად მიიტანენ ბარკალს წმინდა წილიდან და მკერდს — შესარხევი შესაწირავიდან, რათა იეჰოვას წინაშე შეარხიონ როგორც შესარხევი შესაწირავი. ეს იქნება შენი და შენი ვაჟების წილი მარადიულად,+ როგორც იეჰოვას აქვს ნაბრძანები“. 16  მოსემ ცოდვის შესაწირავ თხას+ ძებნა დაუწყო და რას ხედავს! დაუწვავთ თხა. განურისხდა ის აარონის ცოცხლად დარჩენილ ვაჟებს, ელეაზარსა და ითამარს, და უთხრა: 17  „რატომ არ ჭამეთ ცოდვის შესაწირავი წმინდა ადგილას?+ ეს ხომ წმინდაა?! მან ხომ თქვენ მოგცათ ის, რათა პასუხი აგოთ ხალხის დანაშაულზე და გამოსყიდვის წესი შეასრულოთ მათთვის იეჰოვას წინაშე?! 18  მისი სისხლი წმინდა ადგილას არავის შეუტანია.+ წმინდა ადგილას უნდა გეჭამათ ის, როგორც ნაბრძანები მაქვს“. 19  აარონმა მოსეს უთხრა: „იეჰოვას თავიანთი ცოდვის შესაწირავი და დასაწვავი მსხვერპლი შესწირეს+ და მაინც ასეთი რამ დამემართა, და დღეს რომ მეჭამა ცოდვის შესაწირავი, იქნებოდა კი ეს მოსაწონი იეჰოვას თვალში?!“ 20  მოისმინა ეს მოსემ და მოეწონა მისი პასუხი.

სქოლიოები