ლევიანები 17:1—16

  • კარავი, მსხვერპლშეწირვის ადგილი (1—9).

  • სისხლის ჭამის აკრძალვა (10—14).

  • მკვდარ ცხოველებთან დაკავშირებული კანონი (15, 16).

17  იეჰოვამ მოსეს მიმართა:  «უთხარი აარონს, მის ვაჟებსა და ისრაელებს, აი, რა ბრძანა-თქო იეჰოვამ:  „თუ ისრაელთაგან ვინმე ბანაკში ან ბანაკის გარეთ დაკლავს მოზვერს, მამალ თოხლს ან თხას  და იეჰოვას კარვის შესასვლელთან არ მიიყვანს და იქ არ შესწირავს იეჰოვას, დამნაშავე იქნება; მან სისხლი დაღვარა და უნდა მოკვდეს.  ისრაელებმა მსხვერპლი, რომელსაც ტრიალ მინდორში სწირავენ, უნდა მიიყვანონ იეჰოვას წინაშე მღვდელთან, შეხვედრის კარვის შესასვლელთან, და იქ შესწირონ იეჰოვას სამშვიდობო მსხვერპლად.+  მოასხუროს მღვდელმა სისხლი შეხვედრის კარვის შესასვლელთან მდგარ იეჰოვას სამსხვერპლოს და ზედ დაწვას ქონი, რომ აბოლდეს როგორც საამო* სურნელება იეჰოვასთვის.+  აღარ შესწირონ თავიანთი მსხვერპლი თხისმაგვარ ღვთაებებს*,+ რომლებსაც თაყვანს სცემენ*.+ ეს იქნება თქვენთვის სამარადისო წესი თაობიდან თაობაში.  ასე უთხარი მათ: ნებისმიერი ებრაელი და ნებისმიერი თქვენ შორის მცხოვრები უცხოელი, რომელიც შესწირავს დასაწვავ მსხვერპლს ან სხვა მსხვერპლს  და არ მიიყვანს შეხვედრის კარვის შესასვლელთან იეჰოვასთვის შესაწირავად, უნდა მოკვდეს.+ 10  თუ რომელიმე ებრაელი ან თქვენ შორის მცხოვრები უცხოელი სისხლს რაიმე სახით შეჭამს,+ უარვყოფ მას და არ ვაცოცხლებ, 11  ვინაიდან ხორციელის სიცოცხლე* მის სისხლშია,+ და მე ის სამსხვერპლოსთვის დაგიწესეთ,+ რათა შესრულდეს თქვენთვის გამოსყიდვის წესი; სისხლს შეუძლია გამოსყიდვა+ იმ სიცოცხლით, რომელიც მასშია. 12  ამიტომ ვუთხარი ისრაელებს, არცერთმა თქვენგანმა და არცერთმა თქვენ შორის მცხოვრებმა უცხოელმა+ არ ჭამოთ-მეთქი სისხლი.+ 13  თუ რომელიმე ებრაელი ან თქვენ შორის მცხოვრები უცხოელი ნადირობისას გარეულ ცხოველს ან ფრინველს დაიჭერს, რომელიც იჭმება, გამოადინოს სისხლი+ და მიწით დაფაროს. 14  ყოველი ხორციელის სიცოცხლე მისი სისხლია, ვინაიდან მასშია სიცოცხლე. ამიტომ ვუთხარი ისრაელებს, არ ჭამოთ ხორციელის სისხლი, რადგან ყოველი ხორციელის სიცოცხლე მისი სისხლია და ვინც მას შეჭამს, უნდა მოკვდეს-მეთქი.+ 15  ვინც ლეშს ან მხეცის დაგლეჯილს შეჭამს, მკვიდრი იქნება თუ უცხოელი,+ ტანსაცმელი უნდა გაირეცხოს და იბანაოს. იგი საღამომდე გაუწმინდურებული იქნება;+ მხოლოდ ამის შემდეგ განიწმინდება. 16  თუ ტანსაცმელს არ გაირეცხავს და არ იბანავებს, პასუხს აგებს თავის დანაშაულზე“».+

სქოლიოები

სიტყვასიტყვით — „დამამშვიდებელი“.
შესაძლოა ისრაელებს ისინი თხისმაგვარ ბალნიან არსებებად ჰყავდათ წარმოდგენილი.
სიტყვასიტყვით — „რომლებთანაც გარყვნილებას სჩადიან“.
ებრ. „ნეფეშ“. იხ. „სული“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).