ლევიანები 2:1—16

  • მარცვლეული შესაწირავი (1—16).

2  „თუ ვინმე მარცვლეულ შესაწირავს+ მიუტანს იეჰოვას, მიუტანოს წმინდად დაფქული ფქვილი, მოასხას ზეთი და ზედ გუნდრუკი მოაყაროს.+  მიუტანოს ის აარონის ვაჟებს, მღვდლებს; აიღოს მღვდელმა ერთი მუჭა ზეთმოსხმული და გუნდრუკმოყრილი წმინდად დაფქული ფქვილი როგორც მთლიანი შესაწირავის სიმბოლო და სამსხვერპლოზე დაწვას, რომ აბოლდეს.+ ეს არის ცეცხლში დასაწვავი შესაწირავი, საამო* სურნელება იეჰოვასთვის.  დანარჩენი მარცვლეული შესაწირავი აარონისა და მისი ვაჟებისაა+ და იეჰოვასთვის ცეცხლში დასაწვავ შესაწირავებს შორის უწმინდესია.+  თუ ღუმელში გამომცხვარ მარცვლეულ შესაწირავს მიიტან, ის წმინდად დაფქული ფქვილისგან უნდა იყოს გამომცხვარი — ზეთში მოზელილი რგოლისებრი ხმიადები ან ზეთწასმული უფუარი კვერები.+  თუ კეცზე გამომცხვარ მარცვლეულ შესაწირავს მიიტან,+ ისიც წმინდად დაფქული ფქვილისგან უნდა იყოს ზეთში მოზელილი უსაფუვროდ.  დაამტვრიე და ზეთი მოასხი.+ ეს არის მარცვლეული შესაწირავი.  თუ მარცვლეულ შესაწირავს ტაფაზე მოამზადებ, ისიც ზეთში მოზელილი წმინდად დაფქული ფქვილისგან უნდა მოამზადო.  წარუდგინე იეჰოვას ასე მომზადებული მარცვლეული შესაწირავი. მიუტანე მღვდელს და ის სამსხვერპლოსთან მიიტანს.  აიღებს მღვდელი ცოტაოდენ მარცვლეულ შესაწირავს როგორც მთლიანი შესაწირავის სიმბოლოს+ და სამსხვერპლოზე დაწვავს, რომ აბოლდეს. ეს არის ცეცხლში დასაწვავი შესაწირავი, საამო სურნელება იეჰოვასთვის.+ 10  დანარჩენი მარცვლეული შესაწირავი აარონისა და მისი ვაჟებისაა და იეჰოვასთვის ცეცხლში დასაწვავ შესაწირავებს შორის უწმინდესია.+ 11  მარცვლეული შესაწირავი, რომელსაც იეჰოვას მიუტანთ, არ უნდა იყოს საფუვრიანი;+ იეჰოვასთვის შესაწირავად ცეცხლში საფუვრიანი ან თაფლიანი არაფერი დაწვათ. 12  პირველმოწეული ნაყოფის შესაწირავი, რომელსაც იეჰოვას მიუტანთ,+ შეიძლება იყოს საფუვრიანი ან თაფლიანი, ოღონდ სამსხვერპლოზე არ უნდა დაიწვას და არ უნდა აბოლდეს როგორც საამო სურნელება. 13  მარილით შეაზავე ყველა მარცვლეული შესაწირავი; უმარილო არ უნდა იყოს მარცვლეული შესაწირავი, რადგან მარილი შენი ღვთის შეთანხმებას შეგახსენებს. ყველა შენი შესაწირავი მარილით შეაზავე.+ 14  თუ იეჰოვას მარცვლეულ შესაწირავად პირველმოწეულ ნაყოფს მიუტან, მიუტანე ახლადშემოსული, მოხალული და დაღერღილი თავთავები. ეს არის პირველმოწეული ნაყოფის მარცვლეული შესაწირავი.+ 15  მოასხი მას ზეთი და ზედ გუნდრუკი მოაყარე. ეს არის მარცვლეული შესაწირავი. 16  დაწვას მღვდელმა ზეთმოსხმული და გუნდრუკმოყრილი ცოტაოდენი ღერღილი როგორც მთლიანი შესაწირავის სიმბოლო,+ რომ აბოლდეს. ეს არის ცეცხლში დასაწვავი შესაწირავი იეჰოვასთვის“.

სქოლიოები

სიტყვასიტყვით — „დამამშვიდებელი“.