ლევიანები 21:1—24

  • მღვდლები წმინდები უნდა იყვნენ და თავი არ უნდა გაიუწმინდურონ (1—9).

  • მღვდელმთავარმა თავი არ უნდა გაიუწმინდუროს (10—15).

  • მღვდლებს ფიზიკური ნაკლი არ უნდა ჰქონდეთ (16—24).

21  იეჰოვამ მოსეს უთხრა: „გადაეცი მღვდლებს, აარონის ძეებს, რომ არცერთმა მათგანმა არ გაიუწმინდუროს თავი თავის ხალხს შორის მკვდრის გამო*,+  თუმცა სისხლით ნათესავისთვის — დედისთვის, მამისთვის, ვაჟისთვის, ასულისთვის, ძმისთვის  და ქალწული დისთვის, რომელიც გათხოვილი არ ყოფილა და მასთან ცხოვრობდა — შეუძლია გაიუწმინდუროს თავი;  არ გაიუწმინდუროს და არ წაიბილწოს თავი იმ ქალის გამო, რომელიც მის ხალხს შორის იყო გათხოვილი.  არ გადაიპარსოს თავი,+ არ შეიკრიჭოს წვერის კიდეები და არ დაისეროს სხეული.+  ისინი წმინდები უნდა იყვნენ თავიანთი ღვთის წინაშე+ და არ უნდა შებღალონ თავიანთი ღვთის სახელი,+ რადგან ისინი სწირავენ იეჰოვას ცეცხლში დასაწვავ შესაწირავს, თავიანთი ღვთის პურს*; წმინდები უნდა იყვნენ ისინი.+  არ უნდა შეირთონ არც მეძავი,+ არც ქალწულობადაკარგული და არც განათხოვარი ქალი,+ რადგან მღვდელი წმინდაა თავისი ღვთის თვალში.  წმინდად მიიჩნიეთ იგი,+ რადგან ის სწირავს თქვენი ღვთის პურს. ის წმინდა უნდა იყოს თქვენთვის, რადგან მე, იეჰოვა, თქვენი განმწმენდელი, წმინდა ვარ.+  თუ მღვდლის ასული იმეძავებს და თავს წაიბილწავს, ამით მამამისსაც წაბილწავს. ის უნდა დაწვათ.+ 10  მღვდელმთავარმა, რომელსაც თავის ძმებს შორის ზეთს სცხებენ,+ მღვდლად დანიშნავენ, და ის სამღვდელო სამოსელს ჩაიცვამს,+ არ უნდა იაროს მოუვლელი თმით და არც სამოსელი უნდა შემოიხიოს.+ 11  მკვდარს არ უნდა მიუახლოვდეს,+ დედ-მამასაც კი, და არ გაიუწმინდუროს თავი. 12  არ გავიდეს წმინდა ადგილიდან და არ შებღალოს თავისი ღვთის წმინდა ადგილი,+ რადგან მიძღვნის ნიშნად მას თავისი ღვთის ზეთი სცხია.+ მე ვარ იეჰოვა. 13  მან ცოლად ქალწული უნდა მოიყვანოს.+ 14  არ შეირთოს არც ქვრივი, არც განათხოვარი, არც ქალწულობადაკარგული და არც მეძავი; მხოლოდ ქალწული შეირთოს თავისი ხალხიდან. 15  არ წაბილწოს თავისი შთამომავლობა თავის ხალხს შორის,+ რადგან მე ვარ იეჰოვა, მისი განმწმენდელი“. 16  განაგრძო იეჰოვამ მოსესთან ლაპარაკი: 17  „უთხარი აარონს, რომ მისი შთამომავლებიდან ნაკლის მქონე არცერთმა კაცმა არ შესწიროს თავისი ღვთის პური. 18  არ გაეკაროს წმინდა ადგილს ის, ვისაც ნაკლი აქვს: ბრმა, კოჭლი ან ცხვირდასახიჩრებულია, ვისაც ცალი კიდური გრძელი აქვს, 19  ფეხმოტეხილი, ხელმოტეხილი, 20  კუზიანი, ჯუჯა* ან თვალებდასნეულებულია, ვისაც კანის დაავადება აქვს და ვისაც სათესლეები აქვს დაზიანებული.+ 21  აარონ მღვდლის არცერთმა შთამომავალმა, რომელსაც ნაკლი აქვს, არ შესწიროს იეჰოვას ცეცხლში დასაწვავი შესაწირავი. მას ნაკლი აქვს; ამიტომ არ შესწიროს თავისი ღვთის პური. 22  მას შეუძლია ჭამოს თავისი ღვთის პური, წმინდა+ იქნება თუ უწმინდესი,+ 23  მაგრამ არ მიუახლოვდეს ფარდას+ და არ მივიდეს სამსხვერპლოსთან,+ რადგან ნაკლი აქვს. არ შებღალოს ჩემი წმინდა ადგილი,+ რადგან მე ვარ იეჰოვა, მათი განმწმენდელი“.+ 24  გადასცა მოსემ ეს მითითებები აარონს, მის ვაჟებსა და ისრაელებს.

სქოლიოები

იგულისხმება გარდაცვლილთან შეხება და მისი გლოვა.
იგულისხმება შესაწირავები.
ან შესაძლოა: „გაძვალტყავებული“.