ლევიანები 9:1—24

  • აარონი შესაწირავებს აღავლენს (1—24).

9  მერვე დღეს+ მოსემ აარონს, მის ვაჟებსა და ისრაელის უხუცესებს მოუხმო.  აარონს უთხრა: „წაიყვანე საღი ხბო ცოდვის შესაწირავად,+ საღი ვერძი დასაწვავ მსხვერპლად და შენთვის შესწირე იეჰოვას.  გადაეცი ისრაელებს, რომ მიიყვანონ საღი ვაცი ცოდვის შესაწირავად, ერთწლიანი საღი ხბო და ერთწლიანი საღი მამალი თოხლი დასაწვავ მსხვერპლად,  მოზვერი და ვერძი სამშვიდობო მსხვერპლად+ და შესწირეთ ისინი იეჰოვას; მიიტანონ აგრეთვე ზეთიანი მარცვლეული შესაწირავი,+ რადგან დღეს გამოეცხადებათ იეჰოვა“.+  მათაც მოსეს ბრძანებისამებრ მიიყვანეს ისინი შეხვედრის კარვის წინ; მივიდა მთელი ხალხი და წარდგა იეჰოვას წინაშე.  მოსემ მათ უთხრა: „აი, ამის გაკეთება გიბრძანათ იეჰოვამ, რათა იხილოთ იეჰოვას სიდიადე“.+  შემდეგ აარონს უთხრა: „მიდი სამსხვერპლოსთან და შესწირე ცოდვის შესაწირავი+ და დასაწვავი მსხვერპლი, რითაც გამოსყიდვის წესს შეასრულებ შენთვის+ და შენი სახლეულობისთვის*; მერე ხალხის შესაწირავი შესწირე+ და მათთვის გამოსყიდვის წესი შეასრულე,+ როგორც იეჰოვამ ბრძანა“.  მაშინვე მივიდა აარონი სამსხვერპლოსთან და დაკლა ხბო, თავისი ცოდვის შესაწირავი.+  მიუტანეს მას თავისმა ვაჟებმა სისხლი;+ მან შიგ თითი ჩააწო და სამსხვერპლოს რქებს წაუსვა, დარჩენილი სისხლი კი სამსხვერპლოს ძირში დაღვარა.+ 10  დაწვა სამსხვერპლოზე ცოდვის შესაწირავის ქონი, თირკმელები და ღვიძლის ქონი, რომ აებოლებინა, როგორც იეჰოვას ჰქონდა მოსესთვის ნაბრძანები;+ 11  ხორცი და ტყავი კი ბანაკის გარეთ ცეცხლში დაწვა.+ 12  დაკლა აარონმა დასაწვავი მსხვერპლი; მიაწოდეს მას თავისმა ვაჟებმა სისხლი და მან ის სამსხვერპლოს ყველა მხრიდან მიასხურა.+ 13  მას დასაწვავი მსხვერპლის ნაჭრებიც და თავიც მიაწოდეს. დაწვა მან ისინი სამსხვერპლოზე, რომ აებოლებინა. 14  შემდეგ გარეცხა ნაწლავები და ფეხები, დაალაგა სამსხვერპლოზე დადებულ დასაწვავ მსხვერპლზე და ისინიც დაწვა, რომ აებოლებინა. 15  მიიყვანა მან ვაცი, ცოდვის შესაწირავი ხალხისთვის, დაკლა და პირველის მსგავსად შესწირა. 16  შემდეგ დასაწვავი მსხვერპლი წესისამებრ შესწირა.+ 17  მერე მარცვლეული შესაწირავი მიიტანა,+ მუჭა აივსო და დაწვა სამსხვერპლოზე, რომელზეც დილის დასაწვავი მსხვერპლი შესწირა.+ 18  დაკლა აარონმა მოზვერი და ვერძი, სამშვიდობო მსხვერპლი ხალხისთვის; მიაწოდეს მას თავისმა ვაჟებმა სისხლი და მან ის სამსხვერპლოს ყველა მხრიდან მიასხურა.+ 19  მოზვრის ქონი,+ ვერძის დუმა, ნაწლავების ქონი, თირკმელები და ღვიძლის ქონი+ 20  დააწყვეს შეწირული ცხოველების მკერდზე; შემდეგ მან ეს ქონი სამსხვერპლოზე დაწვა, რომ აებოლებინა.+ 21  შეწირული ცხოველების მკერდი და მარჯვენა ბარკალი აარონმა, მოსეს ბრძანებისამებრ, იეჰოვას წინაშე შეარხია როგორც შესარხევი შესაწირავი.+ 22  გაიწოდა აარონმა ხელები ხალხისკენ, დალოცა ისინი+ და ცოდვის შესაწირავის, დასაწვავი მსხვერპლისა და სამშვიდობო მსხვერპლის შეწირვის შემდეგ ძირს ჩამოვიდა. 23  ბოლოს მოსე და აარონი შეხვედრის კარავში შევიდნენ. იქიდან რომ გამოვიდნენ, ხალხი დალოცეს.+ გამოეცხადა იეჰოვას სიდიადე ხალხს,+ 24  იეჰოვამ ცეცხლი მოავლინა+ და შთანთქა ცეცხლმა სამსხვერპლოდან დასაწვავი მსხვერპლი და ქონი. ამის დანახვაზე ხალხი სიხარულით აყიჟინდა და პირქვე დაემხო.+

სქოლიოები

სხვაგვარად — „ტომისთვის“.