ლუკას სახარება 11:1—54

  • ღვთისთვის მისაღები ლოცვა (1—13).

    • ლოცვის ნიმუში (2—4).

  • დემონების განდევნა ღვთის ძალით (14—23).

  • უწმინდური სულის დაბრუნება (24—26).

  • ნამდვილი ბედნიერება (27, 28).

  • იონას ნიშანი (29—32).

  • სხეულის ლამპარი (33—36).

  • ვაი თვალთმაქცებს! (37—54).

11  ერთხელ იესო ლოცულობდა. ლოცვა რომ დაასრულა, ერთ-ერთმა მოწაფემ უთხრა: „უფალო, იოანემ თავის მოწაფეებს ასწავლა ლოცვა და ჩვენც გვასწავლე“.  მან უთხრა მათ: „როცა ილოცებთ, ასე თქვით: მამა, განიწმინდოს შენი სახელი.+ მოვიდეს შენი სამეფო.+  მოგვეცი დღეისთვის სამყოფი პური.+  გვაპატიე ჩვენი ცოდვები,+ რადგან ჩვენც ვპატიობთ ყველა ჩვენს მოვალეს.+ დაგვეხმარე, არ ავყვეთ ცდუნებას*“.+  შემდეგ უთხრა მათ: „დავუშვათ შუაღამისას მეგობართან მიხვედი და სთხოვე, სამი პური მასესხე,  მეგობარი მომივიდა ნამგზავრი და არაფერი მაქვს, რომ გავუმასპინძლდეო;  მან კი შიგნიდან გამოგძახა, ნუ მაწუხებ, კარი ჩაკეტილია, ბავშვებიც ჩემთან ერთად წვანან ლოგინში, ვერ წამოვდგები და ვერ მოგცემო.  გეუბნებით: თავიდან მეგობარი შეიძლება არ ადგეს და არაფერი მოგცეს, მაგრამ, თუ დაიჟინებ,+ უსათუოდ ადგება და მოგცემს ყველაფერს, რაც გჭირდება.  ამიტომ გეუბნებით: ითხოვეთ+ და მოგეცემათ, ეძებეთ და იპოვით, აკაკუნეთ და გაგეღებათ,+ 10  რადგან ვინც ითხოვს, იღებს,+ ვინც ეძებს, პოულობს, და ვინც აკაკუნებს, გაეღება. 11  რომელი მამა მისცემს შვილს გველს, თუ ის თევზს სთხოვს?!+ 12  ან კვერცხს თუ სთხოვს, მორიელს მიაწვდის?! 13  ამიტომ, თუ თქვენ, ცოდვილები, აძლევთ თქვენს შვილებს იმას, რაც კარგია, მით უმეტეს ზეციერი მამა მისცემს წმინდა სულს მათ, ვინც სთხოვს!“+ 14  მოგვიანებით იესომ ერთი მუნჯი კაცისგან დემონი განდევნა.+ როცა დემონი გამოვიდა, მუნჯი ალაპარაკდა, რამაც ხალხი გააოცა.+ 15  მაგრამ ზოგმა თქვა: ეს დემონებს ბელზებელის*, დემონთა მმართველის, ძალით დევნისო.+ 16  ზოგმა კი გამოსაცდელად ციური ნიშნის მოხდენა მოსთხოვა.+ 17  მან იცოდა, რასაც ფიქრობდნენ+ ისინი და უთხრა: „გაყოფილი სამეფო დაემხობა და გაყოფილი ოჯახი დაიქცევა. 18  თუ სატანაც გაყოფილია, როგორღა გაძლებს მისი სამეფო?! თქვენ ამბობთ, რომ მე ბელზებელის ძალით ვდევნი დემონებს. 19  თუ მე ბელზებელის ძალით ვდევნი დემონებს, თქვენი ძეები* ვიღას ძალით დევნიან?! ამიტომ ისინი დაგდებენ მსჯავრს. 20  მაგრამ, თუ ღვთის ძალით+ ვდევნი დემონებს, მაშინ მოსულა ღვთის სამეფო და ვერ გაგიგიათ.+ 21  როცა ძლიერი და კარგად შეიარაღებული კაცი დარაჯობს თავის სახლს, მის საბადებელს არაფერი ემუქრება. 22  მაგრამ, როცა მას თავისზე ძლიერი დაესხმება თავს და აჯობებს, წაართმევს იარაღს, რის იმედადაც იყო, და რასაც წაართმევს, დაანაწილებს. 23  ვინც ჩემ მხარეზე არ არის, ჩემ წინააღმდეგაა, და ვინც ჩემთან ერთად არ აგროვებს, ფანტავს.+ 24  როცა ადამიანიდან უწმინდური სული გამოდის, ის მოსასვენებელი ადგილის საპოვნელად უწყლო ადგილებს გაივლის, მაგრამ ვერ პოულობს და ამბობს, დავბრუნდები ჩემს სახლში, საიდანაც გამოვედიო.+ 25  მიდის და ხედავს, რომ სახლი დაგვილი და გალამაზებულია. 26  მაშინ მიდის და მოჰყავს თავისზე ბოროტი სხვა შვიდი სული, შედიან ისინი შიგნით და ბინავდებიან, და ეს კაცი იმაზე ცუდ დღეში ვარდება, ვიდრე თავდაპირველად იყო“. 27  ამას რომ ამბობდა, ხალხიდან ერთმა ქალმა წამოიძახა: „ბედნიერია, ვინც მუცლით გატარა და ვინც ძუძუ გაწოვა!“+ 28  მან კი თქვა: „ბედნიერი ის არის, ვინც ისმენს ღვთის სიტყვას და ასრულებს მას!“+ 29  როცა დიდძალმა ხალხმა მოიყარა თავი, მან თქვა: „ეს თაობა ბოროტი თაობაა, ნიშნის ხილვა სურს, მაგრამ იონას ნიშნის გარდა სხვა ნიშანს ვერ იხილავს.+ 30  როგორც იონა+ იქცა ნიშნად ნინეველთათვის, ასევე იქნება კაცის ძე ამ თაობისთვის. 31  გასამართლებისას სამხრეთის დედოფალი+ ამ თაობასთან ერთად აღდგება მკვდრეთით და მსჯავრს დასდებს მას, რადგან ის შორეული მხარიდან მოვიდა სოლომონის სიბრძნის მოსასმენად, მაგრამ ვინც აქ არის, ის სოლომონზე დიდია.+ 32  გასამართლებისას ნინეველებიც ამ თაობასთან ერთად აღდგებიან მკვდრეთით და მსჯავრს დასდებენ მას, რადგან მათ მოინანიეს, როცა იონამ უქადაგა,+ მაგრამ ვინც აქ არის, ის იონაზე დიდია. 33  ლამპარს რომ ანთებენ, კი არ მალავენ ან ჭურჭელს კი არ აფარებენ ზემოდან, არამედ სალამპრეზე დგამენ,+ რომ შემომსვლელებს გაუნათოს. 34  სხეულის ლამპარი თვალია. თუ თვალი სუფთა* გაქვს, მთელი შენი სხეულიც ნათელია, მაგრამ, თუ თვალი ბოროტი* გაქვს, მთელი შენი სხეულიც ბნელია.+ 35  ამიტომ ფრთხილად იყავი, რომ შენში სინათლის ნაცვლად სიბნელე არ იყოს. 36  თუ მთელი შენი სხეული ნათელია და არცერთი ნაწილი არ არის ბნელი, იგი ანთებული ლამპარივით იქნება“. 37  ამის შემდეგ იესო ერთმა ფარისეველმა სადილად მიიწვია; სახლში რომ შევიდა იგი, სუფრასთან მიიპატიჟეს. 38  ფარისეველს გაუკვირდა, რომ მან სადილის წინ ხელები არ დაიბანა*.+ 39  უფალმა მას უთხრა: „თქვენ, ფარისევლები, სასმისსა და ჯამს გარედან წმენდთ, შიგნით კი სიხარბითა და ბოროტებით ხართ სავსე.+ 40  უგუნურნო! განა გარეგანის შემქმნელმა არ შექმნა შინაგანიც?! 41  როცა გაჭირვებულს ხელს უმართავთ, გულით აკეთეთ ეს და სუფთანი იქნებით. 42  მაგრამ, ვაი თქვენ, ფარისევლებო! სწირავთ პიტნის, ტეგანისა და სხვა მწვანილეულის მეათედს,+ ღვთის სამართალსა და სიყვარულს კი არაფრად აგდებთ! ესეც უნდა გაგეკეთებინათ და არც ის უნდა დაგევიწყებინათ.+ 43  ვაი თქვენ, ფარისევლებო! გიყვართ წინა ადგილები სინაგოგებში და მისალმება მოედნებზე!+ 44  ვაი თქვენ, ძნელად შესამჩნევ სამარხებს რომ ჰგავხართ,+ რომლებზეც ხალხი დადის და არც კი იცის!“ 45  ერთმა კანონის მცოდნემ მიუგო: „მოძღვარო, ამით ჩვენც გვაყენებ შეურაცხყოფას“. 46  მაშინ მან უთხრა: «ვაი თქვენც, კანონის მცოდნეებო! ხალხს მძიმე ტვირთს ჰკიდებთ, თავად კი ამ ტვირთს თითსაც არ აკარებთ!+ 47  ვაი თქვენ, სამარხებს რომ უშენებთ თქვენი მამა-პაპის მიერ დახოცილ წინასწარმეტყველთ!+ 48  თქვენ თქვენი მამა-პაპის საქმეების მოწმენი ხართ და იწონებთ კიდეც მათ საქმეებს, მაგრამ მათ მიერ დახოცილ წინასწარმეტყველებს+ სამარხებს უშენებთ. 49  ამიტომაც თქვა ღმერთმა თავისი სიბრძნით: „გავუგზავნი მათ წინასწარმეტყველებსა და მოციქულებს; ზოგს დახოცავენ და ზოგს განდევნიან; 50  ამიტომ ამ თაობას მოეკითხება ყველა წინასწარმეტყველის სისხლი, რაც კი ქვეყნიერების დასაბამიდან დაღვრილა,+ 51  აბელის+ სისხლით დაწყებული ზაქარიას სისხლით დამთავრებული, რომელიც სამსხვერპლოსა და ღვთის ტაძარს შორის მოკლეს“.+ გეუბნებით: ამ თაობას მოეკითხება. 52  ვაი თქვენ, კანონის მცოდნეებო! წაღებული გაქვთ ცოდნის გასაღები; არც თქვენ შეხვედით და არც სხვებს უშვებთ!»+ 53  იქიდან რომ წამოვიდა, მიაწყდნენ მწიგნობრები და ფარისევლები მას და კითხვას კითხვაზე აყრიდნენ; 54  ჩასაფრებულნი იყვნენ, რომ სიტყვაში გამოეჭირათ.+

სქოლიოები

სიტყვასიტყვით — „ნუ შეგვიყვან ცდუნებაში“.
იგულისხმება სატანა.
იგულისხმებიან მიმდევრები.
სხვაგვარად — „ერთ რამეზე მომზირალი“. სიტყვასიტყვით — „უბრალო“.
სხვაგვარად — „ხარბი“.
იგულისხმება ხელების რიტუალური დაბანა.