ლუკას სახარება 3:1—38
3 კეისარ ტიბერიუსის მმართველობის მე-15 წელს, როცა პონტიუს პილატე იყო იუდეის გამგებელი, ჰეროდე*+ — გალილეის გამგებელი, ხოლო მისი ძმა ფილიპე — იტურეისა და ტრაქონიტიდის მხარეების გამგებელი, ლისანია კი — აბილინის მხარის გამგებელი,
2 როცა უფროსი მღვდელი ანა იყო და მღვდელმთავარი კაიაფა,+ ღვთის სიტყვა გამოეცხადა ზაქარიას ძეს, იოანეს,+ უდაბნოში.+
3 დადიოდა ის იორდანის მთელ შემოგარენში და ქადაგებდა, რომ ხალხს ცოდვების მისატევებლად მოენანიებინა და მონათლულიყო,+
4 როგორც ესაია წინასწარმეტყველის წიგნში წერია: «უდაბნოში მღაღადებლის ხმა ისმის: „მოამზადეთ იეჰოვას* გზა, მოასწორეთ მისი სავალი!+
5 ამაღლდეს ყოველი ველი და დადაბლდეს ყოველი მთა და გორა, მრუდე და ოღროჩოღრო გზები კი მოსწორდეს;
6 ყოველი ხორციელი იხილავს, რომ ხსნა ღვთისგანაა“».+
7 იოანე მასთან მოსანათლავად მისულ ხალხს ეუბნებოდა: „გველგესლათა ნაშიერნო, ვინ გითხრათ, რომ თავს დააღწევთ მოსალოდნელ რისხვას?!+
8 გამოიღეთ მონანიების შესაფერისი ნაყოფი და ნუ იტყვით, ჩვენი მამა აბრაამიაო, რადგან გეუბნებით, ღმერთს ამ ქვებიდანაც შეუძლია აღუდგინოს აბრაამს შვილები.
9 ცულიც უკვე დევს ხის ძირას; ხეს, რომელიც კარგ ნაყოფს არ გამოიღებს, მოჭრიან და ცეცხლში ჩააგდებენ“.+
10 ხალხი ეკითხებოდა მას: „რა გავაკეთოთ?“
11 ის პასუხობდა: „ვისაც ორი ხელი ტანსაცმელი აქვს, ერთი უქონელს მისცეს, და ვისაც საჭმელი აქვს, სხვას გაუყოს“.+
12 მასთან მებაჟეებიც მივიდნენ მოსანათლად+ და ჰკითხეს: „მოძღვარო, ჩვენ რაღა გავაკეთოთ?“
13 მან მიუგო: „დაწესებულ გადასახადზე მეტს ნუ მოითხოვთ“.+
14 ჯარისკაცებიც ეკითხებოდნენ: „ჩვენ რაღა გავაკეთოთ?“ ის პასუხობდა: „ნურავის ნურაფერს გამოსძალავთ, ცრუ ბრალდებას ნურავის წაუყენებთ+ და ის იკმარეთ, რაც გეძლევათ“.
15 ხალხი მოლოდინში იყო და გულში იოანეზე ფიქრობდა, იქნებ ეს არისო ქრისტე.+
16 იოანე მათ ასე პასუხობდა: „მე წყლით გნათლავთ, მაგრამ ჩემ შემდეგ მომავალი ჩემზე ძლიერია და მე იმის ღირსიც კი არ ვარ, რომ მას სანდლის თასმები შევუხსნა.+ ის წმინდა სულითა და ცეცხლით მოგნათლავთ.+
17 მას ხელში ფიწალი უჭირავს, რომ მთლიანად გაწმინდოს თავისი კალო და ხორბალი ბეღელში მოაგროვოს, ბზე კი ჩაუქრობელ ცეცხლში დაწვას“.
18 ის ბევრ სხვა რამესაც ურჩევდა ხალხს და აუწყებდა სასიხარულო ცნობას.
19 მაგრამ ჰეროდემ, რომელიც იოანემ იმის გამო ამხილა, რომ თავისი ძმის ცოლი ჰეროდია ჰყავდა ცოლად და სხვა ბოროტ საქმეებსაც სჩადიოდა,
20 იოანე საპყრობილეში ჩასვა+ და დანაშაულს დანაშაული დაამატა.
21 მთელი ხალხი რომ მოინათლა, იესოც მოინათლა.+ როცა ლოცულობდა, გაიხსნა ცა+
22 და მასზე წმინდა სული მტრედის სახით დაეშვა და აი, ხმაც გაისმა ციდან: „შენა ხარ ჩემი საყვარელი ძე! მე მოგიწონე!“+
23 იესო+ დაახლოებით 30 წლისა იყო,+ როცა თავის საქმეს შეუდგა; როგორც თვლიდნენ, იგი იყოიოსების+ ძე,ელის ძე,
24 მატთატის ძე,ლევის ძე,მელქის ძე,იანაის ძე,იოსების ძე,
25 მატათიასის ძე,ამოსის ძე,ნაუმის ძე,ესლის ძე,ნაგაის ძე,
26 მაათის ძე,მატათიასის ძე,სემეის ძე,იოსექის ძე,იოდას ძე,
27 იოანანის ძე,რესას ძე,ზერუბაბელის+ ძე,შეალთიელის+ ძე,ნერის ძე,
28 მელქის ძე,ადის ძე,კოსამის ძე,ელმადამის ძე,ერის ძე,
29 იესოს ძე,ელიეზერის ძე,იორიმის ძე,მატთატის ძე,ლევის ძე,
30 სიმონის ძე,იუდას ძე,იოსების ძე,იონამის ძე,ელიაკიმის ძე,
31 მელეას ძე,მენას ძე,მატათას ძე,ნათანის+ ძე,დავითის+ ძე,
32 იესეს+ ძე,ობედის+ ძე,ბოაზის+ ძე,სალმონის+ ძე,ნახშონის+ ძე,
33 ამინადაბის ძე,არნის ძე,ხეცრონის ძე,ფერეცის+ ძე,იუდას+ ძე,
34 იაკობის+ ძე,ისაკის+ ძე,აბრაამის+ ძე,თერახის+ ძე,ნახორის+ ძე,
35 სერუგის+ ძე,რეუს+ ძე,ფელეგის+ ძე,ებერის+ ძე,შელახის+ ძე,
36 კაინანის ძე,არფაქშადის+ ძე,სემის+ ძე,ნოეს+ ძე,ლამექის+ ძე,
37 მეთუშალახის+ ძე,ენოქის ძე,იარედის+ ძე,მაჰალალელის+ ძე,კაინანის+ ძე,
38 ენოშის+ ძე,შეთის+ ძე,ადამის+ ძე,ღვთის ძე.