მათეს სახარება 1:1—25

  • იესო ქრისტეს გენეალოგია (1—17).

  • ქრისტეს შობა (18—25).

1  წიგნი იესო ქრისტეს*, დავითისა+ და აბრაამის+ ძის*, წარმოშობის შესახებ:   აბრაამს შეეძინა ისაკი,+ისაკს — იაკობი,+იაკობს — იუდა+ და მისი ძმები.   იუდას თამარისგან შეეძინა ფერეცი და ზერახი,+ფერეცს შეეძინა ხეცრონი,+ხეცრონს — რამი,+   რამს — ამინადაბი,ამინადაბს — ნახშონი,+ნახშონს — სალმონი,   სალმონს რახაბისგან+ შეეძინა ბოაზი,ბოაზს რუთისგან+ შეეძინა ობედი,ობედს შეეძინა იესე,+   იესეს — დავითი,+ რომელიც მეფე გახდა, დავითს ურიას ცოლისგან შეეძინა სოლომონი,+   სოლომონს შეეძინა რობოამი,+რობოამს შეეძინა აბია,აბიას — ასა,+   ასას — იეჰოშაფატი,+იეჰოშაფატს — იეჰორამი,+იეჰორამს — უზია,   უზიას — იოთამი,+იოთამს — ახაზი,+ახაზს — ხიზკია,+ 10  ხიზკიას — მენაშე,+მენაშეს — ამონი,+ამონს — იოშია.+ 11  იოშიას+ შეეძინა იექონია+ და მისი ძმები ბაბილონში გადასახლებამდე.+ 12  ბაბილონში გადასახლების შემდეგ იექონიას შეეძინა შეალთიელი,შეალთიელს — ზერუბაბელი,+ 13  ზერუბაბელს — აბიუდი,აბიუდს — ელიაკიმი,ელიაკიმს — აზორი, 14  აზორს — ცადოკი,ცადოკს — აქიმი,აქიმს — ელიუდი, 15  ელიუდს — ელეაზარი,ელეაზარს — მათანი,მათანს — იაკობი. 16  იაკობს შეეძინა იოსები, ქმარი მარიამისა, რომელმაც გააჩინა იესო,+ ქრისტედ წოდებული.+ 17  ამრიგად, აბრაამიდან დავითამდე 14 თაობა იყო, დავითიდან ბაბილონში გადასახლებამდეც — 14 თაობა და ბაბილონში გადასახლებიდან ქრისტემდეც — 14 თაობა. 18  აი იესო ქრისტეს შობის ამბავი: დედამისი მარიამი იოსებზე იყო დანიშნული. ჯერ არ იყვნენ შეუღლებულნი, როცა აღმოჩნდა, რომ ის წმინდა სულისგან*+ იყო ორსულად. 19  მისი ქმარი იოსები მართალი კაცი იყო და არ მოისურვა მისი საქვეყნოდ შერცხვენა, ამიტომ განიზრახა, ფარულად გაყროდა მას.+ 20  ეს რომ გადაწყვიტა, იეჰოვას* ანგელოზი ეჩვენა სიზმარში და უთხრა: „იოსებ, დავითის ძეო, ნუ გეშინია შენი ცოლის, მარიამის, სახლში მიყვანის, რადგან ის, ვინც მას ჩაესახა, წმინდა სულისგანაა.+ 21  ვაჟს გააჩენს და მას იესო*+ უნდა დაარქვა, რადგან ის იხსნის თავის ხალხს ცოდვებისგან“.+ 22  ყოველივე ეს ნამდვილად მოხდა და ამგვარად შესრულდა წინასწარმეტყველის პირით იეჰოვას* ნათქვამი: 23  „აი, დაორსულდება ქალწული, გააჩენს ვაჟს და დაარქმევენ მას ემანუელს“,+ რაც ასე ითარგმნება: „ჩვენთანაა ღმერთი“.+ 24  გაიღვიძა იოსებმა და ისე მოიქცა, როგორც იეჰოვას* ანგელოზმა დაარიგა; მოიყვანა ცოლად მარიამი, 25  თუმცა სანამ ვაჟი არ გააჩინა,+ არ დაწოლილა მასთან. იოსებმა მას იესო დაარქვა.+

სქოლიოები

„ძის“ აღმნიშვნელი ბერძნული სიტყვა შეიძლება შთამომავალსაც გულისხმობდეს.
ებრ. „მესია“, ნიშნავს „ცხებულს“.
ქრისტიანულ–ბერძნული წერილების წინამდებარე თარგმანში ამ ადგილას პირველადაა გამოყენებული ღვთის სახელი იეჰოვა. იხ. დანართი ა5.
ამ სახელის ებრაული ფორმაა „იეშუა“, რაც ნიშნავს: „იეჰოვაა ხსნა“.