მათეს სახარება 23:1—39

  • რატომ არ უნდა მიჰბაძონ მწიგნობრებსა და ფარისევლებს (1—12).

  • ვაი მწიგნობრებსა და ფარისევლებს! (13—36).

  • იესო დასტირის იერუსალიმს (37—39).

23  მაშინ იესომ მიმართა თავის მოწაფეებსა და სხვებს:  „მოსეს ადგილი მწიგნობრებმა და ფარისევლებმა დაიკავეს.  ამიტომ, რასაც ისინი გეტყვიან, ყველაფერი გააკეთეთ და დაიცავით, ოღონდ მათსავით ნუ მოიქცევით, რადგან ისინი არ აკეთებენ იმას, რასაც ამბობენ.+  კრავენ მძიმე ტვირთს და ხალხს ზურგზე ჰკიდებენ,+ თვითონ კი თითის განძრევაც არ სურთ მის დასაძვრელად.+  ყველაფერს სხვების დასანახავად აკეთებენ.+ იფართოებენ ფილაქტერიებს*+ და იგრძელებენ ტანსაცმლის ფოჩებს,+  უყვართ საპატიო ადგილები ნადიმებზე და წინა ადგილები სინაგოგებში,+  მოედნებზე რომ ესალმებიან და ხალხი რაბის* რომ უწოდებს.  თქვენ კი ნუ გიწოდებენ რაბის, რადგან მხოლოდ ერთი მოძღვარი გყავთ,+ ხოლო თქვენ ყველანი ძმები ხართ;  ნურც მამას უწოდებთ ვინმეს დედამიწაზე, რადგან ერთი მამა გყავთ+ — ზეციერი; 10  ნურც წინამძღოლს გიწოდებენ, რადგან ერთი გყავთ წინამძღოლი — ქრისტე. 11  თქვენ შორის უდიდესი თქვენი მსახური იყოს;+ 12  ვინც თავს აიმაღლებს, დამდაბლდება,+ ხოლო ვინც თავს დაიმდაბლებს, ამაღლდება.+ 13  ვაი თქვენ, მწიგნობრებო და ფარისევლებო, თვალთმაქცებო! ზეციერ სამეფოში შესასვლელს უკეტავთ ხალხს, არც თქვენ შედიხართ და არც მათ უშვებთ, ვისაც შესვლა სურთ.+ 14  *—— 15  ვაი თქვენ, მწიგნობრებო და ფარისევლებო, თვალთმაქცებო!+ შემოივლით ზღვასა და ხმელეთს, რომ ერთი მაინც მოაქციოთ და ვისაც მოაქცევთ, ის თქვენზე მეტად დაიმსახურებს გეენის სასჯელს. 16  ვაი თქვენ, ბრმა მეგზურებო,+ რომ ამბობთ, თუ ვინმე ტაძარს დაიფიცებს, არაფერია, მაგრამ, თუ ვინმე ტაძრის ოქროს დაიფიცებს, ვალდებულია, შეასრულოსო ფიცი.+ 17  უგუნურებო და ბრმებო! რა უფრო მნიშვნელოვანია: ოქრო თუ ტაძარი, ოქროს რომ წმენდს?! 18  იმასაც ამბობთ, თუ ვინმე სამსხვერპლოს დაიფიცებს, არაფერია, მაგრამ, თუ ვინმე მასზე მიტანილ ძღვენს დაიფიცებს, ვალდებულია, შეასრულოსო ფიცი. 19  ბრმებო, რა უფრო მნიშვნელოვანია: ძღვენი თუ სამსხვერპლო, ძღვენს რომ წმენდს?! 20  ამიტომ, ვინც სამსხვერპლოს იფიცებს, ის მხოლოდ სამსხვერპლოს კი არ იფიცებს, არამედ ყველაფერს, რაც მასზეა; 21  ვინც ტაძარს იფიცებს, მხოლოდ ტაძარს კი არ იფიცებს, არამედ მასაც, ვინც მასში მკვიდრობს.+ 22  ვინც ზეცას იფიცებს, ის იფიცებს ღვთის ტახტსაც და მასზე მჯდომსაც. 23  ვაი თქვენ, მწიგნობრებო და ფარისევლებო, თვალთმაქცებო! სწირავთ პიტნის, კამისა და ძირის მეათედს,+ მაგრამ დაივიწყეთ უფრო მნიშვნელოვანი კანონში: სამართალი,+ გულმოწყალება+ და ერთგულება. ესეც უნდა გაგეკეთებინათ და არც ის უნდა დაგევიწყებინათ.+ 24  ბრმა მეგზურებო,+ სასმელს წურავთ, ქინქლა რომ არ შეგყვეთ,+ ამ დროს კი აქლემს ყლაპავთ!+ 25  ვაი თქვენ, მწიგნობრებო და ფარისევლებო, თვალთმაქცებო! სასმისსა და ჯამს გარედან წმენდთ,+ შიგნით კი სიხარბითა*+ და თავშეუკავებლობით ხართ სავსე.+ 26  ბრმა ფარისეველო, ჯერ შიგნიდან გაწმინდე სასმისი და ჯამი, რომ გარედანაც გასუფთავდეს. 27  ვაი თქვენ, მწიგნობრებო და ფარისევლებო, თვალთმაქცებო!+ შეთეთრებულ სამარხებს+ ჰგავხართ, რომლებიც ლამაზი კი ჩანს, მაგრამ შიგნით მკვდრების ძვლებითა და ყოველგვარი უწმინდურებითაა სავსე. 28  თქვენც მართლები ჩანხართ ადამიანთა თვალში, მაგრამ შიგნით თვალთმაქცობითა და უკანონობით ხართ სავსე.+ 29  ვაი თქვენ, მწიგნობრებო და ფარისევლებო, თვალთმაქცებო!+ წინასწარმეტყველებს სამარხებს უშენებთ, მართალთ სამარხებს უმკობთ+ 30  და ამბობთ, ჩვენი მამა-პაპის დროს რომ გვეცხოვრა, მათი თანამონაწილე არ ვიქნებოდითო წინასწარმეტყველთა სისხლის ღვრაში. 31  ამით საკუთარი თავის წინააღმდეგ მოწმობთ, რომ წინასწარმეტყველთა მკვლელების შთამომავლები ხართ;+ 32  ბარემ აავსეთ თქვენი მამა-პაპის საწყაო! 33  გველებო, გველგესლას ნაშიერნო,+ როგორ გაექცევით გეენის სასჯელს?!+ 34  ამიტომ გიგზავნით წინასწარმეტყველებს,+ ბრძენებსა და მასწავლებლებს.+ ზოგ მათგანს მოკლავთ+ და ძელზე გააკრავთ, ზოგს გაშოლტავთ+ სინაგოგებში და ერთი ქალაქიდან მეორეში განდევნით,+ 35  რათა თქვენ მოგეკითხოთ ყველა მართლის სისხლი, რაც კი მიწაზე დაღვრილა, მართალი აბელის+ სისხლიდან ზაქარიას, ბარაქიას ძის, სისხლამდე, რომელიც ტაძარსა და სამსხვერპლოს შორის მოკალით.+ 36  ჭეშმარიტებას გეუბნებით: ეს ყველაფერი მოეკითხება ამ თაობას! 37  იერუსალიმო, იერუსალიმო, წინასწარმეტყველთა მკვლელო და შენთან გამოგზავნილთა ჩამქოლავო!+ რამდენჯერ მოვინდომე შენი შვილების შეკრება, როგორც კრუხი იკრებს ფრთებქვეშ თავის წიწილებს, მაგრამ არ ინდომეთ.+ 38  აჰა, ოხრად გრჩებათ თქვენი ტაძარი.+ 39  გეუბნებით: ამიერიდან ვეღარ მიხილავთ, სანამ არ იტყვით, კურთხეულიაო იეჰოვას* სახელით მომავალი!“+

სქოლიოები

კოლოფები, რომლებშიც წმინდა წერილების მონაკვეთები ეწყო და უბედურებისგან თავდაცვის მიზნით ატარებდნენ.
ნიშნავს „მოძღვარს“.
სიტყვასიტყვით — „ნაძარცვით“.