მათეს სახარება 28:1—20

  • იესოს აღდგომა (1—10).

  • ჯარისკაცების მოსყიდვა ტყუილის გასავრცელებლად (11—15).

  • იესოს დავალება ხალხის მოწაფეებად მომზადების შესახებ (16—20).

28  შაბათი რომ დასრულდა და კვირის პირველი დღე თენდებოდა, მაგდალელი მარიამი და მეორე მარიამი სამარხის სანახავად მივიდნენ.+  აი, დიდი მიწისძვრა მომხდარიყო, რადგან ზეციდან იეჰოვას ანგელოზი ჩამოსულიყო და ლოდი გადაეგორებინა. ანგელოზი ლოდზე იჯდა,+  ელვასავით ბრწყინავდა და თოვლივით თეთრი სამოსელი ემოსა.+  შიშისგან აკანკალებული გუშაგები მკვდრებს დამსგავსებოდნენ.  ანგელოზმა ქალებს მიმართა: „ნუ გეშინიათ! ვიცი, იესოს ეძებთ, რომელიც ძელზე გააკრეს.+  ის აქ აღარ არის, აღდგა, როგორც ამბობდა.+ მოდით, ნახეთ ის ადგილი, სადაც ესვენა!  მერე კი დაუყოვნებლივ წადით და მის მოწაფეებს უთხარით, რომ ის მკვდრეთით აღდგა! ის მათზე ადრე ჩავა გალილეაში+ და იქ ნახავენ მას. აჰა, გითხარით სათქმელი!“+  შეშინებულებმა, თუმცა ძლიერ გახარებულებმა, სასწრაფოდ დატოვეს სამარხი და გაიქცნენ, რომ მისი მოწაფეებისთვის ეცნობებინათ ყოველივე.+  იესო შეხვდა მათ და მიესალმა; ისინი კი მივიდნენ, ფეხებზე მოეხვივნენ და პირქვე დაემხვნენ მის წინაშე. 10  მაშინ იესომ უთხრა: „ნუ გეშინიათ! წადით და უთხარით ჩემს ძმებს, რომ გალილეაში წავიდნენ და იქ მნახავენ“. 11  ისინი გზაში იყვნენ, როცა მცველთაგან+ ზოგიერთი ქალაქში შევიდა და მომხდარის შესახებ უფროს მღვდლებს აცნობა. 12  ისინი კი უხუცესებთან ერთად შეიკრიბნენ და ითათბირეს. შემდეგ ჯარისკაცებს ბლომად მისცეს ვერცხლი 13  და უთხრეს: „ასე თქვით, ღამით, როცა გვეძინა, მისი მოწაფეები მოვიდნენ და მოიპარესო.+ 14  გამგებლის ყურამდე თუ მიაღწევს, ჩვენ ავუხსნით ყველაფერს და უსიამოვნებებს აგარიდებთ“. 15  მათაც გამოართვეს ვერცხლი და როგორც დაარიგეს, ისე მოიქცნენ. ეს ამბავი იუდეველებში დღემდეა გავრცელებული. 16  ამასობაში თერთმეტი მოწაფე გალილეაში+ იმ მთისკენ გაეშურა, სადაც იესომ დაუთქვა შეხვედრა.+ 17  როცა დაინახეს იგი, პირქვე დაემხვნენ, მაგრამ ზოგს ეჭვი შეეპარა, რომ ის იესო იყო. 18  იესო მივიდა მათთან და უთხრა: „მთელი ძალაუფლება, ზეცაში თუ დედამიწაზე, მე მაქვს მოცემული.+ 19  ამიტომ წადით ყველა ერის ხალხთან+ და ჩემს მოწაფეებად მოამზადეთ ისინი; მონათლეთ+ მამის, ძისა და წმინდა სულის სახელით, 20  ასწავლეთ მათ ყველაფრის დაცვა, რაც ჩემგან ისწავლეთ*,+ და მეც ყოველდღე თქვენთან ვიქნები ქვეყნიერების* აღსასრულამდე!“+

სქოლიოები

სხვაგვარად — „მცნებად დაგიდეთ“, „გიბრძანეთ“.
ბერძნ. „ეონ“. იხ. „ქვეყნიერება“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).