მალაქია 1:1—14

  • იეჰოვას უყვარს თავისი ხალხი (1—5).

  • მღვდლები ნაკლიან მსხვერპლს სწირავენ (6—14).

    • ღვთის სახელი განდიდდება ერებში (11).

1  განაჩენი: მალაქიას* მეშვეობით წარმოთქმული იეჰოვას სიტყვა ისრაელის წინააღმდეგ:  «მე შეგიყვარეთ,+ — ამბობს იეჰოვა. — თქვენ კი ამბობთ, საიდან ჩანს, რომ შეგვიყვარეო. ესავი და იაკობი ძმები არ იყვნენ?!+ — ამბობს იეჰოვა, — მაგრამ მე იაკობი შევიყვარე,  ესავი კი შევიძულე;+ გავაპარტახე მისი მთები+ და მისი სამკვიდრო უდაბნოს ტურების ბუნაგად ვაქციე.+  ედომი ამბობს, დაქცეულები ვართ, მაგრამ მაინც დავბრუნდებით და აღვადგენთ ჩვენს განადგურებულ ადგილებსო, — ამბობს ლაშქართა ღმერთი იეჰოვა. — აღადგენენ, მაგრამ მე მაინც დავანგრევ. მათ „ბოროტების მხარეს“ და „იეჰოვასგან სამარადისოდ შერისხულ ხალხს“ უწოდებენ.+  ამას საკუთარი თვალით იხილავთ და იტყვით, იდიდოსო იეჰოვამ ისრაელის მიწაზე!  შვილი პატივს სცემს მამას+ და მსახური — ბატონს. თუ მამა ვარ,+ სად არის ჩემდამი პატივისცემა?!+ თუ ბატონი ვარ, სად არის ჩემდამი შიში?! მღვდლებო, ჩემი სახელის მოძულენო, თქვენ მოგმართავთ ლაშქართა ღმერთი იეჰოვა.+ თქვენ ამბობთ, საიდან ჩანს, რომ შენი სახელი შევიძულეთო.  იქიდან, რომ წაბილწული შესაწირავი მოგაქვთ ჩემს სამსხვერპლოზე. თქვენ ამბობთ, რით წაგბილწეთო. იმით, რომ ამბობთ, იეჰოვას სუფრა+ საძულველიაო;  ბრმა ცხოველს მწირავთ და ამბობთ, ამაში ცუდი არაფერიაო. კოჭლი და სნეული მოგყავთ და ამბობთ, ამაში ცუდი არაფერიაო.+ აბა მიართვი ის შენს გამგებელს, თუ მოგიწონებს, თუ ეამება?! — ამბობს ლაშქართა ღმერთი იეჰოვა. —  გული მოულბეთ ღმერთს, რომ შეგიწყალოთ; ასეთი შესაწირავები რომ მიგაქვთ მისთვის, განა ეამება?! — ამბობს ლაშქართა ღმერთი იეჰოვა. — 10  უსასყიდლოდ რომელი თქვენგანი კეტავს კარებს*?!+ უსასყიდლოდ ცეცხლსაც კი არ ანთებთ ჩემს სამსხვერპლოზე.+ არ იმსახურებთ ჩემს მოწონებას, — ამბობს ლაშქართა ღმერთი იეჰოვა, — არ მსიამოვნებს თქვენი შესაწირავი.+ 11  აღმოსავლეთიდან დასავლეთამდე განდიდებული იქნება ჩემი სახელი ხალხებში.+ ყველგან შემომწირავენ მსხვერპლს და აღავლენენ შესაწირავს, წმინდა ძღვენს, ჩემი სახელის პატივსაცემად, რადგან განდიდებული იქნება ჩემი სახელი ხალხებში,+ — ამბობს ლაშქართა ღმერთი იეჰოვა. — 12  თქვენ კი შეურაცხყოფთ მას*+ იმით, რომ ამბობთ, წაბილწულიაო იეჰოვას სუფრა და საძულველიაო მასზე დაწყობილი შესაწირავი.+ 13  იმასაც ამბობთ, როგორ დავიქანცეთო. ზიზღით სუნავთ შესაწირავს, — ამბობს ლაშქართა ღმერთი იეჰოვა. — ძღვნად მოგყავთ მოპარული, კოჭლი და სნეული. როგორ მივიღო ასეთი მსხვერპლი?!+ — ამბობს იეჰოვა. — 14  წყეული იყოს, ვინც მზაკვრულად იქცევა, ფარაში საღი მამალი ცხოველი ჰყავს, მაგრამ აღთქმას დებს და დასახიჩრებულს სწირავს იეჰოვას. დიდებული მეფე ვარ,+ — ამბობს ლაშქართა ღმერთი იეჰოვა, — ჩემი სახელი ხალხებს მოწიწებას მოჰგვრის».+

სქოლიოები

ნიშნავს „ჩემს მაცნეს“.
სავარაუდოდ, იგულისხმება ტაძრის კარების დაკეტვის მოვალეობა.
ან შესაძლოა: „შეურაცხმყოფთ“.