მსაჯულები 13:1—25

  • ანგელოზი მანოახსა და მის ცოლს სტუმრობს (1—23).

  • სამსონის დაბადება (24, 25).

13  კვლავ დაიწყეს ისრაელებმა ბოროტების ჩადენა იეჰოვას თვალში+ და 40 წლით ფილისტიმელთა ხელში ჩაყარა ისინი იეჰოვამ.+  დანის+ საგვარეულოში იყო ერთი ცორელი+ კაცი, სახელად მანოახი.+ მისი ცოლი უშვილო+ იყო.  გამოეცხადა იმ ქალს იეჰოვას ანგელოზი და უთხრა: „უშვილო ხარ, მაგრამ დაორსულდები და ვაჟი შეგეძინება.+  გაფრთხილდი, არ დალიო არც ღვინო და არც სხვა მათრობელი სასმელი,+ არც უწმინდური ჭამო რამე!+  დაორსულდები და ვაჟს გააჩენ; სამართებელი არ მიაკარო მის თავს,+ რადგან ბავშვი დედის მუცლიდანვე ღვთის ნაზირი* იქნება და ის დაიხსნის ისრაელს ფილისტიმელთა ხელიდან!“+  წავიდა ქალი და ქმარს უთხრა: „ღვთის კაცი მოვიდა ჩემთან; ღვთის ანგელოზს ჰგავდა და შიშის მომგვრელი იყო. არ მიკითხავს, საიდან იყო და არც მას უთქვამს თავისი სახელი.+  ასე მითხრა, დაორსულდები და ვაჟს გააჩენო. არ დალიო არც ღვინო და არც სხვა მათრობელი სასმელი, არც უწმინდური ჭამო რამე, რადგან ბავშვი დედის მუცლიდან სიკვდილამდე ღვთის ნაზირი იქნებაო“.  შეევედრა მანოახი იეჰოვას: „მომიტევე, იეჰოვა, მაგრამ იქნებ ის ღვთის კაცი, შენ რომ გამოგზავნე, კიდევ მოვიდეს და გვასწავლოს, როგორ გავზარდოთ ბავშვი, რომელიც დაიბადება“.  შეისმინა ღმერთმა მანოახის თხოვნა და ღვთის ანგელოზი კვლავ მივიდა ქალთან, როცა ის მინდორში იყო. მანოახი, მისი ქმარი, იქ არ იყო. 10  ქალი მაშინვე გაიქცა და ქმარს ამცნო: „ისევ ის კაცი ვნახე, იმ დღეს რომ იყო მოსული“.+ 11  ადგა მანოახი, გაჰყვა თავის ცოლს, მივიდა იმ კაცთან და ჰკითხა: „შენ ელაპარაკე ჩემს ცოლს?“ მან მიუგო: „მე ველაპარაკე“. 12  მანოახმა უთხრა: „დაე ასრულდეს შენი სიტყვა! როგორ იცხოვრებს ეს ბავშვი და რას გააკეთებს?“+ 13  იეჰოვას ანგელოზმა მანოახს მიუგო: „ერიდოს შენი ცოლი ყველაფერს, რაც ვუთხარი.+ 14  ვაზისგან მოწეული არაფერი ჭამოს, არ დალიოს არც ღვინო და არც სხვა მათრობელი სასმელი,+ არც უწმინდური ჭამოს რამე.+ ყველაფერი დაიცვას, რაც ვუთხარი!“ 15  სთხოვა მანოახმა იეჰოვას ანგელოზს: „ჯერ ნუ წახვალ, თიკანს დაგიკლავთ!“+ 16  იეჰოვას ანგელოზმა მანოახს მიუგო: „რომც დავრჩე, მაინც არაფერს შევჭამ, მაგრამ, თუ დასაწვავი მსხვერპლის შეწირვა გსურს იეჰოვასთვის, შესწირე!“ არ იცოდა მანოახმა, რომ ის იეჰოვას ანგელოზი იყო. 17  უთხრა მანოახმა იეჰოვას ანგელოზს: „გვითხარი შენი სახელი,+ რომ, როცა შენი სიტყვა შესრულდება, პატივი გცეთ“. 18  იეჰოვას ანგელოზმა მიუგო: „სახელს რატომ მეკითხები?! საოცარია ეს სახელი!“ 19  წაიყვანა მანოახმა თიკანი, წაიღო მარცვლეული შესაწირავი და ქვაზე შესწირა იეჰოვას, მან კი სასწაული მოახდინა მანოახისა და მისი ცოლის თვალწინ. 20  ცად ავარდა ალი სამსხვერპლოდან და იეჰოვას ანგელოზიც სამსხვერპლოს ალს აჰყვა მანოახისა და მისი ცოლის თვალწინ. ისინი მაშინვე პირქვე დაემხვნენ მიწაზე. 21  მაშინღა მიხვდა მანოახი, რომ ის იეჰოვას ანგელოზი იყო. იეჰოვას ანგელოზი+ მეტად აღარ გამოსცხადებია მანოახსა და მის ცოლს. 22  უთხრა მანოახმა ცოლს: „სიკვდილი არ აგვცდება, რადგან ღმერთი ვიხილეთ“.+ 23  ცოლმა მიუგო: „იეჰოვას ჩვენი სიკვდილი რომ ნდომებოდა, არ მიიღებდა ჩვენი ხელიდან დასაწვავ მსხვერპლსა+ და მარცვლეულ შესაწირავს, არ გვახილვინებდა და არ გვეტყოდა ამ ყველაფერს“. 24  გააჩინა ქალმა ვაჟი და სამსონი+ დაარქვა. იზრდებოდა ბავშვი და იეჰოვა მას კურთხევას არ აკლებდა. 25  ამოქმედდა მასზე იეჰოვას სული+ მახანე-დანში,+ ცორასა და ეშთაოლს+ შორის.

სქოლიოები

ებრ. „ნაზირ“, ნიშნავს „გამორჩეულს“, „გამოცალკევებულს“, „მიძღვნილს“.