ნაუმი 2:1—13
2 გამფანტავმა შენ* წინააღმდეგ გამოილაშქრა.+
დაიცავი ციხესიმაგრენი!
თვალი არ მოაცილო გზას!
ძალა მოიკრიბე და გამაგრდი!
2 იეჰოვა ისრაელთან ერთად
იაკობსაც დაუბრუნებს სიამაყეს,ვინაიდან ამაოხრებლებმა მიწასთან გაასწორეს ისინი+და მოუსპეს ყლორტები.
3 წითლად შეღებილა მის მებრძოლთა ფარები.შინდისფრად შემოსილან მისი მეომრები.
ცეცხლივით ელვარებს საომარ ეტლთა რკინის აღჭურვილობა,როცა ის საბრძოლველად ემზადება;ღვიის შუბებს იქნევენ ისინი.
4 ქუჩებში საომარი ეტლები გაშმაგებით დაქრიან;
მოედნებზე დაგრიალებენ.
ანთებული ჩირაღდნებივით ანათებენ და ელვის სისწრაფით მიქრიან.
5 ის მოუხმობს თავის დიდებულთ;
წაიფორხილებენ ისინი სვლისას.
გალავნისკენ მიიჩქარიან,რომ სავალი ჩახერგონ.
6 გაიხსნება მდინარის ბჭენიდა დაინგრევა სასახლე.
7 გადაწყვეტილია ეს. გაშიშვლებულია იგი,ტყვედაა წაყვანილი, მისი მოახლეები კი კვნესიან;
მკერდში მჯიღს იცემენ და მტრედის ხმას გამოსცემენ.
8 ნინევე+ თავისი არსებობის მანძილზე წყალსატევივით იყო,მაგრამ ახლა გარბიან იქიდან.
შეჩერდით, შეჩერდითო,
მაგრამ კაციშვილი არ ბრუნდება უკან.+
9 დაიტაცეთ ვერცხლი, დაიტაცეთ ოქრო!
იქ აურაცხელი განძეულია;
იქაურობა ძვირფასი ნივთებითაა სავსე.
10 დაცარიელდა, გაუდაბურდა და აოხრდა ქალაქი!+
შიშისაგან გული უთრთით, მუხლები ეკვეთებათ, თეძოები უცახცახებთ,სახეები ალეწვიათ.
11 სადღაა ლომთა ბუნაგი,+ სადაც ლომები იკვებებოდნენ,სადაც ლომი თავის ბოკვრებთან ერთად დადიოდადა ვერავინ აფრთხობდა მათ?!
12 ლომი თავისი ბოკვრებისთვის სამყოფ ნანადირევს გლეჯდადა თავისი ძუ ლომებისთვის მსხვერპლს ახრჩობდა.
თავის ბუნაგს ნანადირევით ავსებდადა თავის სამალავს — დაგლეჯილი ცხოველებით.
13 „შენ წინააღმდეგ გამოვდივარ, — ამბობს ლაშქართა ღმერთი იეჰოვა,+ —დავწვავ და კვამლში გავხვევ შენს საომარ ეტლებს.+მახვილი მოუღებს ბოლოს შენს ლომებს.
დედამიწაზე ვეღარსად ინადირებდა აღარ გაისმება შენი მაცნეების ხმა“.+
სქოლიოები
^ იგულისხმება ნინევე.