ნაუმი 3:1—19
3 ვაი სისხლისმღვრელ ქალაქს,
მზაკვრობითა და ძარცვით სავსეს,
მუდამ რომ მტაცებლობს!
2 ისმის მათრახის ტყლაშუნი და ბორბლების გრიალი,მიქრის ცხენი და მიგრიალებს ეტლი.
3 მხედარი, ელვარე მახვილი, მბზინვარე შუბი,უამრავი დახოცილი, გვამების დიდი გროვა;არ ილევა ცხედრები.
გვამებზე ბორძიკობენ.
4 ეს იმიტომ, რომ ბევრს მეძაობს მეძავი;მიმზიდველი და მომხიბვლელია, გაწაფულია ჯადოქრობაში,მახეში აბამს ხალხებს თავისი მეძაობით და აცდუნებს ერებს თავისი ჯადოქრობით.
5 „შენ* წინააღმდეგ გამოვდივარ, — ამბობს ლაშქართა ღმერთი იეჰოვა.+ —სახეზე აგაფარებ შენს კალთებს,დავანახვებ ხალხებს შენს სიშიშვლესდა სამეფოებს — შენს სირცხვილს.
6 ნაგავს დაგაყრი,საძულველს გაგხდიდა სანახაობად გაქცევ.+
7 ყველა შენი შემხედვარე გაიქცევა+ და იტყვის,განადგურდა ნინევე,
ვინ თანაუგრძნობსო მას.
სად გიპოვო ნუგეშისმცემელნი?!
8 განა ნო-ამონზე*+ უკეთესი ხარ, ნილოსის არხებთან+ რომ იჯდა,
გარს წყლები რომ ერტყადა ზღვა რომ იყო მისი სიმდიდრე და გალავანი?!
9 ეთიოპიისა და ეგვიპტის წყალობით იყო ის ძლევამოსილი,
მას ეხმარებოდნენ+ ფუტი+ და ლიბიელნი.
10 თუმცა მაინც გადაასახლეს,ტყვედ წაიყვანეს.+
ყველა ქუჩის კუთხეში უმოწყალოდ დაუხოცეს ბავშვები,
წილი ყარეს მის დიდებულებზედა ბორკილები დაადეს მის წარჩინებულებს.
11 შენც დათვრები,+შენც გაუჩინარდები.
მტრისგან თავდასაცავად თავშესაფარს დაუწყებ ძებნას.
12 შენი ციხესიმაგრეები იმ ლეღვის ხეებს ჰგვანან, პირველი ნაყოფი რომ გამოიღეს.თუ შეარხევენ, ნაყოფი პირში ჩაუცვივდება შთამნთქმელთ.
13 შენი ჯარისკაცები ქალებივით არიან.
ფართოდ გაეღებათ შენი ქვეყნის კარიბჭეები მტრებს;
ცეცხლი შთანთქავს შენს კარიბჭეთა ურდულებს.
14 მოიმარაგე წყალი ალყისთვის!+
გაამაგრე ციხესიმაგრენი!
ჩადექი ტალახში და ზილე თიხა!გაამზადე აგურის ყალიბი.
15 იქაც გშთანთქავს ცეცხლი,
მახვილი მოგიღებს ბოლოს.+
გშთანთქავს ისე, როგორც კალიები შთანთქავენ.+
გამრავლდით კალიებივით,
კალიებივით გამრავლდით!
16 ცის ვარსკვლავებზე მეტად გაგიმრავლებია ვაჭრები.
ახალგამოჩეკილი კალია კანს იძრობს და მიფრინავს.
17 შენი მცველები კალიებს ჰგვანან,ჯარის შემკრებნი კი — კალიების გუნდს.
ცივ დღეს ქვით ნაშენ ფარეხებში იბუდებენ.როგორც კი მზე გამოანათებს, მაშინვე გამოფრინდებიან,და არავინ იცის მათი სამყოფელი.
18 თვლემენ შენი მწყემსები, ასურეთის მეფეო,შენი დიდებულები თავ-თავიანთ სამფლობელოებში რჩებიან.
შენი ხალხი მთებში მიმოფანტულა,არავინაა მათი შემკრები.+
19 არ შეგიმსუბუქდება უბედურება.
უკურნებელია შენი ჭრილობა.
შენი ამბის გამგებნი ტაშს შემოჰკრავენ.+ვის არ უგემია შენი გაუგონარი სისასტიკე?!“+