ნეემია 10:1—39

  • ხალხი პირობას დებს, რომ კანონს დაიცავენ (1—39).

    • „ჩვენ არ უნდა მივატოვოთ ჩვენი ღვთის ტაძარი!“ (39).

10  აი ისინი, ვინც დაადასტურა ეს ბეჭდის დასმით:+ თირშათა* ნეემია, ხაქალიას ვაჟი, და ციდკია,  სერაია, აზარია, იერემია,  ფაშხური, ამარია, მალქია,  ხატუში, შებანია, მალუქი,  ხარიმი,+ მერემოთი, ობადია,  დანიელი,+ გინეთონი, ბარუქი,  მეშულამი, აბია, მიამინი,  მააცია, ბილგაი და შემაია; ესენი მღვდლები არიან.  ლევიანები: აზანიას ვაჟი იეშუა, ბინუი ხენადადის ძეთაგან, კადმიელი,+ 10  და მათი მოძმეები — შებანია, ჰოდია, კელიტა, ფელაია, ხანანი, 11  მიქა, რეხობი, ხაშაბია, 12  ზაქური, შერებია,+ შებანია, 13  ჰოდია, ბანი და ბენინუ. 14  ხალხის თავკაცები: ფაროში, ფახათ-მოაბი,+ ელამი, ზათუ, ბანი, 15  ბუნი, აზგადი, ბებაი, 16  ადონია, ბიგვაი, ადინი, 17  ატერი, ხიზკია, აზური, 18  ჰოდია, ხაშუმი, ბეცაი, 19  ხარიფი, ანათოთი, ნებაი, 20  მაგფიაში, მეშულამი, ხეზირი, 21  მეშეზაბელი, ცადოკი, იადუა, 22  ფელატია, ხანანი, ანაია, 23  ჰოშეა, ხანანია, ხაშუბი, 24  ჰალოხეში, ფილხა, შობეკი, 25  რეხუმი, ხაშაბნა, მაასეია, 26  ახია, ხანანი, ანანი, 27  მალუქი, ხარიმი და ბაანა. 28  დანარჩენები, რომელთაც გაიგეს და ჩასწვდნენ*, რა მოეთხოვებოდათ — მღვდლები, ლევიანები, კარიბჭის მცველები, მგალობლები, ტაძრის მსახურები* და ყველა, ვინც იმ მიწაზე მცხოვრებ ხალხებს გამოეყო ჭეშმარიტი ღვთის კანონის+ დასაცავად, თავიანთ ცოლებთან, ვაჟებთან და ასულებთან ერთად — 29  შეუერთდნენ თავიანთ მოძმეთ, დიდებულებს, და დაიფიცეს, რომ, თუ არ მიჰყვებოდნენ ღვთის კანონს, რომელიც ღვთის მსახურის, მოსეს ხელით გადაეცათ, და არ დაიცავდნენ გულდასმით ჩვენი უფლის, იეჰოვას, მცნებებს, სამართალსა და წესებს, დაწყევლილნი იქნებოდნენ. 30  აღთქმა დადეს, რომ არ მიათხოვებდნენ თავიანთ ასულებს ამ მიწაზე მცხოვრებ ხალხებს და არც მათ ასულებს შერთავდნენ ცოლად თავიანთ ვაჟებს.+ 31  თუ ამ მიწაზე მცხოვრები ხალხები შაბათობით გასაყიდად მოიტანდნენ საქონელსა თუ ნებისმიერ მარცვლეულს, არაფერს იყიდდნენ მათგან არც შაბათს+ და არც რომელიმე წმინდა დღეს,+ არ ისარგებლებდნენ მიწით მე-7 წელს+ და ვალებსაც აპატიებდნენ მოვალეებს.+ 32  თითოეულმა აგრეთვე წესად ვიქციეთ, რომ ყოველწლიურად შეკელის* მესამედს გავიღებდით ჩვენი ღვთის ტაძარში შესასრულებელი მსახურებისთვის,+ 33  წარსადგენი პურისთვის,+ ყოველდღიური მარცვლეული შესაწირავისთვის,+ შაბათობით+ და ახალმთვარობების დროს+ დასაწვავი მსხვერპლისთვის, აგრეთვე დადგენილი დღესასწაულებისთვის,+ წმინდა ძღვნისთვის, ცოდვის შესაწირავებისთვის+ ისრაელის გამოსასყიდად, და ჩვენი ღვთის ტაძარში შესასრულებელი ყველა სხვა საქმისთვის. 34  წილი ვყარეთ მღვდლებმა, ლევიანებმა და ხალხმა ჩვენ-ჩვენი საგვარეულოების მიხედვით, თუ ვის როდის უნდა მიგვეტანა შეშა წლიდან წლამდე ჩვენი ღვთის ტაძარში, იეჰოვას, ჩვენი ღვთის, სამსხვერპლოზე დასაწვავად, როგორც ამას კანონი მოითხოვდა.+ 35  აღთქმა დავდეთ, რომ წლიდან წლამდე ჩვენი მიწისა და ყველანაირი ხეხილის პირველმოწეულ ნაყოფსაც იეჰოვას ტაძარში მივიტანდით;+ 36  ჩვენი ღვთის ტაძარში მივიყვანდით ჩვენს პირმშოებსა და ჩვენი პირუტყვისა და ცხვარ-ძროხის პირველმოგებულს+ იქ მომსახურე მღვდლებთან,+ როგორც ამას კანონი მოითხოვს. 37  ჩვენი პირველმოწეული მარცვლეულის ღერღილი,+ ჩვენი შესაწირავი, ყოველგვარი ხის ნაყოფი,+ ახალი ღვინო და ზეთი+ უნდა მიგვეტანა მღვდლებისთვის ჩვენი ღვთის ტაძრის საკუჭნაოში*,+ მიწის მეათედი კი ლევიანებისთვის უნდა მიგვეცა,+ რადგან ლევიანები კრებენ მეათედს ჩვენი სამიწათმოქმედო ქალაქებიდან. 38  მღვდელი, აარონის შთამომავალი, ლევიანებთან უნდა იყოს, როცა ისინი მეათედებს შეკრებენ. ამ მეათედის მეათედი ლევიანებმა ჩვენი ღვთის ტაძრის საკუჭნაოსთვის უნდა გაიღონ;+ 39  ისრაელებმა და ლევიანებმა საკუჭნაოში უნდა მიიტანონ მარცვლეულის, ახალი ღვინისა და ზეთის+ შესაწირავი.+ იქ ინახება ტაძრის ნივთები და იქ რჩებიან მღვდლები, კარიბჭის მცველები და მგალობლები. ჩვენ არ უნდა მივატოვოთ ჩვენი ღვთის ტაძარი!+

სქოლიოები

მხარის გამგებლის ტიტული სპარსეთში.
ებრ. „ნეთინიმ“, ნიშნავს „გადაცემულებს“.
ან შესაძლოა: „იმ ასაკში იყვნენ, რომ შეეძლოთ გაგება“.
შეკელი უდრიდა 11,4 გრ-ს. იხ. დანართი ბ14.
სხვაგვარად — „სასადილო ოთახებში“.