ნეემია 11:1—36

  • იერუსალიმში ხალხი კვლავ სახლდება (1—36).

11  ხალხის მთავრები იერუსალიმში ცხოვრობდნენ,+ ხალხმა კი წილი ყარა,+ რომ ათიდან ერთი იერუსალიმში, წმინდა ქალაქში, დასახლებულიყო; დანარჩენი ცხრა სხვა ქალაქებში დარჩა.  ზოგმა ნებაყოფლობით არჩია იერუსალიმში ცხოვრება, და ხალხმაც დალოცა ისინი.  აი სამთავროთა მთავრები, რომლებიც იერუსალიმში ცხოვრობდნენ (დანარჩენი ისრაელები, მღვდლები, ლევიანები, ტაძრის მსახურები*+ და სოლომონის მსახურთა შთამომავლები+ იუდას სხვა ქალაქებში ცხოვრობდნენ, თითოეული თავის ქალაქში, თავის სამკვიდროში.+  იუდასა და ბენიამინის ტომებიდან ზოგი იერუსალიმში ცხოვრობდა). იუდასტომელთაგან იყვნენ: ფერეცელთა+ შტოდან — ათაია, უზიას ვაჟი, ზაქარიას ვაჟი, ამარიას ვაჟი, შეფატიას ვაჟი, მაჰალალელის ვაჟი;  შელაელთა შტოდან — მაასეია, ბარუქის ვაჟი, ქოლხოზეს ვაჟი, ხაზაიას ვაჟი, ადაიას ვაჟი, იოიარიბის ვაჟი, ზაქარიას ვაჟი.  ფერეცის შთამომავალთაგან იერუსალიმში 468 მამაცი კაცი ცხოვრობდა.  ბენიამინელთაგან იყვნენ: სალუ,+ მეშულამის ვაჟი, იოედის ვაჟი, ფედაიას ვაჟი, კოლაიას ვაჟი, მაასეიას ვაჟი, ითიელის ვაჟი, იეშაიას ვაჟი;  აგრეთვე გაბაი და სალაი — სულ 928 კაცი.  მათი ზედამხედველი იყო ზიქრის ვაჟი იოელი, ქალაქის მეორე ზედამხედველი იყო ჰასენუას ვაჟი იუდა. 10  მღვდელთაგან იყვნენ: იოიარიბის ვაჟი იედაია, იაქინი,+ 11  სერაია, ხილკიას ვაჟი, მეშულამის ვაჟი, ცადოკის ვაჟი, მერაიოთის ვაჟი, ღვთის ტაძრის წინამძღოლის, ახიტუბის,+ ვაჟი, 12  და მათი მოძმეები, ტაძარში მომსახურენი — სულ 822 კაცი; ადაია, იეროხამის ვაჟი, ფელალიას ვაჟი, ამცის ვაჟი, ზაქარიას ვაჟი, ფაშხურის+ ვაჟი, მალქიას ვაჟი, 13  და მისი მოძმეები, შტოთა თავკაცები — სულ 242 კაცი; ამაშსაი, აზარელის ვაჟი, ახზაის ვაჟი, მეშილემოთის ვაჟი, იმერის ვაჟი, 14  და მათი მოძმეები — 128 მამაცი ვაჟკაცი. მათი ზედამხედველი იყო ზაბდიელი, დიდგვაროვანთა ოჯახიდან. 15  ლევიანთაგან იყვნენ: შემაია,+ ხაშუბის ვაჟი, აზრიკამის ვაჟი, ხაშაბიას ვაჟი, ბუნის ვაჟი, 16  და შაბეთაი+ და იოზაბადი+ ლევიანთა თავკაცებიდან, რომლებიც ზედამხედველობას უწევდნენ ღვთის ტაძრის გარე სამუშაოებს; 17  აგრეთვე მათანია,+ მიქას ვაჟი, ზაბდის ვაჟი, ასაფის ვაჟი,+ მგალობელთა ზედამხედველი, რომელიც ლოცვისას+ გალობას უძღვებოდა, და ბაკბუკია, მისი მოძმე და დამხმარე, და აბდა, შამუას ვაჟი, გალალის ვაჟი, იედუთუნის+ ვაჟი. 18  წმინდა ქალაქში სულ 284 ლევიანი იყო. 19  კარიბჭის მცველები იყვნენ: აკუბი, თალმონი+ და მათი მოძმეები, რომლებიც იცავდნენ კარიბჭეებს — 172 კაცი. 20  დანარჩენი ისრაელები, ლევიანები და მღვდლები იუდას სხვა ქალაქებში, თავ-თავიანთ სამკვიდროებში, ცხოვრობდნენ. 21  ტაძრის მსახურები+ ოფელში+ ცხოვრობდნენ; მათ ციხა და გიშფა ზედამხედველობდნენ. 22  იერუსალიმში ლევიანების ზედამხედველი იყო უზი, ბანის ვაჟი, ხაშაბიას ვაჟი, მათანიას+ ვაჟი, მიქას ვაჟი, ასაფის შთამომავალთაგან, მგალობელთაგან. ის ღვთის ტაძრის სამუშაოებს ზედამხედველობდა. 23  სამეფო ბრძანებულებით+ მგალობლებს ყოველდღიური საჭიროების მიხედვით მუდმივად ეძლეოდათ სარჩო. 24  ფეთახია, მეშეზაბელის ვაჟი, იუდას ვაჟის, ზერახის, შთამომავალთაგან, მეფის მრჩეველი იყო ყველა საერო საქმეში. 25  ზოგი იუდასტომელი ცხოვრობდა დასახლებებში, რომლებსაც გარს მინდვრები ეკრა; ისინი ცხოვრობდნენ კირიათ-არბასა+ და მის მიმდებარე ქალაქებში, დიბონსა და მის მიმდებარე ქალაქებში, იეკაბცეელსა+ და მის დასახლებებში, 26  იეშუაში, მოლადაში,+ ბეთ-ფალეტში,+ 27  ხაცარ-შუალში,+ ბეერ-შებასა და მის მიმდებარე ქალაქებში, 28  ციკლაგში,+ მექონასა და მის მიმდებარე ქალაქებში, 29  ენ-რიმონში,+ ცორაში,+ იარმუთში, 30  ზანოახში,+ ადულამსა და მათ დასახლებებში, ლაქიშსა+ და მის მიდამოებში, აზეკასა+ და მის მიმდებარე ქალაქებში. ისინი ბეერ-შებიდან ჰინომის ველამდე+ დასახლდნენ. 31  ბენიამინელები ცხოვრობდნენ გებაში,+ მიქმაშში, აიაში, ბეთელსა+ და მის მიმდებარე ქალაქებში, 32  ანათოთში,+ ნობში,+ ანანიაში, 33  ხაცორში, რამაში,+ გითაიმში, 34  ხადიდში, ცებოიმში, ნებალატში, 35  ლოდსა და ონოში,+ ხელოსანთა ველზე. 36  იუდაში მცხოვრები ლევიანთა ზოგი ჯგუფი ბენიამინის მიწაზე დასახლდა.

სქოლიოები

ებრ. „ნეთინიმ“, ნიშნავს „გადაცემულებს“.