ნეემია 12:1—47

  • მღვდლები და ლევიანები (1—26).

  • გალავნის მიძღვნა (27—43).

  • ორგანიზება ეწევა ტაძარში მსახურებას (44—47).

12  აი მღვდლები და ლევიანები, რომლებიც დაბრუნდნენ შეალთიელის+ ვაჟ ზერუბაბელთან+ და იეშუასთან+ ერთად: სერაია, იერემია, ეზრა,  ამარია, მალუქი, ხატუში,  შექანია, რეხუმი, მერემოთი,  იდო, გინეთოი, აბია,  მიამინი, მაადია, ბილგა,  შემაია, იოიარიბი, იედაია,  სალუ, ამოკი, ხილკია და იედაია. ესენი იყვნენ მღვდლებისა და მათი მოძმეების თავკაცები იეშუას დროს.  ლევიანთაგან იყვნენ: იეშუა, ბინუი, კადმიელი,+ შერებია, იუდა და მათანია,+ რომლებიც თავიანთ მოძმეებთან ერთად საგალობლების შესრულებას უძღვებოდნენ.  მათი მოძმეები, ბაკბუკია და უნი, მათ მოპირდაპირე მხარეს იდგნენ სადარაჯოზე*. 10  იეშუას შეეძინა იოიაკიმი, იოიაკიმს შეეძინა ელიაშიბი,+ ელიაშიბს კი — იოიადა,+ 11  იოიადას შეეძინა იონათანი, იონათანს კი — იადუა. 12  აი მღვდლები, რომლებიც იოიაკიმის დროს საგვარეულოთა თავკაცები იყვნენ: სერაიას+ საგვარეულოდან — მერაია, იერემიას საგვარეულოდან — ხანანია, 13  ეზრას+ საგვარეულოდან — მეშულამი, ამარიას საგვარეულოდან — იეჰოხანანი, 14  მალუქის საგვარეულოდან — იონათანი, შებანიას საგვარეულოდან — იოსები, 15  ხარიმის+ საგვარეულოდან — ადნა, მერაიოთის საგვარეულოდან — ხელკაი, 16  იდოს საგვარეულოდან — ზაქარია, გინეთონის საგვარეულოდან — მეშულამი, 17  აბიას+ საგვარეულოდან — ზიქრი, მინიამინის საგვარეულოდან — ...*, მოადიას საგვარეულოდან — ფილტაი, 18  ბილგას+ საგვარეულოდან — შამუა, შემაიას საგვარეულოდან — იეჰონათანი, 19  იოიარიბის საგვარეულოდან — მათენაი, იედაიას+ საგვარეულოდან — უზი, 20  სალაის საგვარეულოდან — კალაი, ამოკის საგვარეულოდან — ებერი, 21  ხილკიას საგვარეულოდან — ხაშაბია, იედაიას საგვარეულოდან — ნეთანელი. 22  ლევიანებისა და მღვდლების საგვარეულოთა თავკაცები, ელიაშიბის, იოიადას, იოხანანისა და იადუას+ დროს, სპარსელი დარიოსის მეფობამდე, იყვნენ აღნუსხულნი. 23  ლევიანები, რომლებიც საგვარეულოთა თავკაცები იყვნენ, იოხანანის, ელიაშიბის ვაჟის, დრომდე იყვნენ აღნუსხული და მატიანეში შეტანილი. 24  ლევიანთა თავკაცთაგან იყვნენ ხაშაბია, შერებია და კადმიელის+ ვაჟი იეშუა,+ მათი მოძმეები მათ მოპირდაპირე მხარეს იდგნენ და ხოტბას ასხამდნენ და მადლობდნენ ღმერთს, ღვთის კაცის, დავითის, დადგენილი წესისამებრ;+ დარაჯთა ჯგუფები ერთმანეთის პირისპირ იდგნენ. 25  მათანია,+ ბაკბუკია, ობადია, მეშულამი, თალმონი და აკუბი+ კარიბჭის მცველები+ იყვნენ, რომლებიც კარიბჭესთან საწყობებს დარაჯობდნენ. 26  ისინი ცხოვრობდნენ გამგებელ ნეემიას, მღვდელ და გადამწერ ეზრასა+ და იოიაკიმის, იეშუას+ ვაჟის, იოცადაკის, ვაჟის დროს. 27  როცა იერუსალიმის გალავნის აღდგენა უნდა აღენიშნათ, მოძებნეს ლევიანები და თავ-თავიანთი საცხოვრებელი ადგილებიდან იერუსალიმში ჩაიყვანეს, რათა გალავნის აღდგენა საგალობლებისა+ და წინწილების, ქნარებისა თუ სხვა სიმებიანი საკრავების თანხლებით აღენიშნათ გულმხიარულებს. 28  მგალობელთა შთამომავლები შეიკრიბნენ იორდანის მხარიდან, იერუსალიმის მიდამოებიდან და ნეტოფელების+ დასახლებებიდან, 29  ბეთ-გილგალიდან+ და გებისა+ და აზმავეთის+ მიდამოებიდან, რადგან მგალობლებს დასახლებები იერუსალიმის ირგვლივ ჰქონდათ გაშენებული. 30  განიწმინდნენ მღვდლები და ლევიანები და განწმინდეს ხალხი,+ კარიბჭეები+ და გალავანი.+ 31  ავიყვანე გალავანზე იუდას მთავრები, აგრეთვე დავნიშნე მგალობელთა ორი დიდი გუნდი და ჯგუფები, რომლებიც მათ გაჰყვებოდნენ. გალავანზე მყოფი ერთი გუნდი მარჯვნივ ნაცრის კარიბჭისკენ გაემართა.+ 32  ჰოშაია და იუდას მთავართა ნახევარი მათ გაჰყვნენ, 33  აგრეთვე აზარია, ეზრა და მეშულამი, 34  იუდა, ბენიამინი, შემაია და იერემია. 35  მღვდელთაგან საყვირებით+ ხელში მიჰყვებოდნენ ზაქარია, იონათანის ვაჟი, შემაიას ვაჟი, მათანიას ვაჟი, მიქაიას ვაჟი, ზაქურის ვაჟი, ასაფის ვაჟი,+ 36  და მისი მოძმეები: შემაია, აზარელი, მილალაი, გილალაი, მააი, ნეთანელი, იუდა და ხანანი; მათ ღვთის კაცის, დავითის, საკრავები მოჰქონდათ.+ მათ წინ გადამწერი ეზრა+ მოუძღოდა. 37  წყაროს კარიბჭიდან+ პირდაპირ ავიდნენ დავითის სასახლის ზემოთ მდებარე გალავნის აღმართით დავითის ქალაქის+ კიბესთან+ და მივიდნენ წყლის კარიბჭესთან,+ აღმოსავლეთით. 38  მგალობელთა მეორე გუნდი საპირისპირო მიმართულებით მიდიოდა, მე და ხალხის ნახევარიც მას მივყვებოდით და მივდიოდით გალავანზე; გავიარეთ ღუმელთა კოშკი,+ ფართო კედელი,+ 39  ეფრემის კარიბჭე,+ ძველი ქალაქის კარიბჭე+ და თევზის კარიბჭე,+ ხანანელის კოშკი,+ მეას კოშკი და ცხვრის კარიბჭე;+ ჩვენ მცველთა კარიბჭესთან გავჩერდით. 40  ბოლოს მგალობელთა ეს ორი გუნდი ღვთის ტაძართან მივიდა; იქ გავჩერდით მე და ჩემთან ერთად მყოფი მმართველთა ნახევარიც, 41  და მღვდლები: ელიაკიმი, მაასეია, მინიამინი, მიქაია, ელიოენაი, ზაქარია და ხანანია საყვირებით ხელში, 42  აგრეთვე მაასეია, შემაია, ელეაზარი, უზი, იეჰოხანანი, მალქია, ელამი და ეცერი. მგალობლები ხმამაღლა მღეროდნენ იზრახიას ხელმძღვანელობით. 43  დიდძალი მსხვერპლი შესწირეს იმ დღეს და გაიხარეს,+ რადგან ღმერთმა დიდად გაახარა ისინი. ხარობდნენ ქალებიცა და ბავშვებიც,+ და შორს ისმოდა იერუსალიმიდან მხიარულების ხმა.+ 44  იმ დღეს დანიშნეს კაცები საწყობების+ ზედამხედველებად, რომლებიც შესაწირავების,+ პირველი ნაყოფისა+ და მეათედისთვის+ იყო განკუთვნილი. იქ უნდა შეეგროვებინათ მღვდლებისა და ლევიანებისთვის კანონით დაწესებული წილი,+ ყანებიდან მოტანილი; ხარობდა იუდა, რადგან მსახურობდნენ მღვდლები და ლევიანები.+ 45  ისინი შეუდგნენ ღვთის წინაშე თავიანთი მოვალეობებისა და განწმენდის ვალდებულების შესრულებას; მგალობლებიცა და კარიბჭის მცველებიც ასე მოიქცნენ, დავითისა და მისი ძის, სოლომონის, დადგენილი წესებისამებრ. 46  წინათ, დავითისა და ასაფის დროს, მგალობლებსა და ღვთის საქებარი თუ სამადლობელი სიმღერების შესრულებას ხელმძღვანელები უძღვებოდნენ.+ 47  ზერუბაბელისა+ და ნეემიას დროს მთელი ისრაელი გასცემდა მგალობელთა+ და კარიბჭის მცველთა+ წილს მათი ყოველდღიური საჭიროებისამებრ. ისინი ლევიანებსაც აძლევდნენ წილს,+ ლევიანები კი — აარონის შთამომავლებს.

სქოლიოები

ან შესაძლოა: „მსახურების დროს“.
სავარაუდოდ, ებრაულ ტექსტში სახელია გამოტოვებული.