ნეემია 7:1—73

  • ქალაქის კარიბჭეები და კარიბჭის მცველები (1—4).

  • სამშობლოში დაბრუნებულთა ნუსხა (5—69).

    • ტაძრის მსახურნი (46—56).

    • სოლომონის მსახურთა შთამომავლები (57—60).

  • შესაწირავები საქმის შესასრულებლად (70—73).

7  დავასრულე თუ არა გალავნის აღდგენა,+ ჩავდგი კარები+ და დავნიშნე კარიბჭის მცველები,+ მგალობლები+ და ლევიანები.+  იერუსალიმზე დავაყენე ჩემი ძმა ხანანი+ და ციხესიმაგრის მთავარი ხანანია,+ რადგან ის ყველაზე სანდო კაცი იყო და ბევრ სხვაზე მეტად ეშინოდა ღვთისა.+  ვუთხარი მათ: „იერუსალიმის კარიბჭეები არ უნდა გაიღოს შუადღის დადგომამდე. მცველებმა ის თავიანთი ცვლის დასრულებამდე უნდა დახურონ და ჩარაზონ. მცველებად იერუსალიმის მკვიდრნი დანიშნეთ, ზოგი სადარაჯოებზე და ზოგიც თავისი სახლის წინ“.  იერუსალიმი ვრცელი ქალაქი იყო, მაგრამ ხალხი ცოტა იყო იქ,+ და არც სახლები იყო აღდგენილი.  ჩემმა ღმერთმა აღმძრა, რომ შემეკრიბა დიდებულები, მმართველები და ხალხი, რათა საგვარეულოთა მიხედვით აღრიცხულიყვნენ.+ ვიპოვე მათი საგვარეულო ნუსხა, ვინც პირველები დაბრუნდნენ. აი, რა ეწერა მასში:  „ესენი იყვნენ სამთავროში მცხოვრები, ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორის+ მიერ გადასახლებული ხალხი,+ რომლებიც ტყვეობიდან გათავისუფლების შემდეგ იერუსალიმსა და იუდაში, თავ-თავიანთ ქალაქებში დაბრუნდნენ+  ზერუბაბელთან,+ იეშუასთან,+ ნეემიასთან, აზარიასთან, რაამიასთან, ნახამანისთან, მორდოქაისთან, ბილშანთან, მისფერეთთან, ბიგვაისთან, ნეხუმთან და ბაანასთან ერთად. აი ამ ებრაელ მამაკაცთა რიცხვი:+  ფაროშის შთამომავლები — 2 172;  შეფატიას შთამომავლები — 372; 10  არახის+ შთამომავლები — 652; 11  ფახათ-მოაბის+ შთამომავლები იეშუასა და იოაბის+ საგვარეულოებიდან — 2 818; 12  ელამის+ შთამომავლები — 1 254; 13  ზათუს შთამომავლები — 845; 14  ზაქაის შთამომავლები — 760; 15  ბინუის შთამომავლები — 648; 16  ბებაის შთამომავლები — 628; 17  აზგადის შთამომავლები — 2 322; 18  ადონიკამის შთამომავლები — 667; 19  ბიგვაის შთამომავლები — 2 067; 20  ადინის შთამომავლები — 655; 21  ატერის შთამომავლები ხიზკიას საგვარეულოდან — 98; 22  ხაშუმის შთამომავლები — 328; 23  ბეცაის შთამომავლები — 324; 24  ხარიფის შთამომავლები — 112; 25  გაბაონის+ შთამომავლები — 95; 26  ბეთლემელები და ნეტოფელები — 188; 27  ანათოთელები+ — 128; 28  ბეთ-აზმავეთელები — 42; 29  კირიათ-იეარიმელები,+ ქეფირელები და ბეეროთელები+ — 743; 30  რამელები და გებელები+ — 621; 31  მიქმასელები+ — 122; 32  ბეთელელები+ და აიელები+ — 123; 33  სხვა ნებოს მკვიდრნი — 52; 34  სხვა ელამის შთამომავლები — 1 254; 35  ხარიმის შთამომავლები — 320; 36  იერიხონელები — 345; 37  ლოდის, ხადიდისა და ონოს+ მკვიდრნი — 721; 38  სენაას შთამომავლები — 3 930. 39  მღვდლები:+ იედაიას შთამომავლები იეშუას საგვარეულოდან — 973; 40  იმერის შთამომავლები — 1 052; 41  ფაშხურის+ შთამომავლები — 1 247; 42  ხარიმის+ შთამომავლები — 1 017. 43  ლევიანები:+ იეშუას შთამომავლები, კადმიელის+ შთამომავლები, ჰოდევას საგვარეულოდან — 74. 44  მგალობლები:+ ასაფის შთამომავლები+ — 148. 45  კარიბჭის მცველები:+ შალუმის, ატერის, თალმონის, აკუბის,+ ხატიტასა და შობაის შთამომავლები — 138. 46  ტაძრის მსახურნი*:+ ციხას, ხასუფას, ტაბაოთის, 47  კეროსის, სიას, ფადონის, 48  ლებანას, ხაგაბას, სალმაის, 49  ხანანის, გიდელის, გახარის, 50  რეაიას, რეცინის, ნეკოდას, 51  გაზამის, უზას, ფასეას, 52  ბესაის, მეუნიმის, ნეფიშესიმის, 53  ბაკბუკის, ხაკუფას, ხარხურის, 54  ბაცლითის, მეხიდას, ხარშას, 55  ბარკოსის, სისერას, თამახის, 56  ნეციასა და ხატიფას შთამომავლები. 57  სოლომონის მსახურთა შთამომავლები:+ სოტაის, სოფერეთის, ფერიდას, 58  იაალას, დარკონის, გიდელის, 59  შეფატიას, ხატილის, ფოქერეთ-ჰაცებაიმისა და ამონის შთამომავლები. 60  ტაძრის მსახურნი+ და სოლომონის მსახურთა შთამომავლები სულ 392 იყვნენ. 61  აი, ესენი იყვნენ თელ-მელახიდან, თელ-ხარშიდან, ქერუბიდან, ადონიდან და იმერიდან წამოსულები, რომლებიც ვერ ამტკიცებდნენ, რომელ საგვარეულოს მიეკუთვნებოდნენ და იყვნენ თუ არა წარმოშობით ისრაელები:+ 62  დელაიას, ტობიას და ნეკოდას შთამომავლები — 642. 63  მღვდელთაგან: ხაბაიას შთამომავლები, ჰაკოცისა+ და იმ ბარზილაის შთამომავლები, რომელმაც გალაადელი ბარზილაის+ ერთ-ერთი ასული მოიყვანა ცოლად და სიმამრის სახელი დაერქვა. 64  ისინი ეძებდნენ ნუსხას თავიანთი წარმომავლობის დასამტკიცებლად, მაგრამ ვერ იპოვეს, ამიტომ ისინი მღვდლობისთვის შეუფერებლად მიიჩნიეს.+ 65  თირშათამ*+ უთხრა მათ, რომ არ ეჭამათ ის, რაც წმინდად ითვლებოდა,+ სანამ მღვდელი ურიმითა და თუმიმით*+ არ დაეკითხებოდა ღმერთს. 66  მთელი ხალხის რიცხვი 42 360-ს შეადგენდა,+ 67  თუ არ ჩავთვლით მათ მონებსა+ და მხევლებს, რომელთა რიცხვიც 7 337 იყო; მათ 245 მომღერალი კაცი და ქალიც ჰყავდათ,+ 68  აგრეთვე 736 ცხენი, 245 ჯორი, 69  435 აქლემი და 6 720 ვირი. 70  საგვარეულოთა ზოგიერთმა თავკაცმა შესაწირავი გაიღო საქმის შესასრულებლად.+ თირშათამ საგანძურისთვის გაიღო 1 000 ოქროს დრაქმა*, 50 ჯამი და 530 ხელი გრძელი სამღვდელო სამოსი.+ 71  საგვარეულოთა ზოგიერთმა თავკაცმა საქმის შესასრულებლად საგანძურში შეიტანა 20 000 ოქროს დრაქმა და 2 200 მინა* ვერცხლი, 72  დანარჩენმა ხალხმა კი გაიღო 20 000 ოქროს დრაქმა, 2 000 მინა ვერცხლი და 67 ხელი გრძელი სამღვდელო სამოსი. 73  მღვდლები, ლევიანები, კარიბჭის მცველები, მომღერლები,+ ტაძრის მსახურები თუ სხვა ისრაელები თავ-თავიანთ ქალაქებში დასახლდნენ;+ ასე დასახლდა მთელი ისრაელი თავიანთ ქალაქებში. მე-7 თვეს+ ისინი უკვე თავ-თავიანთ ქალაქებში იყვნენ“.+

სქოლიოები

ებრ. „ნეთინიმ“, ნიშნავს „გადაცემულებს“.
მხარის გამგებლის ტიტული სპარსეთში.
მიჩნეულია, რომ ეს იყო სპარსული ოქროს დარიკი, წონით 8,4 გრ. ეს არ არის ბერძნულ წერილებში მოხსენიებული დრაქმა. იხ. დანართი ბ14.
ებრაულ წერილებში მოხსენიებული მინა უდრიდა 570 გრ-ს. იხ. დანართი ბ14.