ოსია 1:1—11

  • ოსიას ცოლი და მრუშობით გაჩენილი შვილები (1—9).

    • იზრეელი (4), ლო-რუხამა (6), ლო-ამი (9).

  • აღდგენისა და გაერთიანების შესახებ დამაიმედებელი ცნობა (10, 11).

1  იეჰოვას სიტყვა ეუწყა ოსიას*, ბეერის ვაჟს, იუდას მეფეების,+ უზიას,+ იოთამის,+ ახაზისა+ და ხიზკიას,+ დროს და ისრაელის მეფის, იერობოამის,+ იოაშის ვაჟის,+ დროს.  როცა იეჰოვამ ოსიას პირით დაიწყო ლაპარაკი, იეჰოვამ ოსიას უთხრა: „წადი, ცოლად შეირთე ქალი, რომელიც მრუშობას დაიწყებს, და იყოლიე შვილები, რომლებსაც ის მრუშობით გააჩენს, რადგან მრუშობის გამო ჩამოშორდა ეს ქვეყანა იეჰოვას“.+  ოსიაც წავიდა და შეირთო გომერი, დიბლაიმის ასული. დაორსულდა ქალი და მას ვაჟი გაუჩინა.  იეჰოვამ ოსიას უთხრა: „დაარქვი მას იზრეელი*, რადგან ცოტაც და პასუხს მოვთხოვ იეჰუს+ შთამომავლებს იზრეელში დაღვრილი სისხლისთვის და ბოლოს მოვუღებ ისრაელის სამეფოს.+  იმ დღეს გადავტეხ ისრაელის მშვილდს იზრეელის ველზე“.  კვლავ დაორსულდა ქალი და გააჩინა ასული. ღმერთმა ოსიას უთხრა: „დაარქვი მას ლო-რუხამა*, რადგან აღარ შევიწყალებ+ ისრაელს და განვდევნი მას,+  იუდას კი შევიწყალებ;+ მე, იეჰოვა, მათი ღმერთი, ვიხსნი მათ,+ თუმცა არა მშვილდით, მახვილით, ომით, ცხენითა და მხედრით“.+  ძუძუს რომ მოსწყვიტა ლო-რუხამა, ქალი კვლავ დაორსულდა და ვაჟი გააჩინა.  ღმერთმა თქვა: „დაარქვი მას ლო-ამი*, ვინაიდან თქვენ არა ხართ ჩემი ხალხი; არც მე ვიქნები თქვენი ღმერთი. 10  ისრაელები ზღვის ქვიშასავით გამრავლდებიან, რაც ვერ გაიზომება და ვერ დაითვლება.+ იქ, სადაც უთხრეს, ჩემი ხალხი არა ხართო,+ ეტყვიან, ცოცხალი ღვთის ძეები ხართო.+ 11  იუდასა და ისრაელის მკვიდრნი გაერთიანდებიან,+ აირჩევენ თავკაცს და დატოვებენ ქვეყანას, რადგან დიდებული იქნება იზრეელის დღე“.+

სქოლიოები

„ჰოშაიას“ შემოკლებული ფორმა; ნიშნავს: „იაჰის დახსნილი“, „იაჰმა იხსნა“.
ნიშნავს: „ღმერთი დათესავს თესლს“.
ნიშნავს: „ის არ იყო შეწყალებული“.
ნიშნავს: „არა ჩემი ხალხი“.