ოსია 10:1—15

  • ისრაელი, გადაჯიშებული ვაზი, განადგურდება (1—15).

    • თესვა და მკა (12, 13).

10  «ისრაელი გადაჯიშებული* ვაზია, უვარგის ნაყოფს იძლევა.+ რაც მეტი ნაყოფი გამოაქვს, მით მეტ სამსხვერპლოს აგებს.+რაც უფრო კარგ მოსავალს იძლევა მისი მიწა, მით უფრო ამრავლებს სათაყვანო სვეტებს.+   თვალთმაქცი გული აქვთ;ბრალი დაედებათ. ის დაამსხვრევს მათ სამსხვერპლოებს და ბოლოს მოუღებს მათ სვეტებს.   ისინი იტყვიან: „იეჰოვასი რომ არ გვეშინოდა, იმიტომ არ გვყავს მეფე.+ მეფეც რომ გვყავდეს, რას გაგვიკეთებს?!“   ფუჭად ლაპარაკობენ, ცრუდ იფიცებენ+ და შეთანხმებებს დებენ;ამიტომ მათ მიერ გამოტანილი განაჩენი მინდვრის კვლებში ამოსული შხამიანი მცენარესავითაა.+   სამარიის მკვიდრნი ბეთ-ავენის ხბოს კერპის გამო შეშფოთდებიან.+ იგლოვებს მას ხალხი,იგლოვებენ ქურუმებიც, რომლებიც მას და მის დიდებას შეხაროდნენ,რადგან გადასახლებაში წავა და წაერთმევათ ის.   ასურეთში წაიღებენ მას, საჩუქრად მიართმევენ დიდ მეფეს.+ სირცხვილს შეჭამს ეფრემი,იმ რჩევის გამო შერცხვება ისრაელი, რომელიც ყურად იღო.+   სამარია და მისი მეფე ისე გაუჩინარდებიან,+როგორც მოტეხილი ტოტი წყლის ზედაპირზე.   მიწასთან გასწორდება+ ბეთ-ავენის+ სათაყვანო მაღლობები, რამაც ისრაელი ცოდვაში გახვია.+ მათ სამსხვერპლოებზე ნარ-ეკალი ამოვა.+ ხალხი მთებს ეტყვის, დაგვმალეთო და გორებს — დაგვფარეთო.+   გიბის დღეებიდან მოყოლებული სცოდავ,+ ისრაელო! არ შეცვლილან. ომმა ვერ დაჯაბნა უმართლოები გიბაში. 10  თუ მოვისურვებ, დავსჯი მათ. მათზე გაილაშქრებენ ხალხები,როცა თავიანთი ორი დანაშაულის უღელში იქნებიან შებმულნი. 11  ეფრემი ლეწვის მოყვარული გაწვრთნილი დეკეული იყო.მე დავინდე მისი ლამაზი ქედი. მხვნელს შემოვსვამ ეფრემის ზურგზე;+ იუდა მოხნავს, იაკობი დაფარცხავს. 12  სიმართლით თესეთ თესლი და სიკეთე* მოიმკეთ. დახანით სახნავი მიწა,+სანამ იეჰოვას ძებნის დროა,+სანამ მოსულა ის და სიმართლე უსწავლებია თქვენთვის.+ 13  ბოროტება დათესეთდა უმართლობა მოიმკეთ,+მზაკვრობის ნაყოფი შეჭამეთ;საკუთარ გზას და მეომართა სიმრავლეს დაენდეთ. 14  შენი ხალხის წინააღმდეგ ყიჟინას დასცემენ.შენი გამაგრებული ქალაქები მიწასთან ისე გასწორდება,+როგორც შალმანმა გაასწორა მიწასთან არბელის სახლიბრძოლის დღეს, როცა დედები თავიანთ შვილებთან ერთად შემუსრეს. 15  აი, ასე მოგექცევიან, ბეთელო,+ თქვენი დიდი ბოროტების გამო. განთიადისას გაუჩინარდება ისრაელის მეფე».+

სქოლიოები

ან შესაძლოა: „მზარდი“.
ებრ. „ხესედ“. იხ. „ურყევი სიყვარული“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).