ოსია 13:1—16

  • კერპთაყვანისმცემელმა ეფრემმა დაივიწყა იეჰოვა (1—16).

    • „სიკვდილო, სად არის შენი ნესტარი?!“ (14).

13  „ეფრემი რომ ლაპარაკობდა, ხალხი შიშისაგან კანკალებდა;ის ისრაელში სახელგანთქმული იყო,+ მაგრამ ბაალის+ გამო ბრალი დაედო და მოკვდა.   ცოდვას ცოდვას უმატებენ;ვერცხლის ქანდაკებებს აკეთებენ;+ოსტატურად ამზადებენ კერპებს, ყველა მათგანი ხელოსნის ნახელავია. მათ ეუბნებიან, შემწირველებმა ხბოებს აკოცონო.+   ამიტომ ისინი დილის ღრუბელს დაემსგავსებიან,ნამს, რომელიც მალევე ქრება;დაემსგავსებიან კალოდან ატაცებულ ბზესდა საკვამურიდან ასულ კვამლს.   ეგვიპტიდან მოყოლებული მე ვარ შენი ღმერთი, იეჰოვა,+ჩემ გარდა სხვა ღმერთს არ იცნობდი;ჩემ გარდა არავინაა მხსნელი.+   ვზრუნავდი შენზე უდაბნოში,+ გვალვიან მიწაზე.   დაძღნენ თავიანთ საძოვრებზე;+დაძღნენ და გადიდგულდნენ; ამიტომაც დამივიწყეს.+   ლომივით ვიქნები მათთვის;+გზაზე ჩასაფრებული ჯიქივით*;   ბელებდაკარგული დათვივით გადავეყრებიდა გულისფიცარს გავუგლეჯ; ვშთანთქავ ლომივით.მინდვრის მხეცი დაფლეთს მათ.   ის მოგსპობს, ისრაელო,რადგან მე, შენს მშველელს, დამიპირისპირდი. 10  სად არის შენი მეფე, რომ დაგიხსნას ყველა შენს ქალაქში?!+სად არიან შენი მმართველები, რომლებზეც მეუბნებოდი,დამიყენე მეფე და მთავრებიო?!+ 11  განრისხებულმა მოგეცი მეფე+და განრისხებული წაგართმევ.+ 12  შეფუთულია ეფრემის დანაშაული,შენახულია მისი ცოდვა. 13  მშობიარობის ტკივილები დაეწყება მას. უგუნური შვილია ის;მისი შობის დრო რომ დადგება, არ გამოვა. 14  სამარის* ხელიდან გამოვისყიდი მათ,სიკვდილისგან დავიხსნი.+ სიკვდილო, სად არის შენი ნესტარი?!+ სამარევ, სად არის შენი გამანადგურებელი ძალა?!+ აღარ შეგიბრალებ. 15  ლერწამივითაც რომ აყვავდეს,დაუბერავს აღმოსავლეთის ქარი, იეჰოვას ქარი,უდაბნოდან დაუბერავს, რომ ამოაშროს მისი ჭა და დააშროს მისი წყარო. ის გაძარცვავს მის საგანძურს.+ 16  ბრალი დაედება სამარიას,+ რადგან ეურჩა თავის ღმერთს.+ მახვილით დაიხოცებიან ისინი;+შეუმუსრავენ შვილებსდა გაუფატრავენ ორსულებს“.

სქოლიოები

იგივე ლეოპარდი.
ებრ. „შეოლ“. იხ. „სამარე“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).