ოსია 3:1—5

  • ოსიას მიერ მრუში ცოლის გამოსყიდვა (1—3).

  • ისრაელის დაბრუნება იეჰოვასთან (4, 5).

3  იეჰოვამ მითხრა: „კიდევ წადი და შეიყვარე ქალი, სხვა კაცს რომ უყვარს და მრუშობს,+ ისე შეიყვარე, როგორც იეჰოვას უყვარს ისრაელები,+ რომელნიც სხვა ღმერთებს სცემენ თაყვანს+ და რომელთაც ქიშმიშის კვერები* უყვართ“.  გამოვისყიდე ის 15 ვერცხლად და ერთ-ნახევარ ხომერ* ქერად.  შემდეგ ვუთხარი: „დიდხანს დარჩები ჩემთან. ნუღარ იმრუშებ, სხვა კაცისა ნუ გახდები და მეც არ გაგეკარები“.  ეს იმიტომ, რომ ისრაელები დიდი ხნით იცხოვრებენ მეფის,+ მთავრის, მსხვერპლის, სათაყვანო სვეტების, ეფოდისა+ და თერაფიმების*+ გარეშე.  მერე დაბრუნდებიან ისრაელები და ძებნას დაუწყებენ იეჰოვას, თავიანთ ღმერთს,+ და დავითს, თავიანთ მეფეს.+ უკანასკნელ დღეებში ცახცახით მივლენ იეჰოვასთან მისი წყალობის მოსაპოვებლად.+

სქოლიოები

იგულისხმება დაპრესილი ქიშმიში, რასაც ცრუ თაყვანისმცემლობისას იყენებდნენ.
ხომერი იყო იმდენი, რამდენიც 220-ლიტრიან ჭურჭელში ჩაეტეოდა. იხ. დანართი ბ14.
იგულისხმება ოჯახის ღმერთები, კერპები.