ოსია 4:1—19

  • იეჰოვა ისრაელს სასამართლოში ედავება (1—8).

    • ქვეყანაში არ არის ღვთის ცოდნა (1).

  • კერპთაყვანისმცემელი და მრუში ისრაელი (9—19).

    • მრუშობით გზასაცდენილნი (12).

4  მოისმინეთ იეჰოვას სიტყვა, ისრაელებო,იეჰოვა ამ მიწის მკვიდრთ სასამართლოში ედავება,+რადგან ამ მიწაზე არც პატიოსნებაა, არც სიყვარული* და არც ცოდნა ღვთის შესახებ.+   გავრცელდა ცრუ ფიცი, ტყუილი,+ მკვლელობა,+ქურდობა და მრუშობა,+სისხლის ღვრას ბოლო არ უჩანს.+   ამიტომაც იგლოვებს მიწა,+გაქრებიან მისი მკვიდრნი;მინდვრის მხეცებთან და ცის ფრინველებთან ერთადზღვის თევზებიც გაწყდებიან.   „ნურავინ შეგედავება და ნურავინ გამხელს,+რადგან შენი ერი მღვდელთან მოდავეს ჰგავს.+   წაიბორძიკებ დღისით,შენთან ერთად წინასწარმეტყველიც წაიბორძიკებს, თითქოს ღამე იყოს. დავადუმებ* დედაშენს.   დადუმდება ჩემი ხალხი, რადგან არა აქვს ცოდნა. რაკი ცოდნა უარყავი,+ მეც უარგყოფ და მღვდლად აღარ მემსახურები;რაკი დაივიწყე ღვთის კანონი,+მეც დავივიწყებ შენს შთამომავლებს.   რაც უფრო მრავალრიცხოვანნი ხდებიან, მით უფრო მცოდავენ.+ დიდების ნაცვლად დავამცირებ*.   ჩემი ხალხის ცოდვებით იკვებებიან,მათი დანაშაულისკენ მიუწევთ გული.  9   ხალხსაც ის დაემართება, რაც მღვდელს;პასუხს ვაგებინებ მათ საქციელზედა გვერდს ვერ აუვლიან თავიანთი საქციელის შედეგებს.+ 10  შეჭამენ, მაგრამ ვერ გაძღებიან.+ იმრუშებენ, მაგრამ ვერ გამრავლდებიან,+რადგან უპატივცემულოდ მოექცნენ იეჰოვას. 11  მრუშობა, ძველი და ახალი ღვინოკაცს სწორის კეთების უნარს ართმევს.+ 12  ჩემი ხალხი ხის კერპებს მიმართავს,იმას აკეთებენ, რასაც მკითხავის ჯოხი ეტყვით;მრუშობას გზიდან გადაჰყავს ისინი,მრუშობენ და არ ემორჩილებიან თავიანთ ღმერთს. 13  მთების მწვერვალებზე სწირავენ მსხვერპლს,+გორებზე წვავენ და აბოლებენ შესაწირავს,მუხის, სტირაქსისა და ყველა დიდი ხის ძირში,+რადგან საამოა მათი ჩრდილი. მრუშობენ თქვენი ასულები,მრუშობენ თქვენი რძლები. 14  არ მოვთხოვ პასუხს თქვენს ასულებს მრუშობისთვის,მრუშობისთვის პასუხს არც თქვენს რძლებს მოვკითხავ; რადგან კაცები მეძავებთან დადიანდა მსხვერპლს ტაძრის მეძავებთან ერთად სწირავენ.ბოლო მოეღება ამ უმეცარ ხალხს.+ 15  ისრაელო, შენ მრუშობ,+და იუდა მაინც დარჩეს უდანაშაულო;+ ნუ წახვალ გილგალში,+ნუ წახვალ ბეთ-ავენში+და ნუ იტყვი, ცოცხალ ღმერთს, იეჰოვას, ვფიცავო!+ 16  გაჯიუტდა ისრაელი ჯიუტი ძროხასავით;+ განა დამწყემსავს მას იეჰოვა,როგორც ბატკანს ვრცელ საძოვარზე?! 17  ეფრემი კერპებს მიეკრა.+ თავი დაანებე მას! 18  როცა ლუდი უთავდებათ,მრუშობას იწყებენ. მის მმართველებს უპატიოსნობა უყვართ.+ 19  ქარი შემოხვევს მას თავის ფრთებს.შერცხვებიან თავიანთი შესაწირავების გამო“.

სქოლიოები

ებრ. „ხესედ“. იხ. „ურყევი სიყვარული“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).
სხვაგვარად — „ბოლოს მოვუღებ“.
ან შესაძლოა: „ჩემი დიდება სირცხვილში გაცვალეს“.