ოსია 5:1—15
-
ეფრემისა და იუდას წინააღმდეგ გამოტანილი განაჩენი (1—15).
5 „მოისმინეთ, მღვდლებო,+ყურადღებით იყავი, ისრაელო,ყური დამიგდე, მეფის სახლო,რადგან გასამართლდებით.მახედ ექეცით მიცფას,და გაშლილ ბადედ — თაბორს.+
2 განდგომილები ხოცვა-ჟლეტაში არიან ჩაფლულნი;შევაგონებ ყოველ მათგანს.
3 ვიცნობ ეფრემს და ისრაელი ვერ დამემალება.ეფრემ, მრუშობა გაქვს ჩადენილი,ისრაელმა თავი წაიბილწა.+
4 თავიანთი საქმეების გამო ღმერთს ვეღარ უბრუნდებიან,რადგან მრუშობენ+ და არ აღიარებენ იეჰოვას.
5 ისრაელის სიამაყემ საკუთარი თავის წინააღმდეგ დაამოწმა.+ისრაელი და ეფრემი თავიანთი დანაშაულის გამო წაბორძიკდნენ.იუდაც მათთან ერთად წაბორძიკდა.+
6 წავიდნენ თავიანთი ცხვარ-ძროხით და ძებნა დაუწყეს იეჰოვას,მაგრამ ვერ იპოვეს.
ის გაეცალა მათ.+
7 უღალატეს იეჰოვას,+უცხოელი ვაჟები შეეძინათ.
ერთ თვეში შთაინთქმებიან თავიანთი ქონებითურთ.
8 საყვირს ჩაჰბერეთ+ გიბაში, ბუკს — რამაში!+
საომარი ყიჟინა დაეცით ბეთ-ავენში!+ შენ მოგყვებით, ბენიამინ!
9 ეფრემ, გაოგნდება ხალხი შენი დასჯის დღეს.+
ისრაელის ტომებს გამოვუცხადე, რაც მოხდება.
10 იუდას მთავრები მათ ჰგვანან, ვინც მიჯნას სწევს.+
წყალივით გადმოვღვრი მათზე ჩემს რისხვას.
11 ეფრემი დაჩაგრულია, სამართლიანად შეიმუსრა,რადგან არჩია, გაჰყოლოდა მტერს.+
12 ჩრჩილივით ვიყავი ეფრემისთვისდა შემმუსვრელივით — იუდასთვის.
13 როცა ეფრემმა თავისი ავადმყოფობა დაინახადა იუდამ — თავისი წყლული,
ეფრემი ასურეთში+ წავიდა და მაცნეები გაუგზავნა დიდ მეფეს,
მაგრამ მან ვერ მოგარჩინათ,ვერ განკურნა თქვენი წყლული.
14 ლომის ბოკვრად ვექცევი ეფრემსდა ძლიერ ლომად — იუდას.
მე დავფლეთ მათ და წავალ,+თან წავიყვან და არავინ იქნება მხსნელი.+
15 წავალ, დავბრუნდები ჩემს ადგილას;მოიმკიან თავიანთი დანაშაულის შედეგებს
და მერე დამიწყებენ წყალობის თხოვნას.+
როცა გაუჭირდებათ, მაშინ დამიწყებენ ძებნას“.+