ოსია 6:1—11

  • მოწოდება იეჰოვასთან დაბრუნებისკენ (1—3).

  • ხალხმა მიატოვა სიკეთის კეთება (4—6).

    • სიკეთე შესაწირავზე უკეთესია (6).

  • ხალხის სამარცხვინო საქციელი (7—11).

6  „მოდით და დავუბრუნდეთ იეჰოვას,მან დაგვფლითა,+ მაგრამ თავადვე განგვკურნავს; მან დაგვკრა, მაგრამ თავადვე შეგვიხვევს ჭრილობებს.   ორ დღეში გამოგვაცოცხლებს, მესამე დღეს წამოგვაყენებსდა ვიცხოვრებთ მის თვალწინ.   გავიცნობთ, მთელი გულით მოვიწადინებთ იეჰოვას გაცნობას. ის განთიადივით მოდის;შხაპუნა წვიმასავით მოგვევლინება,გაზაფხულის წვიმასავით, მიწას რომ რწყავს“.   „რა გიყო, ეფრემ?! რა გიყო, იუდავ?! თქვენი სიკეთე* დილის ღრუბელივითაა,ნამივით, მალევე რომ ქრება!   ამიტომაც მოვკვეთ მათ წინასწარმეტყველთა მეშვეობით;+დავხოცავ ჩემი ბაგიდან გამოსული სიტყვებით.+ შენთვის გამოტანილი განაჩენი სინათლესავით იკაშკაშებს.+   მე სიკეთე* მსიამოვნებს და არა შესაწირავი;ღვთის შესახებ ცოდნა უფრო მეამება, ვიდრე მთლიანად დასაწვავი მსხვერპლი;+   მათ კი ისე დაარღვიეს შეთანხმება, როგორც ადამიანებს სჩვევიათ,+ იქ მიღალატეს.   გალაადი სიავის მქნელთა ქალაქია,+იქაურობა სისხლითაა სავსე.+   მღვდლები ბუჩქებში ჩასაფრებული ყაჩაღებივით არიან; შექემის გზაზე სჩადიან მკვლელობას,+სამარცხვინოდ იქცევიან. 10  საშინელება ვიხილე ისრაელში; ეფრემი მრუშობს,+ისრაელმა თავი წაიბილწა,+ 11  შენთვის კი, იუდა, დადგენილია მკის დრო;დავაბრუნებ ჩემს ხალხს ტყვეობიდან“.+

სქოლიოები

ებრ. „ხესედ“. იხ. „ურყევი სიყვარული“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).
ებრ. „ხესედ“. იხ. „ურყევი სიყვარული“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).