ოსია 8:1—14
8 «ჩაჰბერეთ საყვირს!+
ის არწივივით მოდის იეჰოვას ტაძრის წინააღმდეგ,+ვინაიდან დაარღვიეს ჩემი შეთანხმება+
და შესცოდეს ჩემი კანონის წინააღმდეგ.+
2 შემომღაღადებენ: „ჩვენო ღმერთო, ჩვენ, ისრაელი, გიცნობთ შენ“.+
3 ისრაელმა უარყო ის, რაც კარგია.+
მტერი დაედევნოს მას.
4 მეფეები დანიშნეს, მაგრამ უჩემოდ;
მთავრები დაიყენეს, მაგრამ ჩემ დაუკითხავად.
ოქრო-ვერცხლით კერპები გაიკეთეს+საკუთარი თავის დასაღუპავად.+
5 უარყოფილია შენი ხბო, სამარიავ.+
განრისხებული ვარ მათზე.+
როდემდე უნდა იყვნენ გაუწმინდურებულები?!
6 ის ისრაელიდანაა,
ხელოსნის ნახელავია და არ არის ღმერთი;სამარიის ხბო დაილეწება.
7 ქარს თესავენ და ქარიშხალს მოიმკიან.+ღერო თავთავს ვერ იკეთებს;+
და, თუ იკეთებს, მისგან ფქვილს ვერ იღებენ;რომც მიიღონ, მაინც უცხოთა ლუკმა გახდება.+
8 შთაინთქმება ისრაელი.+
ისინი ერებს შორის+არასასურველი ჭურჭელივით იქნებიან.
9 ასურეთში გაიქცა+ გარეული ვირივით.
საყვარლები დაიქირავა ეფრემმა;+
10 ერებისგან კი ქირაობენ,მაგრამ ახლა ერთად შევკრებ მათ.დაიტანჯებიან+ მეფისა და მთავრების ტვირთით.
11 ეფრემმა სამსხვერპლოები მოიმრავლა და შესცოდა;+
მისი სამსხვერპლოები ცოდვის ჩასადენადაა.+
12 ბევრი კანონი დავუწერე,მაგრამ ყურად არ იღეს.+
13 მსხვერპლს მწირავენ და ხორცს ჭამენ,
მაგრამ არ სიამოვნებს ეს იეჰოვას.+
ემახსოვრება მას მათი დანაშაული და დასჯის ცოდვებისთვის.+
ეგვიპტეში დაბრუნდნენ* ისინი.+
14 დაივიწყა ისრაელმა თავისი შემოქმედი+ და ტაძრები ააგო,+იუდამ მოიმრავლა გამაგრებული ქალაქები,+
მაგრამ ცეცხლს მივცემ მის ქალაქებსდა ის შთანთქავს მის კოშკებს».+
სქოლიოები
^ ან შესაძლოა: „დაბრუნდებიან“.