რიცხვები 17:1—13

  • აარონის აყვავებული კვერთხი — ნიშანი (1—13).

17  იეჰოვამ მოსეს უთხრა:  „დაელაპარაკე ისრაელებს და თითოეული საგვარეულოს თავკაცს თითო კვერთხი გამოართვი, თითოეულ საგვარეულოზე+ თითო კვერთხი, სულ 12 კვერთხი. თითოეულ კვერთხს მისი მფლობელის სახელი დააწერე.  ლევის კვერთხს აარონის სახელი დააწერე, რადგან თითოეული საგვარეულოს თავკაცს თითო კვერთხი აქვს.  კვერთხები შეხვედრის კარავში მოწმობის+ კიდობნის წინ დააწყვე, იქ, სადაც გეცხადებით.+  ჩემი რჩეულის+ კვერთხი დაიკვირტება და დავადუმებ ისრაელებს, რომლებიც მეც მიპირისპირდებიან+ და თქვენც“.+  დაელაპარაკა მოსე ისრაელებს და მისცეს მას თავიანთი კვერთხები, თითოეული საგვარეულოს თავკაცმა თითო კვერთხი, სულ 12 კვერთხი. აარონის კვერთხიც ამ კვერთხებს შორის იყო.  დააწყო მოსემ კვერთხები მოწმობის კარავში იეჰოვას წინაშე.  მეორე დღეს შევიდა მოსე მოწმობის კარავში და რას ხედავს! ლევიანი აარონის კვერთხს კვირტები გამოეღო. კვერთხი დაიკვირტა, გაიფურჩქნა და მწიფე ნუში მოისხა.  გამოუტანა მოსემ ისრაელებს კვერთხები, რომლებიც იეჰოვას წინაშე ეწყო. დახედეს კვერთხებს და აიღეს თავ-თავიანთი კვერთხები. 10  იეჰოვამ მოსეს უთხრა: „აარონის კვერთხი+ ისევ მოწმობის კიდობნის წინ დადე როგორც გამაფრთხილებელი ნიშანი+ ურჩთათვის,+ რათა აღარ დამიპირისპირდნენ და არ დაიხოცონ“. 11  მოსეც მაშინვე იეჰოვას ბრძანებისამებრ მოიქცა. ზუსტად ასე გააკეთა. 12  ისრაელებმა მოსეს უთხრეს: „დავიხოცებით, ნამდვილად დავიხოცებით, ყველანი ამოვწყდებით! 13  ვინც იეჰოვას კარავს მიუახლოვდება, ყველა დაიხოცება!+ ნუთუ ყველანი ასე უნდა ამოვწყდეთ?!“+

სქოლიოები