რიცხვები 2:1—34

  • ბანაკის დაყოფა სამტომიან დანაყოფებად (1—34).

    • იუდას დანაყოფი აღმოსავლეთით განლაგდა (3—9).

    • რეუბენის დანაყოფი სამხრეთით განლაგდა (10—16).

    • ლევის ტომი ბანაკის შუაგულში განლაგდა (17).

    • ეფრემის დანაყოფი დასავლეთით განლაგდა (18—24).

    • დანის დანაყოფი ჩრდილოეთით განლაგდა (25—31).

    • აღრიცხულ მამაკაცთა სრული რაოდენობა (32—34).

2  იეჰოვამ მოსესა და აარონს უთხრა:  „ისრაელები სამტომიან დანაყოფებად+ უნდა დაბანაკდნენ, თითოეული თავისი საგვარეულოს ნიშანთან. შეხვედრის კარვის გარშემო უნდა დაბანაკდნენ, პირით კარვისკენ.  აღმოსავლეთით, მზის ამოსავლის მხარეს, რაზმებად დაბანაკდება იუდას ბანაკის სამტომიანი დანაყოფი. იუდას შთამომავლების თავკაცი იქნება ნახშონი,+ ამინადაბის ვაჟი.  მის რაზმში 74 600 კაცი აღირიცხა.+  იუდას ტომის გვერდით ისაქარის ტომი დაბანაკდება. ისაქარის შთამომავლების თავკაცი იქნება ნეთანელი,+ ცუარის ვაჟი.  მის რაზმში 54 400 კაცი აღირიცხა.+  შემდეგი იქნება ზებულონის ტომი. ზებულონის შთამომავლების თავკაცი იქნება ელიაბი,+ ხელონის ვაჟი.  მის რაზმში 57 400 კაცი აღირიცხა.+  იუდას ბანაკის რაზმებში სულ 186 400 კაცი აღირიცხა. ისინი პირველები უნდა დაიძრან.+ 10  რეუბენის+ ბანაკის სამტომიანი დანაყოფი სამხრეთით დაბანაკდება რაზმებად. რეუბენის შთამომავლების თავკაცი იქნება ელიცური,+ შედურის ვაჟი. 11  მის რაზმში 46 500 კაცი აღირიცხა.+ 12  რეუბენის ტომის გვერდით სიმონის ტომი დაბანაკდება. სიმონის შთამომავლების თავკაცი იქნება შელუმიელი,+ ცურიშადაის ვაჟი. 13  მის რაზმში 59 300 კაცი აღირიცხა.+ 14  შემდეგი იქნება გადის ტომი. გადის შთამომავლების თავკაცი იქნება ელიასაფი,+ რეუელის ვაჟი. 15  მის რაზმში 45 650 კაცი აღირიცხა.+ 16  რეუბენის ბანაკის რაზმებში სულ 151 450 კაცი აღირიცხა. ისინი მეორეები უნდა დაიძრან.+ 17  შეხვედრის კარვის გადაადგილებისას+ ლევიანების ბანაკი დანარჩენ ბანაკებს შორის უნდა იყოს მოქცეული. დანარჩენი ტომები იმავე თანმიმდევრობით უნდა გადაადგილდნენ,+ რა თანმიმდევრობითაც დაბანაკდებიან; თითოეული თავის ადგილზე უნდა იყოს თავის სამტომიან დანაყოფში. 18  ეფრემის ბანაკის სამტომიანი დანაყოფი დასავლეთით დაბანაკდება რაზმებად. ეფრემის შთამომავლების თავკაცი იქნება ელიშამა,+ ამიჰუდის ვაჟი. 19  მის რაზმში 40 500 კაცი აღირიცხა.+ 20  მის გვერდით მენაშეს+ ტომი იქნება. მენაშეს შთამომავლების თავკაცი იქნება გამალიელი,+ ფედაცურის ვაჟი. 21  მის რაზმში 32 200 კაცი აღირიცხა.+ 22  შემდეგი იქნება ბენიამინის ტომი. ბენიამინის შთამომავლების თავკაცი იქნება აბიდანი,+ გედეონის ვაჟი. 23  მის რაზმში 35 400 კაცი აღირიცხა.+ 24  ეფრემის ბანაკის რაზმებში სულ 108 100 კაცი აღირიცხა. ისინი მესამეები უნდა დაიძრან.+ 25  დანის ბანაკის სამტომიანი დანაყოფი ჩრდილოეთით დაბანაკდება რაზმებად. დანის შთამომავლების თავკაცი იქნება ახიეზერი,+ ამიშადაის ვაჟი. 26  მის რაზმში 62 700 კაცი აღირიცხა.+ 27  მის გვერდით აშერის ტომი დაბანაკდება. აშერის შთამომავლების თავკაცი იქნება ფაგიელი,+ ოქრანის ვაჟი. 28  მის რაზმში 41 500 კაცი აღირიცხა.+ 29  შემდეგი იქნება ნაფთალის ტომი. ნაფთალის შთამომავლების თავკაცი იქნება ახირა,+ ენანის ვაჟი. 30  მის რაზმში 53 400 კაცი აღირიცხა.+ 31  დანის ბანაკში სულ 157 600 კაცი აღირიცხა. მისი სამტომიანი დანაყოფი ბოლო უნდა დაიძრას“.+ 32  ესენი არიან ის ისრაელები, რომლებიც თავ-თავიანთი საგვარეულოების მიხედვით აღირიცხნენ. ბანაკების რაზმებში სულ 603 550 კაცი აღირიცხა.+ 33  ლევიანები დანარჩენ ისრაელებთან ერთად+ არ აღრიცხულან,+ როგორც იეჰოვას მოსესთვის ჰქონდა ნაბრძანები. 34  ისრაელებმა ყველაფერი ისე გააკეთეს, როგორც იეჰოვას მოსესთვის ჰქონდა ნაბრძანები. ბანაკდებოდნენ და იძვრებოდნენ+ სამტომიან დანაყოფებად,+ თითოეული თავისი საგვარეულოს მიხედვით.

სქოლიოები