რიცხვები 24:1—25

  • ბალაამის მესამე იგავი (1—11).

  • ბალაამის მეოთხე იგავი (12—25).

24  მიხვდა ბალაამი, რომ იეჰოვას ისრაელის კურთხევა სურდა; ამიტომ აღარ წავიდა სამისნოდ+ და უდაბნოსკენ შეტრიალდა.  როცა გაიხედა ბალაამმა და ტომებად განლაგებული ისრაელი დაინახა,+ ღვთის სული გადმოვიდა მასზე+  და ასეთი იგავი წარმოთქვა:+ „სიტყვა ბალაამისა, ბეორის ვაჟისა,რომელმაც თვალი გაახილა,   რომელმაც ღვთის ნათქვამი გაიგონა,რომელსაც ყოვლისშემძლისგან ხილვა ჰქონდა,რომელიც თვალგახელილი პირქვე დაემხო:+   რა მშვენიერია შენი კარვები, იაკობ,შენი კარვები, ისრაელ!+   როგორც ხევი, ისეა გადაჭიმული,+როგორც ბაღი, მდინარის პირას გაშენებული. როგორც არწივის ხეები, იეჰოვას დარგული, როგორც კედრები წყლის პირას.   მოედინება წყალი მისი ორი ჭურჭლიდან, მისი თესლი უხვ წყლებთანაა+ დათესილი. მისი მეფე+ აგაგზე აღმატებული იქნება+ და მისი სამეფო აღორძინდება.+   ღმერთმა ისინი ეგვიპტიდან გამოიყვანა; იგი მათთვის გარეული ხარის რქასავითაა. ის შთანთქავს ხალხებს, თავის მჩაგვრელებს,+ ძვლებს დაუღრღნის და ისრებით განგმირავს.   ჩაიმუხლა, ლომივით გაწვა, ვინ წამოაგდებს მას?! დალოცვილია, ვინც გლოცავს, და დაწყევლილია, ვინც გწყევლის“.+ 10  განრისხდა ბალაკი ბალაამზე, ხელი ხელს შემოჰკრა და უთხრა: „ჩემი მტრის დასაწყევლად მოგიყვანე,+ შენ კი სამივეჯერ დალოცე. 11  საიდანაც მოსულხარ, იქ წადი. შენი პატივისცემა მინდოდა,+ მაგრამ იეჰოვამ არ ინდომა“. 12  ბალაამმა ბალაკს მიუგო: „ხომ ვუთხარი შენ გამოგზავნილ მაცნეებს, 13  ბალაკმა თავისი სახლიც რომ მომცეს, ოქრო-ვერცხლით სავსე, მაინც ვერ გადავალ-მეთქი იეჰოვას ბრძანებას; ჩემი ნებით ვერც კარგს გავაკეთებ-მეთქი და ვერც ცუდს. რასაც იეჰოვა მეტყვის, მხოლოდ იმას ვიტყვი-მეთქი.+ 14  ახლა დავბრუნდები ჩემს ხალხთან, წასვლამდე კი გეტყვი, რას დამართებს ეს ხალხი შენს ხალხს“. 15  მან ასეთი იგავი წარმოთქვა:+ „სიტყვა ბალაამისა, ბეორის ვაჟისა,რომელმაც თვალი გაახილა,+ 16  რომელმაც ღვთის ნათქვამი გაიგონა,რომელსაც უზენაესის ცოდნა აქვს,რომელსაც ყოვლისშემძლისგან ხილვა ჰქონდა,რომელიც თვალგახელილი პირქვე დაემხო: 17  ახლა ვერ ვხედავ მას, მაგრამ დავინახავ;ვიხილავ მას, მაგრამ არა ახლა. ვარსკვლავი+ ამოვა იაკობიდანდა კვერთხი+ აღიმართება ისრაელიდან.+ მოაბს შუბლს დაულეწავს+და გაპარტახების ძეებს — თავის ქალას. 18  ედომი მისი საკუთრება გახდება,+მტრის საკუთრება+ გახდება სეირი;+ისრაელი სიმამაცეს გამოიჩენს. 19  იაკობიდან გამოვა დამპყრობელი;+ის გაანადგურებს ქალაქის გაპარტახებისას გადარჩენილებს“. 20  ამალეკი რომ დაინახა, განაგრძო იგავი: „ამალეკი პირველი იყო ერებს შორის,+მაგრამ საბოლოოდ განადგურდება“.+ 21  კენიელები+ რომ დაინახა, კვლავ განაგრძო იგავი: „უსაფრთხოა შენი საცხოვრებელი, კლდეზეა შენი სამყოფელი. 22  მაგრამ გადაწვავენ კაინს. განა რამდენი ხანი დაგრჩა ასურეთის ტყვეობაში ჩავარდნამდე?!“ 23  კვლავ განაგრძო იგავი: „ვაი! ვინ გადარჩება, როცა ღმერთი მოიმოქმედებს ამას?! 24  გემები წამოვა ქითიმის+ სანაპიროდან,შეავიწროებს ასურეთს+და შეავიწროებს ებერს, მაგრამ თავადაც დაიღუპება“. 25  ამის შემდეგ ადგა ბალაამი+ და გზას გაუდგა. ბალაკიც გაუდგა თავის გზას.

სქოლიოები