რიცხვები 25:1—18

  • ისრაელები მოაბელ ქალებთან გარყვნილებას სჩადიან (1—5).

  • ფინხასი მკაცრ ზომას მიმართავს (6—18).

25  ისრაელი შიტიმში+ იყო დაბანაკებული, როცა ხალხმა მოაბის ასულებთან გარყვნილების ჩადენა დაიწყო.+  იქაური ქალები ხალხს თავიანთი ღმერთებისთვის გამართულ მსხვერპლშეწირვაზე ეპატიჟებოდნენ.+ ხალხიც ჭამდა და მათი ღმერთების წინაშე პირქვე ემხობოდა.+  დაიწყო ისრაელმა ფეორის ბაალის+ თაყვანისცემა; განრისხდა იეჰოვა ისრაელზე.  იეჰოვამ მოსეს უთხრა: „მოიყვანე ყველა თავკაცი, რომლებმაც შესცოდეს, და დღისით ჩამოკიდე იეჰოვას წინაშე, რომ დაცხრეს იეჰოვას რისხვა“.  მოსემ ისრაელის მსაჯულებს+ დაავალა, რომ დაეხოცათ ისინი, ვინც ფეორის ბაალს თაყვანი სცა.+  მაშინ მოვიდა ბანაკში ერთი ებრაელი კაცი მიდიანელ ქალთან+ ერთად მოსესა და მთელი ისრაელის თვალწინ, როცა ისინი შეხვედრის კარვის შესასვლელთან ტიროდნენ.  ეს რომ აარონ მღვდლის ვაჟის, ელეაზარის, ვაჟმა ფინხასმა+ დაინახა, მაშინვე წამოდგა და შუბს დაავლო ხელი.  დაედევნა იმ ებრაელს, კარავში შეჰყვა და კაცსაც და ქალსაც შუბი ჩასცა; ქალს შუბი საზარდულში გაუყარა. შეწყდა ისრაელში უბედურება.+  მაშინ 24 000 კაცი დაიღუპა.+ 10  იეჰოვამ მოსეს უთხრა: 11  „ფინხასმა,+ აარონ მღვდლის ვაჟის, ელეაზარის, ვაჟმა დააცხრო ჩემი რისხვა, რადგან არ შეიწყნარა ჩემდამი ორგულობა;+ მეც აღარ შევმუსრე ისრაელები, თუმცა ერთგულებას მოვითხოვ.+ 12  უთხარი ფინხასს, რომ მშვიდობის შეთანხმებას ვაძლევ. 13  ეს მისთვის და მისი შთამომავლობისთვის+ მღვდლობის შეთანხმება იქნება სამარადისოდ, რადგან არ შეიწყნარა თავისი ღვთისადმი ორგულობა+ და გამოისყიდა ისრაელების დანაშაული“. 14  მიდიანელ ქალთან ერთად მოკლულ ებრაელ კაცს ზიმრი ერქვა. ის სიმონის საგვარეულოს ერთ-ერთი შტოს თავკაცის, სალუს, ვაჟი იყო. 15  მოკლულ მიდიანელ ქალს ქოზბი ერქვა. ის მიდიანელთა+ საგვარეულოს შტოთა თავკაცის, ცურის,+ ასული იყო. 16  შემდეგ იეჰოვამ მოსეს უთხრა: 17  „შეუტიეთ მიდიანელებს და დახოცეთ,+ 18  რადგან გმტრობდნენ; მათ გაცდუნეს ფეორისა+ და მიდიანელი თავკაცის ასულის, თავიანთი დის, ქოზბის მეშვეობით, რომელიც იმ დღეს მოკლეს,+ როცა ფეორის გამო უბედურება დატრიალდა“.+

სქოლიოები