რიცხვები 32:1—42

  • იორდანის აღმოსავლეთი მხარე (1—42).

32  რეუბენისა+ და გადის შთამომავლებს+ დიდძალი საქონელი ჰყავდათ. დაინახეს მათ, რომ იაზერსა+ და გალაადში საქონლისთვის კარგი საძოვრები იყო.  მივიდნენ მოსესთან, ელეაზარ მღვდელთან და ისრაელის თავკაცებთან და უთხრეს:  „ატაროთში, დიბონში, იაზერში, ნიმრაში, ხეშბონში,+ ელალეში, სებამში, ნებოსა+ და ბეონში,+  რომლებიც იეჰოვამ ისრაელებისთვის დაიპყრო,+ კარგი საძოვრებია, შენს მსახურებს კი დიდძალი საქონელი გვყავს.+  თუ წყალობა ვპოვეთ შენს თვალში, მოგვეცი ეს მიწა შენს მსახურებს. ნუ გადაგვიყვან იორდანის გაღმა“.  მოსემ გადელებსა და რეუბენელებს მიუგო: «თქვენმა ძმებმა უნდა იომონ და თქვენ აქ დარჩენას აპირებთ?!  რატომ უცრუებთ გულს ისრაელებს იმ ქვეყანაში გადასვლაზე, რომელსაც იეჰოვა აძლევს მათ?!  თქვენი მამებიც ასე მოიქცნენ, როცა კადეშ-ბარნეიდან მიწის დასაზვერად გავგზავნე!+  ეშქოლის ხევამდე+ რომ ავიდნენ და ის მიწა დაინახეს, გული აუცრუეს ისრაელებს იმ ქვეყანაში შესვლაზე, რომელიც მათთვის იეჰოვას უნდა მიეცა.+ 10  განრისხდა იმ დღეს იეჰოვა და დაიფიცა:+ 11  „ეგვიპტიდან გამოსული ვერცერთი მამაკაცი, 20 წლიდან ზევით, ვერ იხილავს იმ მიწას,+ რომლის მიცემაც აბრაამს, ისაკსა და იაკობს დავუფიცე,+ რადგან ბოლომდე არ მიერთგულეს, 12  კენიზელ ქალებ+ იეფუნეს ძისა და იესო+ ნავეს ძის გარდა, რადგან მათ ბოლომდე უერთგულეს იეჰოვას“.+ 13  განურისხდა იეჰოვა ისრაელს და 40 წელი ახეტიალა უდაბნოში,+ სანამ არ ამოწყდა მთელი ის თაობა, რომელიც ბოროტებას სჩადიოდა იეჰოვას თვალში.+ 14  ახლა თქვენ დაადექით თქვენი მამების გზას, ცოდვილ კაცთა ნაშიერნო! გინდათ, კიდევ უფრო განარისხოთ იეჰოვა?! 15  თუ ზურგს შეაქცევთ მას, დააბრუნებს მთელ ამ ხალხს უდაბნოში და დაღუპავთ მათ». 16  მოგვიანებით ისევ მივიდნენ მასთან და სთხოვეს: „აგვაშენებინე ქვის ფარეხები ჩვენი ფარისთვის და ქალაქები — ჩვენი ბავშვებისთვის; 17  ჩვენ კი დავირაზმებით+ და წავუძღვებით ისრაელებს, სანამ თავიანთ ადგილზე არ მივიყვანთ. ჩვენი ბავშვები გამაგრებულ ქალაქებში დარჩებიან, რათა ამ მიწის მკვიდრებმა არაფერი დაუშავონ. 18  არ დავბრუნდებით ჩვენ-ჩვენს სახლებში, სანამ ისრაელთაგან თითოეული თავის მიწაზე არ დამკვიდრდება.+ 19  არ დავმკვიდრდებით მათთან ერთად იორდანის გაღმა, რადგან ჩვენი სამკვიდრო იორდანის აღმოსავლეთითაა“.+ 20  მოსემ მათ მიუგო: „საომრად აღიჭურვეთ იეჰოვას წინაშე;+ 21  გადადით იორდანის გაღმა იეჰოვას წინაშე, რომელიც განდევნის თავის მტერს,+ 22  რათა დაიპყროთ ის მიწა იეჰოვას წინაშე.+ ამის შემდეგ დაბრუნდით+ და იეჰოვასა და ისრაელის წინაშე უდანაშაულოები იქნებით; ეს მიწა თქვენი საკუთრება გახდება იეჰოვას წინაშე.+ 23  მაგრამ, თუ ასე არ გააკეთებთ, შესცოდავთ იეჰოვას, და იცოდეთ, რომ თქვენივე ცოდვა გეწევათ. 24  ააშენეთ ქალაქები თქვენი ბავშვებისთვის და ფარეხები — თქვენი ფარისთვის,+ ოღონდ თქვენი პირობა შეასრულეთ“. 25  გადელებმა და რეუბენელებმა მოსეს მიუგეს: „ისე მოვიქცევით შენი მსახურები, როგორც ჩვენი ბატონი გვიბრძანებს. 26  ჩვენი ბავშვები, ცოლები, საქონელი და მთელი ჩვენი პირუტყვი აქ, გალაადის ქალაქებში, დარჩებიან,+ 27  შენი მსახურები კი საომრად გადავალთ; თითოეული აღვიჭურვებით საბრძოლველად იეჰოვას წინაშე,+ როგორც ჩვენი ბატონი ბრძანებს“. 28  მოსემ ელეაზარ მღვდელს, იესო ნავეს ძესა და ისრაელების ტომთა თავკაცებს უბრძანა: 29  „თუ გადელები და რეუბენელები იეჰოვას წინაშე საომრად აღიჭურვებიან, თქვენთან ერთად გადმოვლენ იორდანის გაღმა და დაიპყრობენ იმ მიწას თქვენ წინაშე, მიეცით მათ საკუთრებად გალაადის მიწა.+ 30  მაგრამ, თუ არ აღიჭურვებიან და თქვენთან ერთად არ გადმოვლენ, მაშინ თქვენ შორის დაასახლეთ ქანაანის მიწაზე“. 31  გადელებმა და რეუბენელებმა მიუგეს: „ისე მოვიქცევით, როგორც იეჰოვამ უთხრა შენს მსახურებს. 32  აღვიჭურვებით და გადავალთ იეჰოვას წინაშე ქანაანის მიწაზე,+ მაგრამ ჩვენი სამკვიდრო იორდანის გამოღმა იქნება“. 33  მისცა მოსემ გადელებს, რეუბენელებს+ და იოსების ვაჟის, მენაშეს,+ ტომის ნახევარს ამორეველთა მეფის, სიხონის,+ სამეფო და ბაშანის მეფის, ოგის,+ სამეფო, მათი ქალაქები მიწებითურთ და ირგვლივ მდებარე ქალაქები. 34  ააშენეს* გადელებმა დიბონი,+ ატაროთი,+ აროერი,+ 35  ატროთ-შოფანი, იაზერი,+ იოგბეჰა,+ 36  ბეთ-ნიმრა+ და ბეთ-ჰარანი,+ გამაგრებული ქალაქები და ააგეს ქვის ფარეხები. 37  რეუბენელებმა ააშენეს ხეშბონი,+ ელალე,+ კირიათაიმი,+ 38  ნებო,+ ბაალ-მეონი+ (ამ ქალაქების სახელები შეიცვალა) და სიბმა. აშენებულ ქალაქებს სახელები შეუცვალეს. 39  მენაშეს ვაჟის, მაქირის,+ შთამომავლები გალაადისკენ გაემართნენ, დაიპყრეს ის და განდევნეს იქ მცხოვრები ამორეველები. 40  გალაადი მოსემ მენაშეს ვაჟის, მაქირის, შთამომავლებს მისცა და ისინი იქ დასახლდნენ.+ 41  გაემართა იაირი, მენაშეს შთამომავალი, და დაიპყრო სოფლები, სადაც ხალხი კარვებში ცხოვრობდა, და უწოდა მათ ხავოთ-იაირი*.+ 42  გაემართა ნობაც და დაიპყრო კენათი მიმდებარე ქალაქებით და მას თავისი სახელი, ნობა, უწოდა.

სქოლიოები

სხვაგვარად — „აღადგინეს“.
ნიშნავს „იაირის კარვების სოფლებს“.