რიცხვები 34:1—29

  • ქანაანის საზღვრები (1—15).

  • მიწის გამნაწილებელნი (16—29).

34  იეჰოვამ მოსეს უთხრა:  «გადაეცი ისრაელებს: „ქანაანის მიწაზე რომ შეხვალთ,+ იქ დამკვიდრდებით.+  მისი საზღვარი სამხრეთით ცინის უდაბნოდან ედომის გაყოლებაზე იქნება, სამხრეთ-აღმოსავლეთით კი მას საზღვრად მარილოვანი ზღვა* ექნება.+  სამხრეთით მისი საზღვარი აგრეთვე იქნება აკრაბიმის მაღლობიდან+ ცინის უდაბნომდე და კადეშ-ბარნეის+ სამხრეთით დამთავრდება. იქიდან ხაცარ-ადარისკენ+ გაგრძელდება და აცმონამდე მივა.  აცმონიდან საზღვარი ეგვიპტის ხევისკენ გაგრძელდება და ზღვასთან*+ დამთავრდება.  მისი საზღვარი დასავლეთით დიდი ზღვა* და მისი სანაპირო იქნება. ეს იქნება დასავლეთი საზღვარი.+  მისი საზღვარი ჩრდილოეთით დიდი ზღვიდან ჰორის მთამდე+ იქნება.  ჰორის მთიდან საზღვარი ლებო-ხამათამდე+ გაგრძელდება და ცედადამდე მივა.+  იქიდან ზიფრონისკენ გაგრძელდება და ხაცარ-ენანთან+ დამთავრდება. ეს იქნება ჩრდილოეთი საზღვარი. 10  მისი საზღვარი აღმოსავლეთით ხაცარ-ენანიდან შეფამამდე იქნება. 11  შეფამიდან საზღვარი რიბლისკენ, აინის აღმოსავლეთით, დაეშვება და იქიდან ქინერეთის ზღვასთან* აღმოსავლეთით მდებარე ფერდობზე გავა.+ 12  შემდეგ დაეშვება იორდანისკენ და მარილოვან ზღვასთან+ დამთავრდება. ამ საზღვრებში იქნება მოქცეული თქვენი სამკვიდრო“».+ 13  მოსემ ისრაელებს უთხრა: „წილისყრით დაიმკვიდრებთ ამ მიწას,+ რომლის მიცემაც ბრძანა იეჰოვამ ცხრა ტომისთვის და ნახევარი ტომისთვის. 14  რეუბენელთა და გადელთა ტომებმა თავ-თავიანთი შტოების მიხედვით უკვე მიიღეს სამკვიდრო; სამკვიდრო მენაშეს ტომის ნახევარმაც მიიღო.+ 15  ორმა ტომმა და ნახევარმა ტომმა უკვე მიიღეს სამკვიდრო იორდანის მხარეში, იერიხონის მახლობლად, აღმოსავლეთით, მზის ამოსავლის მხარეს“.+ 16  შემდეგ იეჰოვამ მოსეს უთხრა: 17  „აი, ვინ უნდა დაუნაწილოს ხალხს მიწა: ელეაზარ+ მღვდელმა და იესო+ ნავეს ძემ. 18  მიწის დასანაწილებლად თითო ტომიდან თითო თავკაცი გამოყავით:+ 19  ქალებ+ იეფუნეს ძე — იუდას ტომიდან,+ 20  შემუელი, ამიჰუდის ვაჟი — სიმონის ტომიდან,+ 21  ელიდადი, ქისლონის ვაჟი — ბენიამინის ტომიდან,+ 22  ბუკი, იოგლის ვაჟი — დანის ტომიდან,+ 23  ხანიელი, ეფოდის ვაჟი — იოსების+ შთამომავლებიდან, მენაშეს ტომიდან,+ 24  კემუელი, შიფტანის ვაჟი — ეფრემის ტომიდან,+ 25  ელიცაფანი, ფარნაქის ვაჟი — ზებულონის ტომიდან,+ 26  ფალტიელი, აზანის ვაჟი — ისაქარის ტომიდან,+ 27  ახიჰუდი, შელომის ვაჟი — აშერის ტომიდან,+ 28  და ფედაელი, ამიჰუდის ვაჟი — ნაფთალის ტომიდან“.+ 29  იეჰოვას ბრძანებისამებრ ამათ უნდა გაენაწილებინათ ქანაანის მიწა ისრაელებისთვის.+

სქოლიოები

იგივე მკვდარი ზღვა.
იგულისხმება ხმელთაშუა ზღვა.
იგივე ხმელთაშუა ზღვა.
იგივე გენესარეთის ტბა ანუ გალილეის ზღვა.